“გაბედე ბედნიერებაო” და მეც გავბედე!
მე ეკა გიგაური ვარ, სამი შვილის დედა. ინგას შესახებ მეგობარმა მითხრა, ხშირად ვუსმენდი ინგას გამოსვლებს, და როცა აკადემიის შესახებ გააჟღერა მახსოვს გავიფიქრე,, მე ვინ მომცემს აქ სწავლის ბედსთქო,,. აკადემიაში სწავლამდე გულჩათხრობილი და უიმედო ვიყავი, მერე ინგას ერთერთ გამოსვლაზე გამბედაობასთან დაკავშირებით ქონდა საუბარი,, გაბედე ბედნიერება,, ეს ფრაზა თავში იმდენჯერ გავიმეორე რომ აკადემიაში სწავლა გავბედე.
ყველაზე მნიშვნელოვანი, კონკრეტული, ცხოვრებაში მიღებული შედეგი საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად ყველაზე უფრო ალბათ ის იყო, რომ საკუთარი თავი ვიპოვე, გამბედავი, ლაღი, და თავდაჯერებული გავხდი. სიმშვიდე მოვიპოვე. საკუთარი თავის სიყვარული არ ვიცოდი, ახლა შემიძლია. ვისწავლე არას თქმა,
ავიღე საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და დავიწყე მართვა ჩემი ცხოვრების.
შევძელი ყველასთან საკუთარი აზრის გამოთქმა და დავალაგე ურთიერთობები, უამრავი ადამიანი გავიცანი და ახალი ცხოვრება დავიწყე ამ ცოდნის შემდეგ… ბევრი რამ გადავაფასე და მადლიერება, სიმართლე, გამბედაობა და ბედნიერება ვისწავლე…
როგორც უკვე კურსდამთავრებული მომავალ სტუდენტებს ვურჩევდი გაბედოს თავისი ცხოვრების მართვა, ამ აკადემიაში ის გზებია ბედნიერებით და სიხარულით როგორ მართო შენი ცხოვრება.
აკადემიას ვუსურვებდი ბევრ სტუდენტს და ვისურვებდი ამ ბევრ სტუდენტებში იყვნენ
მამაკაცებიც, ეს აკადემია პიროვნული ზრდის, გაგების და ცხოვრების სხვა თვალით დანახვის აკადემიაა, და რაც მეტი მადლიერი ადამიანი იქნება ჩვენს ქვეყანაში მით მეტი სიკეთე და სიყვარული იზეიმებს.
მსურს მადლობის თქმა, იმ მადლიერების გამოხატვა რას ამ აკადემიამ მომიტანა, მაგრამ სიტყვები მართლა ვერ მოვძებნე… საკუთარი გაურკვევლობები მოვაგვარე, შევძელი სრული გათავისუფლება წყენებისა და ნეგატივისგან, სულიერი სიმშვიდე მოვიპოვე და შიშები დავძლიე. მეგობრული დედა გავხდი…
არადა მკაცრი ვიყავი… შევძელი დავხმარებოდი სხვებს და ამ აკადემიამ გამხადა გამბედავი! დიახ ვბედავ ვიყო ბედნიერი! გაბედე შენც!