რატომ არ ისახავენ ადამიანები მიზნებს?
მარკ მაკკორმეკი თავის წიგნში „რას არ გასწავლიან ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში,“ ამბობს რომ ჰარვარდში ჩატარდა კვლევა 1979 და 1989 წლებში. ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრებს დაუსვეს შეკითხვა :“გაქვთ თუ არა ნათელი, დაწერილი მიზნები თქვენი მომავლისთვის და გეგმები თუ როგორ მიაღწიოთ მათ?“ აღმოჩნდა რომ გამოკითხულთა მხოლოდ 3%–ს ჰქონდა ნათელი, ფურცელზე ჩამოწერილი მიზნები და გეგმები. 13%–ს ჰქონდა გეგმები, მაგრამ არა ფურცელზე დაწერილი და 84%–ს საერთოდ არ გააჩნდა ნათელი მიზანი, გარდა იმისა, რომ დაემთავრებინათ სკოლა და კარგად გაეტარებინათ ზაფხულის არდადეგები.
10 წლის შემდეგ, 1989 წელს, მათ ამ კლასის მოსწავლეებს ისევ ჩაუტარეს გამოკითხვა. მათ აღმოაჩინეს, რომ 13% რომელთაც ჰქონდათ მიზნები, მაგრამ არა ფურცელზე დაწერილი, ორჯერ მეტს გამოიმუშავებდა, ვიდრე ის 84% რომელსაც მიზნები საერთოდ არ გააჩნდა., მაგრამ ყველაზე გასაოცარი აღმოჩენა იყო ის, რომ 3% რომელსაც ნათელი, ფურცელზე დაწერილი მიზნები და გეგმები ჰქონდათ გამოიმუშავებდნენ საშუალოდ 10–ჯერ უფრო მეტს, ვიდრე დანარჩენი 97% გამოიმუშავებდა ერთდროულად. ამ ჯგუფებს შორის ერთადერთი განსხვავება ნათელი მიზნები იყო.
საკმაოდ კარგი შეკითხვააა თუ რატომ არ ისახავენ ადამიანები მიზნებს: თუ მიზნების ძებნა ავტომატური პროცესია, მაშინ რატომ არის რომ ასე ცოტა ადამიანს აქვს ნათელი, დაწერილი, განსაზღვრული, დროში გაწერილი მიზანი და მუშაობს მათზე ყოველდღიურად?
ეს ცხოვრების ერთ–ერთი ყველაზე დიდი საიდუმლოებაა.
მე მჯერა, რომ არსებობს ოთხი მიზეზი რის გამოც ადამიანები მიზნებს არ სახავენ.
მიზნები არაა მნიშვნელოვანი
პირველი მიზეზი ისაა, რომ ადამიანები ვერ აანალიზებენ მიზნების მნიშვნელობას.თუ იზრდებით ოჯახში,სადაც მიზნებს არ ისახავენ, გაქვთ ურთიერთობა ადამიანებთან რომლებიც მიზნებს არ აფასებენ, თქვენ მარტივად გახდებით ისეთი ადამიანი, რომელიც ფიქრობს რომ მიზნების მიღწევაზე ფიქრი ზედმეტი ტვირთია და არა რაიმე შესაძლებლობა. გადახედეთ თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებს, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, რამდენ მათგანს აქვს ზუსტი და ნათელი მიზანი?
მათ არ იციან როგორ
მეორე მიზეზი ისაა, რომ არ იციან საიდან დაიწყონ მიზნების დასახვა. უარესიც, ბევრმა ადამიანმა არც კი იცის, რომ აქვს მიზნები, როცა სინამდვილეში, აქვს უამრავი სურვილი და ოცნება, მაგალითად: „იყოს ბედნიერები“, ან „იშოვნოს ბევრი ფული“ ან „ჰქონდეს ბედნიერი ოჯახი.“
თუმცა ეს მიზნები არაა. ეს უბრალოდ ფანტაზიებია, რომელიც ყველასთვის არსებობს. მიზანი ბევრად განსხვავდება სურვილისაგან. მას ნათელი, დაწერილი და სპეციფიური ფორმა აქვს. ის შეიძლება ადვილად და სწრაფად განუმარტოთ სხვა ადამიანს. თქვენ შეგიძლიათ გაზომოთ იგი ან თქვათ, მიაღწიეთ თუ არა.
თქვენ შეიძლება მიიღოთ კარგი განათლება წამყვანი უნივერსიტეტისგან, იქ სადაც მიზნის მიღწევის სტრატეგიებს ერთ საათსაც კი არ უთმობენ. ადამიანები რომლებიც ჩვენი სკოლებისა და უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებს განსაზღვრავენ, მიზნების მიღწევის მნიშვნელობაზე ყოველთვის თვალს ხუჭავენ. და რასაკვირველია, თუ არ გაიგებთ მიზნების შესახებ, ვიდრე ზდასრული არ გახდებით, როგორ ეს მე შემემთხვა, არც არანაირი წარმოდგენა გექნებათ, თუ რა მნიშვნელოვანია მათი როლი თითოეულ საქმეში, რასაც აკეთებთ.
დამარცხების შიში
მესამე მიზეზი დამარცხების შიშია. მარცხი მტკივნეულია. ის ემოციურ და ხშირად ფინანსურ სტერსთან არის კავშირში. ყველა ადამიანს განუცდია მარცხი. და ყოველთვის როცა ასე ხდება ადამიანთა უმეტესობა ცდილობს მეტად ფრთხილად იყოს და თავიდან აირიდოს მსგავსი შემთხვევები. მომავალში კი უშვებენ შეცდომას, რადგანაც არაცნობიერად უარს ამბობენ ისეთი მიზნების დასახვაზე, რომელმაც შესაძლოა მარცხი მოუტანოთ. საბოლოოდ კი იმაზე დაბალი ცხოვრების დონით ცხოვრობენ, ვიდრე სინამდვილეში შეუძლიათ.
უარყოფის შიში
მეოთხე მიზეზი რის გამოც ადამიანები არ ისახევენ მიზნებს, უარყოფის შიშია. ადამიანებს ეშინიათ მიზნის დასახვის, რადგან თუ წარმატებას ვერ მიაღწევენ, სხვა ადამიანები გააკრიტიკებენ და დასცინებენ მათ. ეს ერთ–ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ უნდა იყოს თქვენი მიზნები კონფიდენციალური. სულაც არაა საჭირო ვინმეს უთხრათ. დაე, თქვენი მიღწევების საშუალებით ნახონ სხვებმა რა შეგიძლიათ, თუმცა ნუ ეტყვით მათ წინასწარ, რაც მათ არ იციან გულს ვერ გატკენთ.
ბრაიან თრეისი