შეიცვალა ჩემი შინაგანი მდგომარეობა და დამოკიდებულება ადამიანების და სამყაროს მიმართ.
მე ვარ ნუცა ჯოხაძე, ფსიქოლოგი, ნლპ ქოუჩი , აკადემიაში მოხვედრის მომენტს ვერაფრით ვერ ვიხსენებ ))

მიზეზი კი სწავლის პირველ რიგში პირადი განვითარებისთვის იყო და შემდგომ კი პროფესიული.
ქოუჩინგის აკადემიის შემდეგ, საგრძნობლად შეიცვალა ჩემი შინაგანი მდგომარეობა და დამოკიდებულება ადამიანების და სამყაროს მიმართ.
აკადემიაში შესწავლილი ტექნიკებიდან გამოვარჩევ გპ4 და რპტ ტექნიკებს, რადგან მათ აქვთ საოცრად ეფექტური შედეგები ,ძალიან მცირე დროში.
რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, კონკრეტული, ცხოვრებაში მიღებული შედეგი საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად? – მიჭირს გამოვყო ერთი კონკრეტული შედეგი, ზოგადად ჩემში მოხდა დიდი ტრანსფორმაცია ემოციურ და მენტალურ დონეზე. მაგრამ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის სასიამოვნო ემოცია, რომელიც მივიღე ამ 7 თვის განმავლობაში საკუთარ თავზე მუშაობით და განვითარებით.
ქოუჩინგის აკადემიაში მიღებული ცოდნის საშუალებით შემიძლია ნებისმიერი დაბრკოლება და უარყოფითი ემოცია გარდავქმნა ისეთ რესურსებად, რომელიც ამ ეტაპზე მჭირდება.
ვატარებ ინდივიდუალურ სესიებს, სადაც აქტიურად ვიყენებ რამოდენიმე ტექნიკას და რათქმაუნდა იმ ცოდნას რომელიც აკადემიაში მივიღე.
პერიოდში აღმოვაჩინე რომ, დაბრკოლება მხოლოდ ჩემშია და მხოლოდ მე შემიძლია შევცვალო ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ და ასეც მოვიქეცი J
ყველას ვურჩევ ქოუჩინგის აკადემიის კურსის გავლას ვისაც სურს საკუთარი თავის შეცნობა, პიროვნული ზრდა და იმ უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლება რომლებიც ასე გვიშლის ხელს წინსვლასა და განვითარებაში.
ამ აკადემიას ვუსურვებ განვითარებას არამხოლოდ ვირტუალურ სამყაროში(ინტერნეტში ონლაინ) არამედ რეალურშიც.
დიდი მადლობა ინგას ამ შესაძლებლობისთვის და ამ აკადემიის დაარსებისთვის, ვუსურვებ წარმატებას და უამრავ ბედნიერ სტუდენტს .