ეფექტური კითხვები ქოუჩინგში.
ადრე თუ გვიან ადამიანი ჩაფიქრდება, უნდა თუ არა სხვის გამოვლილ გატკეპნილ ცხოვრების გზაზე სიარული, თუ თავის თავგადასავლებით სავსე გზაზე დამოუკიდებლად სირბილი. გრძნობდე საკუთარ თავს, ხედავდე ჭეშმარიტ მიზნებს ეს ნამდვილი ხელოვნებაა რომელიც გეჩვენება ცბიერ და გაუგებარ მეცნიერებად.
ჩვენ, ჩვენს ქოუჩინგის აკადემიაში გადავწყვიტეთ გავახმოვანოთ ისეთი თემები როგორიცაა ქოუჩინგური ეფექტური კითხვების თემა. როგორ გავხადოთ ცხოვრება ღირებული, ჭეშმარიტი და ნათელი? ამ კითხვებზე პასუხს კი გვაპოვნინებს ქოუჩინგის აკადემია.
ზრდის(GROW) მოდელი
როდესააც ადამიანს აქვს დასახული მიზანი და სურს მიაღწიოს მას, ის ეძებს პიროვნებას ვისგანაც მიიღებს მხადაჭერას. ეს კი შეიძლება იყოს ქოუჩი რომელიც მუდმივად პიროვნულ ზრდა განვითარებაშია.
წიგნი „ეფექტური ქოუჩინგი“აღწერს მოდელს, რომელიც ნათარგმნია 23 ენაზე და გამოიყენება 5 კონტინენტზე. მასში განთავსებულია ის ინფორმცია რომელიც სასარგებლოა მენეჯერებისთვის, ბიზნეს-ქოუჩებისთვის და იმათთვის ვინც დაინტერესებულია საკუთარი თავის მუდმივი ზრდა-განვითარებით. წიგნი დაწერილია რეალურ გამოცდილებაზე. ერთ-ერთ კომპანია „MCKINSEY” ჩაფიქრდა იმაზე თუ როგორ გაეზარდა მადლიერი თანამშრომლების რიცხვი როგორც ცალ ცალკე ისე გუნდურად და სწორედ ამ მიზნით მოიწვია ქოუჩინგის გუნდი მის კომპანიაში სამუშოდ. მათი მუშაობა იმდენად შთამბეჭდავი და ეფექტური იყო რომ გადაწყვიტეს მოსმენის დროს დაეფიქსირებიანათ და ჩაეწერათ ის მეთოდები რომლითაც ხელმძღვანელობდნენ და მუშაობდნენ ქოუჩები.
ამ წიგნში იყო აღწერილი ტექნიკა „4 კითხვა“ და მისი გამოყენება შეგიძლიათ საკუთარ თავზეც თქვენით.
რას ნიშნავს „ზრდა-GROW”? აქ ყველა ჯადოსნური კითხვა დაყოფილია 4 ეტაპად.
coal-მიზანი,
reality-რეალობა,
options-ვარიანტი,
will-განზრახვა.
ამ ეტაპების გავლით ამაღლდება თქვენი ცნობიერება, გაიგებთ თქვენს მიზნებს, გაარკვევთ თქვენს შეხედულებებს ამათუ იმ საკითხზე, ობიექტურად შეაფასებთ არსებულ სიტვაციას, დაინახავთ და გააცნობიერებთ საკუთარ რესურსებს და შესაზლებლობებს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის რომ, იპოვით ისეთ ქმედებებს რომლებიც, დაგეხმარებათ მიგაახლოვოთ თქვენთვის სასურველ და დასახულ მიზნამდე.
G-მიზანი
პირველ ეტაპზე ხდება გცნობა დაა ღია კითხვების საშუალებით მივდივართ მიზნამდე თუ რა გვინდა და ვეკითხებით საკუთარ თავს
1. ეს ნამდვილად მინდა და მჭირდება თუ ვალდებული ვარ ვინმეს მიმართ რომ ეს გავაკეთო?
2. მავსებს თუ არა ჩემი დაასახული მიზანი მე და ჩემს ქმედებებზეა თუ არა დამოკიდებული მისი ასრულება?
3. რა არი საუკეთესო შედეგი ჩემთვის?
4.როგორ მივხვდები რომ ეს ის შედეგია რომელიც მინდოდა მიმეღო?
5.რა კრიტერიუმებით შევაფასებ ჩემს მიღწევებს?
6. რა არი ჩემთვის მთავარი მიზნის მისაღწევად?
7.რა დროში მინდა მივიღო სასურველი შედეგი?
8. როგორ შეიცვლება ჩემი ცხოვრება როცა მივაღევ მიზანს?
