რისთვის არის მეტაფორული ბარათები და რას იძლევა ის?
ინტუიციური და მეტაფორული ბარათები – რისთვისაა ისინი საჭირო?
მიუხედავად სახელწოდებისა არც ინტუიციურ არც მეტაფორულ ბარათებს არანაირი კავშირი არა აქვთ მკითხაობასთან, მაგიასთან, მისტიკასთან და სხვა დაუდასტურებელ დისციპლინებთან. ეს არის სავსებით მეცნიერული ფსიქოლოგიური ინსტრუმენტი საკუთარ ქვეცნობიერთან სამუშაოდ, სადაც როგორც ცნობილია ყველა ჩვენს კითხვაზე ვიპოვით პასუხს. ყველაფერი იმისი მიზეზი, რაც კი ჩვენს ცხოვრებაში ხდება ყოველთვის ჩვენშია და ამიტომ იმისთვის, რომ გადავჭრათ ყველა ის პრობლემა და საკითხი რასაც ჩვენ ვაწყდებით საჭიროა გავიგოთ თუ რატომ მოვიდნენ ისინი ჩვენს ცხოვრებაში და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, რათა მათ გავუმკლავდეთ. სწორედ ეს გვეხმარება. ამ საქმეში შეიძლებოდა გვერდი აგვევლო ბარათებისთვის თუკი ჩვენ შეგვეძლება სრულყოფილად მოვუსმინოთ და გავუგოთ საკუთარ თავს. მაგრამ ჩვენი კულტურა და აღზრდა ისეთია, რომ ჩვენ გვასწავლიან უფრო გავაანალიზოთ და წინასწარ გავთვალოთ ვიდრე მივაყურადოთ საკუთარი სულის მოძრაობას .
ამიტომ როცა დგება საკუთარ თავში გარკვევის დრო ამის გაკეთება საკმაოდ გვეძნელება. ინტუიციური და მეტაფორული ბარათები-ფსიქოლოგიური ინსტრუმენტებია, როდესაც ჩვენ გვეკითხებიან ვინ ვართ და რა ხდება ჩვენს თავს. ცნობიერის დონეზე ჩვენ შეგვიძლია გავცეთ სავსებით მკაფიოდ ფორმირებული ლოგიკური პასუხი. მაგრამ როგორც წესი ეს ჩვენ ვერ გვეხმარება ვიპოვოთ გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან. ცნობიერი მხოლოდ იმის დემონსტრირებას ახდენს თუ როგორ მივეჩვიეთ ,,სწორად” ფიქრს.
მაგრამ ის რასაც რეალურად შეუძლია დაგვეხმაროს ისაა რაც ჩვენს ქვეცნობიერშია დამალული. ჩვენი ჭეშმარიტი სურვილები, მოთხოვნილებები, ჩვენი ჭეშმარიტი ,,მე”.მაგრამ ქვეცნობიერი თავის საიდუმლოებს ასე იოლად არ გათქვავს და ინტუიციური და მეტაფორული გარათები ეს სწორედ ის მეთოდებია რითაც შეგვიძლია მოვიპოვოთ ამისი უფლება. მეტაფორული ბარათების მეორე სახელწოდებაა ასოციაციური. იმიტომ რომ ისინი ასოციაციის პრინციპით მუშაობენ. ცნობიერი ჩვენ საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ჩვენი სასურველი სახე და წარვუდგინოთ იგი ირგვლივმყოფებს მაგრამ ასოციაციები ყოველთვის გათქვავენ ჩვენს ჭეშმარიტ არსს. ბარათზე ყურებისას ჩნდებიან წარმოსახვები, შეგრძნებები, აზრები-სწორედ ისინი გვკარნახობენ პასუხებს ჩვენს კითხვებზე, გვეხმარებიან შევიცნოთ საკუთარი თავი, იმიტომ რომ გვიჩვენებენ რაში მდგომარეობს რეალური პრობლემა რომელიც გვაშფოთებს და გავფერხებს.
