ნუ იქნები იდეალურობის დევნაში,იცოდე რომ იდეალური არ ხარ!
ნუ იქნები იდეალურობის დევნაში,იცოდე რომ იდეალური არ ხარ,
ასეთი რამ არ ასებობს, არ მოიტყუო თავი…
აი შენი უნიკალურობა კი შეგიძლია, რომ აღმოაჩინო, ის თითქოს დაფარულია, შენ ახლა შეიძლება, არ იცი ვერ გრძნობ და ვერაფასებ სრულიად, მაგრამ შეგიძლია დაიჯერო, რომ ნამდვილად არსებობს, თუ კი ბუნებაში ორი ერთნაირი ხის ფოთოლი არ არსებობს, შენნაირი როგორ იქნება ვინმე სხვა, შენ მხოლოდ ერთი ხარ და უნიკალური ამით, საკუთარი თავის დამცირებას კი უნდა მოეშვა, რაც სამწუხაროდ ძალიან ბევრჯერ უკვე შეუმჩნევლად ჩვევაში გადასდით ადამიანებს.
მერე რა თუ არ ხარ ისეთი ნიჭიერი, როგორც ვიღაც ვინც შენს ყურადღებას ძალიან იპყრობს.
შეიძლება გამოგიცდიათ კიდეც, როცა რაიმეს ძალიან, ძალიან მაგრად ინდომებ ის მეტად არ გამოდის, იქნებ იმიტომ რომ ეს ძლიერი ინტერესი უკვე თავის თავად გართმევს უდიდეს ენერგიას?! იქნებ უბრალოდ და ძალიან მარტივად არის ჭეშმარიტი გამოსავალი?!
მოეშვი და იყავი ისეთი როგორიც შენ ხარ,მიიღე საკუთარი თავი ისეთი როგორიც ხარ ახლა და აქცი ისეთად, როგორიც გინდა რომ იყო ერთი წლის შემდეგ, როგორი წარმოგიდგენია შენუ თავი? 50 წლის ასაკში?!
დაისახე მიზნად მიიღო ის რაც იმ სხვებში მოგწონს, რადგან სხვების მანერებმა, მიღწევებმა ან ნიჭმა შენში, ამდენად მძაფრი გრძნობა გააჩინა, ეს ნამდვილად ნიშნავს იმას, რომ შენშიცაა ამ ყველაფრის შექმნის ძალა, იმ დონეზე მაინც რომ თავად იყო კმაყოფილი და მოგცეს ამან შემდგომში ენერგია, მთავარია იმოქმედო,
მაგრამ არ შეგრცხვეს თუ თავიდანვე” ყველაფერი იდეალურად არ გამოგივა” შენ გაიმარჯვე , ახლა უკვე აღარ იქნები იდეალურობის დევნაში…
და იმით რომ ხარ ისეთი როგორიც ხარ, ეს უკვე იდეალურია, უბრალოდ ირწმუნე შენი თავის გულწრფელად.
ნინი ბრეგვაძე