აქ კი ყველაზე მთავარი მომენტი- საჭიროა თქვენი მიზნის ზუსტი ფორმურირება და გადატანა მისი ფურცელზე. ამ დროს ქოუჩინგური კითხვების ამოცანაა -აამაღლოს ცნობიერებაა ვინაიდან ხშირად ხდება როცაა სასურველ მიზანს მიაღწევენ და იმის ნაცვლად რომ ეს ნანატრი სიხარული გაიზიარონ იმედგაცრუებას ხვდებიან წინ. როგორც წესი ეს ხდება მაშინ როცა მიზანი არ არის შენი და ხვდები რომ ეს მიზანი დასახულია ან ვინმეს ზეგვლენის ქვეშ ან ვინმეს სასარგებლოდ და გასახარად ან ასე ა.შ არ გაგიკვირდეთ თუ ამ ეტაპზე მოგესურვათ თქვენი მიზნის კორექტირება.
R-რეალობა
მის მერე რაც გაერკვიეთ თქვენს მოლოდინებში გადავიდეთ მომდევნო ეტაპზე რომელიც გულისხმობს გვაქვს თუ არა ის რესურსები რომელიც გვჭირდება დასახული მიზნის მისაღწევად. აქ ხდება გამოვლენა ჩვენი შიდა შესძლებლობების. ამ ეტაპის კითხვები:
1 გავაკეთე თუ არა მსგავსი რამ ადრე? თუ კი – მაშინ რამ შემიშალა ხელი მიმეღო საურველი რეზულტატი?
2 რა გარე რესურსები მაქვს (ინფორმაცია, ფული, ხალხი,კონტაქტი და ა.შ) და შიდა (უნარები, შესაძლებლობები) მიზნიის მისაღწევად?.
3 კიდევ რა რესურსები მჭირდება მიზნის მისაღწევად?
4 უკვე რას ვაკეთებ ამ მიზნის მისაღწევად მოცემულ სიტვაციაში?
5 რამდენ პროცენტზეა უკვე ასრულებული ჩემი დასახული მიზანი?
– ამ ეტაპის ამოცანაა არ გადავიდეთ გარჩევაზე და შევაფასოთ მიმდინარე სიტვაცია ზედმეტი ემოციების გარეშე.
O-პარამეტრები
მესამე ეტაპი ეხმარება დაანახოს შესაძლებლობები და მოძებნოს ვარიანტები პრობლემის გადაასაჭრელად. აქ რეკომენდირებულია დაისვას შემდეგი კითხვები:
1. როგორ შეიძლება შევცვალოთ სიტვაციაა და რა შიძლება გაკეთდეს ახლა?
2. რა არტერნატიული ვარიანტები გვაქვს?
3.ვის შეუძლიია დახმარება რომ გვანახოს გამოსავალი?
4. სად შეიძლებ კიდევ მოვიძიოთ ის ინფორმაცია რაც არ ვიცით ამის შესახებ და არ გაგვიჟღერებია?
– ამ დროს რა იდეებიც არ უნდა მოვიდეს თავში თუნდაც ზალიან აბსურდული, ჩაინიშნეთ და არ შეუშინდეთ ექსპერიიმენტს.
ამ ეტაპზე მიზანშეწონილია სპეციალური კითხვების დასმა რომელსაც ქვია „ძლიერი ქოუჩინგური კითხვები“ ძლიერი კითხვები მოიცავს ადამიანის შიდა რესურსებს და ამ კითხვების ამოცანა მდგომარეობს იმაში რომ ადამიანის აზროვნება მიმართოს იმისკენ თუ რა უნდა სინამდვილეში და არა თუ რატო არ გამოსდის დასახული მიზანი. ის აღვიძებს მოტივაციას მასში მოქმედების. ამით ის იაზრებს მის შესაძლებლობებს დ იმდიდრებს რესურსებს.
ძალიან ხშირად ადამიანი არ იწყებს თავისი მიზნის რეალიზციას (არ მიდის არასასურველი სამსახურიდან, არ ხსნის თავის საქმანობას ბიზნესს, არ ამთავრებს ხანგრძლივ უსიამოვნო ურთიერთობებს და .შ) ვინაიდან, არ იცის რა ელის მომავალში, რა დახვდება წინ, როგორ მოიქცეს, ან არ აქვს რაიმე რესურსი მაგ: ფული ან კიდევ რააიმე სჭირრო ამაზე ინფორმაცია. ე.წ „სასწაული ან ჯადოსნური“ კითხვები ეხმარება ადამიანს დეტალურად აღწეროს მომავალი სადაც პრობლემები აღარ არსებობს და მოგვარებულია.
ეს კითხვები ხელს უწყობს მიაახლოვოს ამ რეალობას.
