ნებისმიერ ასაკში ჭირდებათ შვილებს მშობლის მხარდაჭერა!
– საინტერესოა, რა შეცდომებს უშვებენ მშობლები, როდესაც მათი შვილი შუა ასაკს აღწევს, მაგრამ სამწუხაროდ წარმატებული კარიერა ვერ გაიკეთა, პრესპექტიული სამსახური არ აქვს ან უმუშევარია.
– მშობლები ასეთ დროს შვილებს სინანულით ესაუბრებიან მათი ცხოვრების შესახებ, ახსენებენ, რომ მართალია, კარგი მოსწავლე იყო, ფლობდა განსაკუთრებულ ნიჭს, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიე. „რომ არ გამოჩნდა შენთვის სასურველი სამსახური, რომ შენი მეგობრები წარმატებულები გახდნენ, შენ ვერა!“ – მშობლების ასეთი დამოკიდებულება შვილს ანადგურებს და აქცევს მას ხელმოცარულ ადამიანად. რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა, თუკი სასურველ სამსახურს დროულად იპოვიდა და კარიერულ წინსვლასაც მიაღწევდა, მაგრამ ჩვენი ოცნებები ყოველთვის დროულად არ სრულდება. თუმცა, გვიანი, არასდროს არ არის. პირიქით, ახლა ხელსაყრელი დროა იპოვო საყვარელი საქმე და ყველაფერი გააკეთო მისთვის.
– ჩვენ ვართ მშობლები და გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ, თუ ვერ დავეხმარებით შვილებს, ნუ დავამძიმებთ მათ პესიმიზმით. ვიყოთ პოზიტიურები, შევახსენოთ მათ თავიანთი ნიჭის და შესაძლებლობების შესახებ და მივცეთ მოტივაცია. პესიმიზმი და მსგავსი დამოკიდებულება უმოქმედო ადამიანად აქცევთ მათ.
დადუნა ნადარაია
© IBEL ACADEMY