რა არის ემოციონალური ინტელექტი (EQ) და რით განსხვავდება ის ყველასათვის ცნობილი IQ-გან
რა არის ემოციონალური ინტელექტი (EQ) და რით განსხვავდება ის ყველასათვის ცნობილი IQ-გან IQ (ინტელექტის კოეფიციენტი) – პრაქტიკულად უცვლადია. IQ ადამიანის მიერ გროვდება 18 – 22 წლამდე და შემდეგ რჩება უცვლელი.
EQ – განვითარება შეიძლება მთელი ცხოვრება!
საჭიროა არ ავურიოთ ერთმანეთში ემოციონალური ინტელექტი პიროვნულ თვისებებთან.
ადამიანის პიროვნება, მისი ხასიათის ნიშნები – ასევე უცვლელია. ხოლო მისი EQ – არის კონკრეტული შესაძლებლობები და უნარები, რომლებიც შეიძლება შეითვისო და გამოიყენო საქმეში!
ემოციონალური ინტელექტი შეიძლება დავყოთ 5 სფეროდ:
- შიდაპიროვნული სფერო
– საკუთარი თავის გაგება და მართვის შესაძლებლობა.
– განსაზღვრა “რას ვგრძნობ” და რატომ.
– რა გავლენას ახდენს ჩემი ქმედებები გარშემომყოფებზე.
– ასერტიულობა – საკუთარი გრძნობებისა და შეხედულებების ღიად გადმოცემა ისე, რომ სხვას არ მიაყენო
შეურაცხყოფა.
– დამოუკიდებლობა – საკუთარი თავისთვის მიმართულების მიცემა, საკუთარ შეხედულებებზე დაყრდნობა და
არა სხვების მითითებების ლოდინი.
– თვითპატივისცემა – საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების ცოდნა და პოზიტიური დამოკიდებულება
საკუთარი თავის მიმართ.
– თვითრეალიზაცია – საკუთარი სურვილების თამამად მიყოლა და იმის კეთება რაც მოგწონს! საკუთარი
პოტენციალის თამამად რეალიზება. - პიროვნებათშორისი სფერო
– სხვა ადამიანებთან ურთიერთობა და ურთიერთქმედება
– ემპათია – სხვების გრძნობების მიღება და გაგების შესაძლებლობა
– სოციალური პასუხისმგებლობა – სხვა ადამიანებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა
– ურთიერთობების გაბმა და შენარჩუნების უნარი - მოძრაობა და მოქნილობა
– სინამდვილეზე რეალისტური შეხედულებები
– პრობლემების გადაჭრა მათი დადგომიდან გამომდინარე
– საგნების, მოვლენების ისე გაგება, როგორც არის (და არა ისე, როგორიც გვსურს ან როგორისაც გვეშინია).
– მოქნილობა – შეცვლილი სიტუაციის მიყოლა და საკუთარი აზრისა და გრძნობების შეთავსება ახალ
პირობებთან. - სტრესთან გამკლავების უნარი
– სიმშვიდისა და კონცენტრაციის შენარჩუნება.
– კონსტრუქციულობა – პანიკისა და გართულების გარეშე.
– საკუთარი თავის რწმენა და შეუპოვრობა.
– იმპულსების კონტროლი – ემოციებთან გამკლავება და გააზრებულად მოქმედების უნარი. - ცხოვრების აღქმის სფერო
– ოპტიმიზმი – დადებითი, რეალური მდგომარეობის შენარჩუნების უნარი.
– ცხოვრებით კმაყოფილების, გართობისა და ბედნიერების უნარი.
აი ასე გამოიყურება EQ-ს ძირითადი მახასიათებლები!
აქედან გამომდინარე შეიძლება განისაზღვროს სად არის თქვენი ძლიერი ან სუსტი მხარეები და შემდეგ სწორი
მიმართულებით მუშაობის გაგრძელება!
წყარო: b2p.ge