1. წარმოიდგინეთ გაიღვიძეთ და თქვენ ხართ სავსე ახალი შესაძლებლობებით, რას გააკეთებდით სხვანაირად?
2. წარმოიდგინეთ თქვენ ხართ ჯადოქარი და შეგიძლიათ ყველაფრის შეცვლა. თქვენს ცხოვრებაში რის შეცვლას დაიწყებდით?
3. წარმოიდგინეთ რომ სასწაული მოხდა და ეს სირთულე გადაწყდა, რა არის პირველი ნაბიჯი თქვენი მიზნისკენ რომელსაც გადადგავთ?
ქოუჩინგურ კითხვებს შორის არის ისეთი კითხვებიც რომლებიც, ხელს უწყობენ ახალი შესაძლებლობების დანახვას და სტერეოტიპული შეხედულებებიდან გმოსვლას „გვირაბის ხედვა“
წარმოსახვა ხშირდ ხელს უწყობს მიზნების დასახვას და ძლიერი კითხვები იწყება შემდეგი სიტყვებით „წარმოიდგინეთ რომ …..“ ამ კითხვების არსი მდგომარეობს იმაში რომ ადდამიანმა თავის მოსაგვარებელ საკითხს შეხედოს სხვადასხვა რა კურსით. მაგ: შეეცადეთ წარმოიდგინოთ და დაინახოთ სიტვაცია სხვა პიროვნების დანახული თვალით, წაიკითხეეთ და შეაფასეთ სხვისი აზრები, რეაქციები და მოცემული სიტვაცია. ან შეეცადეთ წარმოიდგინოთ როგორ შეიძლება სიტვაციის შეცვლა გარკვეული პერიოდის შემდეგ. სწორედ ასევე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რომ გაქვთ ყველა ის რესურსი და ინფორმააცია რომელიც აუცილებელია მიზნის მიღწევისთვის. შეიძლება კიდევ წარმოვიდგინოთ უკვე არსებული მიზანი, რას განვიცდით, რა ემოციები და აზრები გვაქვს და გადავხედოთ ამ მომავლის მდგომარეობიდან იმ წარსულ მდგომარეობას სადაც ეხლ ვიმყოფებით. შემდეგი კითხვები:
1. წარმოიდგინეთ ადამიანი რომელიც გაუმკლავდა ანალოგიურ სიტვაციას. რას გააკეთებდა ის სხვანაირაად?
2. წარმოიდგინე რომ გავიდა 1 წელი იმ დღიდან რაც დაისახე მიზანი და როგორ მოგწონს შენი არჩევანი?
3. ეხლა რომ გქონდეთ ყველა საჭირო რესურსი რას გააკეთებთ პირველ რიგში?
4. წარმოიდგინეთ თქვენ აისრულეთ მიზანი და უკვე გავიდა 5 წელი, რას განიცდით? რას ხედავთ? რა გესმით? როგორ შეიცვლებოდა თქვენი ქმედებები და რა იყო ის საკვანძო მომენტები რომლებიც დაგეხმარათ მიგეღწიათ მიზნისთვის?
სწორედ ეს ჯადოსნური კითხვები ღირს რომ დაუსვათ საკუთარ თავს.
W-ნება
მეოთხე ეტაპი როდესაც გადავდივართ უკვე დალაგებულ ჩამოყალიბებულ სიტვაციიდან რეალური ქმედებების საძებნელად ანუ ნანატრი პირველი ნაბიჯებისკენ. აქ ისმევა ის შეკითხვები თუ როგორ უნდა გააგრძელოთ მოძრაობა მიზნისკენ.
1. რა იქნება პირფველი ნაბიჯი და საიდან უნდა დაიწყოთ?
2. სანამ ასრულდება მიზანი მანამდე რამე ხო არ უნდა გაკეთდეს?
3. რა არის კიდევ საჭირო?
4. რა დაბრკოლებებს შეიძლება წავაწყდეთ გზაზე?
ამ დროს საჭიროა შენარჩუნდეს მოტივაცია მიზნის მისაღწევად. ამისთვის კიდევ ვსვავთ შემდეგ შეკითხვებს:
1.რამდენად ვარ დარწმუნებული 10 ბალიან სისტემაზე რომ მიზანს მივაღწევ?
2.როგორ შეიძლება შევინარჩუნო მოტივაცია ბოლომდე?
3.რამ შეიძლება შემაჩეროს მიზნისკენ მიმავალ გზაზე?
4.ვისთვის არის კიდევ საჭირო ჩემს გარდა ჩემი მიიზანი?
5.როგორ მივხვდები და ავღნიშნავ სასურველი მიზნის მიღწევს?
