თქვენ იცით რა არის თავიდან დაბადება? ან როგორ უნდა გარდაქმნა საკუთარი “მე” და ცხოვრება მარტივად?
მე ვარ თამარ რეხვიაშვილი.13 წელია ემიგრაციაში ვსწავლობ და ვმოღვაწეობ.
დავამთავრე ქოუჩინგის საერთაშორისო აკადემია, EFT (თავისუფალი ემოციები), ვექტორული ფსიქლოგია, ჰოპონოპონო, ტიბეტურითერაპია, ენერგეტიკული ტექნიკები და ასევე გამაჩნია მრავალი დიპლომები თუ სერთიფიკატები სხვა მიმართულებითაც.
ერთ დღეს შემთხვევით ვნახე ინფორმაცია “ქოუჩინგის საერთაშორისო ონლაინ აკადემიიის” შესახებ სოციალურ ქსელში.
ჯერ კიდევ ბავშობიდან მსურდა ფსიქოლოგი გავმხდარიყავი, თუმცა სხვადასხვა მიზეზ-გარემოებებიდან გამომდინარე ვერ ვახერხებდი მესწავლა. სწორედ აკადემია იყო ზუსტად მორგებული ჩემი ცხოვრების რიტმსა და შესაძლებლობებზე, გავიგე რა მის შესახებ დაუყონებლივ დაუკავშირდი. გავეცანი ყველა ინფორმაციას და ასე დაიწყო ჩემი პირველი “აი ია” ამ სფეროში.
ჩემი ცხოვრება აკადემიამდეც აქტიური და მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელი იყო,აკადემიაში პროფესიის მისაღებად მივედი.სიმართლე გითხრათ იმხელა ცოდნა და გამოცდილება მივიღე თითქოს თავიდან დავიბადე. რადიკალურად გარდავქმენი საკუთარი თავი და ცხოვრება. გაგიგონიათ მადა ჭამაში მოდისო და პარალელურად მეტად ვიღრმავებდი ცოდნას როგორც საქართველოში ისევე მის ფარგლებს გარეთ.
სწავლის პროცესში რამაც ყველაზე დიდი ზეგავლენა იქონია იყო პრაქტიკული მეცადინეობები და ყოველ ახალ ტექნიკასა თუ მედიტაციაზე ვფიქრობდი ამაზე ძლიერი კიდევ რაღა უნდა იყოსთქო თუმცა ყოველ ჯერზე გაოცებული ვრჩებოდი.
ორი ფაქტი რამაც გამაკვირვა:
1.იყო როცა უნდა დამეწერა 7 თვეში როგორი გინდოდა გამხდარიყავი.
მიზანმიმართულად არ ვუყურებდი შედეგებს მსურდა 7 თვის შემდეგ მენახა პირველი თვის საკუთარი “მე” და აკადეემის დასრულების შემდეგ ტრანსფორმაცია.წარმოგიდგენიათ რა მოხდა?როცა შევადარე წარმოვსთწვი დედააა ეს როგორი ვყოფილვართქო არადა მაშინ “კარგი მაგარი და ძლიერი ტიპი “მეგონა თავი.
2. რამაც გამაკვირვა 7 თვეში განვთავისუფლდი ჩვევებისგან და ტრავმებისგან რომელზეც ვფიქრობდი ვერასდროს მივიშირებთქო.
ახლა ნებისმიერი გამოწვევის წინაშე შემიძლია თავად ვმართო ემოცია,დრო,საქმე და მივიღო ის შედეგი რაც მინდა.ჩემი ცოდნისა და სამუშაო გამოცდილების ხარჯზე ასევე დავეხმარო სხვებს და ვიყო ის შუქურა მანათობელი სიბნელეში გზას რომ გაუკვალავს ადამიანს.
აკადემიის დასრულებისთანავე განვაგრძე სწავლა და აქტიური მუშაობა დამოუკიდებლივ რადგან მსურდა საკუთარ თავთან გამეკეთებინა გამოწვევა ამის რესურსი და ცოდნაც უკვე მუღებული მქონდა.დრო იყო აკადემიის ბუდიდან გაფრენის თუ კი რათქმაუნდა მსურდა ფრენა მესწავლა. აკადემიასთან კავშირი არასდროს წყდება ერთგვარი ეგრეგორია რომელიც უფრო და უფრო ძლიერდება.
შევქმენი ჩემი ფეუსბუქ გვერდი -პიროვნული და სულიერი ზრდის ცენტრი ” Tamarella “, ასევე ჩემი საიტი Www.Tamarella.ge წარმატებით ჩავატარე რამდენიმე ტრეინინგი, უამრავი პირადი კონსულტაციები და 2 ცოცხალი ღონისძიება. ვამაყობ და მახარებს ჩემი კლიენტების შედეგები თუ სამადლობელო წერილები. ამიტომაც დღითი დღე მეტად მიყვარდება ჩემი პროფესია. ბევრი საინტერესო გეგმები და იდეები მაქვს სამომავლო ზოგიერთი უკვე განვახირციელე ეს კი მხოლოდ დასაწყისია.
აკადემია არის სწორედ ის ადგილი სადაც პირველი ნაბიჯები გადავდგი. ცოდნა გამოცდილება და უამრავი რამ შევიძინე რის გადმოცემასაც შეგნებულად არ ვაპირებ, ვინაიდან ეს თავად უნდა შეიგრძნო და გამოსცადო აკადემიაში.
დიდ მადლობას ვუხდი აკადემიას და თითოეულ ადამიანს ვინც პატარა წვრილი შეიტანა ჩემს განვითარებაში. აკადემიას და ჩემს თავს ვუსურვებ მეტ მასშტაბებზე გასვლასა და წარმატებას.
ჩემს საყვარელ ფრაზას დავამატებდი
“გახსოვდეს შენი ცხოვრების მთავარი პროტაგონისტი ხარ შენ”
მე უკვე გავაკეთე არჩევანი და შენ?
სიყვარულით, თამარელა (თამარ რეხვიაშვილი)