ასევე ბარათების დახმარებით შეიძლება განვსაზღვროთ მეთოდები თუ როგორ გადავჭრათ ეს პრობლემები და დავინახოთ რესურსები რომლებიც საშუალებას მოგვცემს გავაკეთოთ ეს. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის რასაც ჩვენ ვხედავთ ბარათებზე. ბარათებს არ გააჩნიათ რაიმე განსაზღვრული მნიშვნელობები. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის რაც ჩვენ დავინახეთ ნახატებში. ყველა ადამიანს განსხვავებული გამოცდილება, განსხვავებული შეხედულება და აზრი გააჩნია ამიტომნიწ ყვეკა რაღაც თავისას დაინახავს და ეს არ შეიძლება იყოს სწორი ან არასწორი ეს მხოლოდ გახსნის იმას რაც მოცემულ მომენტში ჩვენს სულში ხდება, გახსნის ჩვენს აზრებს და გრძნობებს მკმდინარე მოვლენების მიმართ. უფრო მეტიც-სხვადასხვა დროს სხვადასხვა მდგომარეობაში ყოფნისას ერთიდაიგივე ნახატზე შეიძლება დავინახოთ რაღაც სრულიად განსხვავებული. ამიტომ როდესაც ჩვენ ვუყურებთ ბარათს რომელსაც ვირჩევთ ღიად ან დაფარულად უნდა გავიგოთ თუ რა შეგრძნებებს იწვევს იგი ჩვენში, რას გ ვეუბნება პირადად ჩვენ. ისღა დაგვრჩენია გამოვხატოთ გაოცება ყველა იმ აღმოჩენაზე რაც გადაგვიშალა ინტუიციურმა და მეტაფორულმა ბარათებმა. ზოგჯერ ისინი თვალს გვიხელენ ისეთ აშკარა ფაქტებზე მაგრამ იმდენად დაფარულებზე გარკვეულ დრომდე რომ უსასრულოდ შეგვიძლია დავსვათ კითხვა რა გვიშლიდა ხელს აქამდე მის დანახვაში? ეს ზოგჯერ მართლაც საოცრებას გავს.და კიდევ ერთხელ განვმეორდები -ამაში არაფერი საოცრება არაა მხოლოდ ფსიქოლოგია. სცადეთ და თქვენც დარწმუმდებით ამაში. იმისათვის რომ იმუშაოთ ბარათებთან საჭიროა კუთხვები სწორად შეადგინოთ. მომავალში ვისაუბრებთ იმაზე თუ როგორ გავაკეთოთ ეს, როგორ მუშაობენ მეტაფორული ბარათები.
მაგალითი
ა) ახლა მე გაჩვენებთ ბართს თემიდან ,, წარმატების გზა” .კომენტარებში დაწერეთ რას ხედავთ მასში, რა გრძნობებს და აზრებს აღძრავს იგი თქვენში კარგს თუ ცუდს შფოთვას თუ სიმშვიდეს სიხარულს თუ სევდას? თუ ჩვენ საკმარისად აქტიურები ვიქნებით დამაჯერებლად დავრწმუნდებით იმაში, რაზეც მე ზემოთ დავწერე-თითოეული ნახატში რაღაც თავისას დაინახავს.
მაგალითად მე ამ ბარათში ვხედავ სიღრმეს რომელიც მიზიდავს თავისკენ-იქ სიხალისე და სიმშვიდეა იქ კარგია მაგრამ მე რაღაც მიშლის ხელს ჩავიძირო ამ სიღრმეში, მივეცე მას. რაღაც შფოთვა, აზრი იმაზე, რომ ჯერ ადრეა მოდუნება ჯერ არაა ამისი დრო. თუ გავაგრძელებთ მუშაობას საკუთარ თავზე რა არის შფოთვის წყარო. შემდეგ-რა და მეხმარება მივიდე ჩემს შინაგან სიმშვიდემდე?
ბარათები იმდენად სწრაფად გვეხმარებიან პრობლემის გადამუშავებაში, რომ ეს პრობლემა ან სრულად მოიხსნება ანდა ჩვენ მივიღებთ დიდ რესურსს და მოტივაციას შემდგომი მოძრაობისათვის წინ.
აი, ასე მუშაობენ ინტუიციური და მეტაფორული ბარათები.
გსურთ სრულიად უფასოდ ჩაიტაროთ მაბ სესია? დააწირე ღილაკს ↓
აიბიელ აკადემიაში შესაძლებელია გახდეთ სულ რაღაც ორ თვეში მაბ კონსულტანტი და თავისუფლად ჩაატაროთ სრულყოფილი მაბ სესიები
გსურთ ინფორმაციის მიღება მაბ კონსულტანტის კურსის შესახებ? დააწირე ღილაკს ↓