ერთადერთი რაც ადამიანს თავისი მიზნის მიღწევაში ეხმარება ეს არის მოტივაცია
ალბათ, ყველას გვაქვს ჩვენი წილი ოცნება. ხოდა მეც მქონდა ოცნება მესწავლა ქოუჩინგის აკადემიაში, თუმცა ამას ხმამაღლა არ ვაჟღერებდი . ვფიქრობდი ამის დრო არ არის, რაღა დროს ჩემი სწავლაა, არც ფინანსებია სამაგისო და ა.შ.
რადგან ფსიქოლოგია ძალიან მომწონდა და მიზიდავდა, ჩემი სულიც მშიერი იყო და საზრდოს ითხოვდა და ეს საზრდო სწავლა იყო, გავბედე და გავაჟღერე ხმამაღლა ჩემი ოცნების შესახებ. შედეგმაც არ დააყოვნა და სასწაულებრივად ახდა. ქალბატონი ინგას წყალობით მოვხვდი ამ სასწაულ მოგზაურობაში .რაზეც ხმამაღლა, საჯაროდ ვუხდი უდიდეს მადლობას იმისთვის რომ მომცა შანსი. სწორედ ის ერთი შანსი ცხოვრებაში ყველას რომ გვეძლევა ხოლმე. ისეთი განცდა მაქვს თითქოს ჩემთვის სამყაროს ახალი კარი გაიღო, ახალი შესაძლებლობების და საკუთარი თავის ტრანსფორმაციის.
ერთადერთი რაც ადამიანს თავისი მიზნის მიღწევაში ეხმარება ეს მოტივაციაა. სწორედ ეს აკადემიაა ის რაც მე მოტივაციას მაძლევს რომ გადავლახო ის შინაგანი ხილული თუ უხილავი ტრავმები და ბეწვის ხიდზე მოსიარულეს, მყარი ნაბიჯები გადამადგმევინოს ცხოვრების გრძელ გზაზე. ხშირად ვეკითხებით ერთმანეთს რა გვიშლის ხელს საკუთარი მიზნების მიღწევაში? ყველა კითხვას აქ გაეცემა პასუხი..ადრე თუ გვიან ცხოვრება ჩაგვაფიქრებს, ჩვენი ცხოვრება გვინდა თუ სხვისი განვლილი გზით სიარული. როგორც კი ამას მივხვდებით და გავაცნობიერებთ სწორედ მაშინ ვიწყებთ ქმედებას . ასე რომ არასოდეს არ არის გვიან დაიწყო შენი საკუთარი ცხოვრება . მადლობა სამყაროს ყველაფრისთვის!
ნათია იაკობიშვილი