წუწუნი ჩაანაცვლა მადლიერებამ და დაიწყო საუკეთესო ცვლილებები ჩემს ცხოვრებაში
ადრე გამუდმებით ყველაფერზე ვწუწუნებდი, შრომის მოყვარე და პასუხისმგებლიანი ყოველთვის კი ვიყავი, მაგრამ წუწუნი მიყვარდა ყველაფერზე…
დაახლოებით სამი წლის წინ დავიწყე მუშაობა ინგა ბლესსის ფსიქოლოგიურ ცენტრში და დაიწუო ჩემი აზროვნების და შეხედულების რადიკალური ცვლილებები… ჩემდა უნებურად, გაუაზრებლადაც და გააზრებულადაც…
ადრე თუ წუწუნი ცვლიდა ჩემს მადლიერებას…. ახლა პირიქით
ერთ დღესაც გავიღვიძე და დავიწყე ფიქრი და თხოვნა ღმერთისთვის… “ღმერთო გთხოვ მომეცი… და უცებ გავჩერდი…. კიდევ რისი მოცემა უნდა მეთხოვა მისთვის? ოჯახი მყავს, ყველანი ცოცხლები და ჯანმრთელები არიან… მეგობრები მყავს… ვხედავ და მესმის… მე ვუყვარვარ და მიყვარს… საჭმელი და ჭერი თავზე მაქვს… განათლების მიღების რესურსი და საშუალება მაქვს… სამსახური მაქვს… და კიდევ რა მინდა ჩავფიქრდი… მქონდა პატარა სურვილები… მაგრამ გავაცნობიერე, რომ ერთი რამ მაკლდა….. და მას მერე როცა კი გამახსენდება ეს ყოველივე “მადლობას ვუხდი ღმერთს ამ ყველაფრისთვის”
როდესაც დავიწყე მადლიერებით ცხოვრება მე უფრო წინ წავედი… წუწუნი ჩავანაცვლე შემჩნევით იმის, რაც მაქვს და უფრო მეტის შეძლების საშუალება მომეცა…
შეძელით დაინახოთ მცირედი
მადლობას ვუხდი ჩემს თავს ჩემი შრომისმოყვარეობისთვის, შემდეგ ნიკოლოზის ყოველთვის მადლიერი ვარ, რომელმაც ინგას ვაკანსიაზე CV ფაქტობრივად ძალით გამაგზავნინა და თავად ინგას მადლობა არჩევანი ჩემზე, რომ შეაჩერა და გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში
ეს არასდროს მავიწყდება
ნუ დაივიწყებთ ნურც თქვენ, იმ კარგს რაც თქვენს ცხოვრებაში მომხდარა და ხდება
ისწავლეთ მადლიერება, დააფასეთი ყველაფერი რაც გაქვთ და სამყარო აუცილებლად მოგცემს იმას რაც არ გაქვს!
ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ
პატივისცემითა და მადლიერებით,
ქეთი გორდულავა