-ქოუჩინგი ასწავლის ადამიანს არამხოლოდ გაარკვიოს რა სურს, მიიღოს და გააცნობიეროს გადაწყვეტილება არამედ როგორ იმოქმედოს კიდეეც. აღნიშნეთ უმნიშვნელო ნაბიჯბი თქვენს ცხოვრებაში მიზნისკენ მიმავალ გზაზე ვინაიდნ შეიძლება ის ბოლოს სწორედ რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდეს.
W-ნება ან სურვილი, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია იპოვოთ მიაგნოთ ნამდვილად იმას რაც მთელი არსებით გწამთ. კითხვაზე პასუხით მიიღებთ გაცნობიერებას „ მე უნდა….“ „ მე დავპირდი …..“ შეცვლით აუცილებლად „მე მინდათი“ აქ შეიძლება ამოტივტივდეს ისეთი საკითხები რომლებიც თითქოსდა არაფერ შუაშია თქვენს დასახულ მიზანთან მაგრამ ეს შეიძლება იყოს სწორედ ის ფაქტორი რომელიც ხელს გიშლით მის ასრულებაში. მაგ: წარსულში მიღებული ტრამვები, სოციალური მდგომარეობა, რწმუნებულობები და აქ უკვე საჭირო გახდეს სპეციალისტების ჩარევა. სცადეთ აქ და ჩართეთ მოდელი CROW ინსტრუმენტი მიზანთან მუშააობის. შეამჩნევთ როგორ გიადვილდებათ გადაწყვეტილების მიღება, როგორ შეიძენთ მეტ ცნობიერებას და თავდაჯერებულობას რომელიც იზრდებ მოტივაციის საფუძველზე. ქოუჩინგური კითხვები ეხმარება ცნობიერებას მეტ განვითარებაში და ასე რომ ხშირად დაუსვით ეს კითხვები საკუთარ თავსს.
1. რა ხდება ახლა ჩემს თავს?
2. რას ვკეთებ ახლ?
3. რაზე ვფიქრობ ახლა?
4. რას ვგრძნობ ახლა?
5. როგორ მივყავარ ამ მდგომარეობას ჩემს მიზნამდე?
6. იმას რასაც მე ეხლა ვაკეთებ მავსებს თუ არა სიამოვნებითა და ბედნიერებით?
7. ეს ის არის ნამდვილად რაც უნდა ვაკეთო?
8. რა შემიიძლია ყველაზე კარგი და მარტივი გავკეთო ამ წუთას რომ მიუახლოივდე ჩემს მიზანს?
თუნდაც იყოს ეს პატარა ნაბიჯი მაგრამ გაცნობიერებული. ამ კითხვების დასმით თქვენ იწყებთ თქვენი ცნობიერების გაწვრთნას იმისკენ რომ მოძებნოს ხოლმე საჭირო დროს საჭირო რესურსები.
მოტივაცია რომ შეგინარრჩუნდეთ დაუსვით ხოლმე ეს კითხვები თქვენს თავს დილა საღამოს.
დილის სამოტივაციო კითხვები:
1. რა მახარებს ყველაზე მეტად ჩემს ცხოვრებაში?
2. რის მიმართ განვიცდი მაადლიერებას ამ წუთას?
3. რით ვამაყობ ჩემს ცხოვრებაში მოცემულ სიტვაციაში?
4. რა შემიძლია დღეს გვაკეთო სასარგებლ ჩემი მიზნისთვის?
5. რა შემიძლია გავაკეთო ისეთი რომ მივიღო სიხარული და სიამოვნება მიზნისკენ მიმავალ გზაზე?
საღამოს სამოტივაციო კითხვები:
1.რამდენად ახლოს მივედი დღეს ჩემს მიზნამდე?
2. რა ვისწავლე ახალი?
3.რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო სხვანაირად?
4.როგორი მადლიერი ვარ დღეს საკუთარი თავის?
5. რამდენად კარგი გახადა დღევანდელმა დღემ ჩემი ცხოვრება?
ქოუჩინგში სწორად და დროულად დასმული კითხვები ხელს უწყობს მრავალი შეცდომის თავიდან აცილებას. საკუთარი პასუხების მეშვეობით ხდება ფილტრაცია უსარგებლოო სიტვაციების და იწყება ხელმძღვანელობა შიდა მოტივაციისა და რესურსების სააფუძველზე.
ქოუჩინგის საერთაშორისო ონლაინ აკადემიაში, თქვენ შეძლებთ შეისწავლოთ ქოუჩინგური ინსტრუმენტები, ფსიქოლოგია და ფსიქტოთერაპა ერთდროულად!
წყარო: 1napc.ru
თარგმნა სოფო კურტანიძემ