სიამოვნების შეგრძნება, ბედნიერების გასაღები!
რომელ ჩვენგანს არ სურს მიიღოს ცხოვრებისგან მაქსიმუმი?
რომელ ჩვენგანს არ სურს ქონდეს, მატერიალური კეთილდღეობა?
დიახ! თუკი ჩვენ გვსურს ჩვენმა ცხოვრებამ მოგვცეს მაქსიმალური უკუ კავშირი, თუნდაც მატერიალური თვალსაზრისით, თუკი ჩვენ გვინდა მივაღწიოთ მაქსიმუმს ჩვენ ცხოვრებაში, მაშინ ჩვენ არ უნდა გვქონდეს მოლოდინი.
მოლოდინის არ ქონა არ ნიშნავს, იმას რომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს ორიენტირი. დიახ რა თქმა უნდა ორიენტირის ქონა საჭიროა, მაგრამ ჩვენ უნდა მოვრჩეთ მუდმივ ანგარიშს, ანგარიშს საკუთარ თავთან “ უი მე ვერ მივიღე რაც მინდოდა” , “უი! მე რაც მინდოდა ის არ მოხდა” . ჩვენ უნდა შევწყვიტოთ მუდმივი წუწუნი საკუთარ თავთან. მაგალითისთვის : მე მინდა რომ ვიარო გარკვეული მიმართულებით, თუმცა რამდენად შორს წავალ დამოკიდებულია იმაზე რა რაოდენობის საწვავი დგას ჩემი მანქანის ავზში. თუკი მე მაქვს მოლოდინი ესეიგი მე ტყუილად ვწვავ საწვავს და ვამუშავებ ძრავას, ტყუილად გაზზე ფეხის დაჭერით. ასე შორს ვერ წავალ.
მოლოდინი რომელიც ჩვენ შეგვემთხვა ხდება იმიტომ, რომ პატარაობიდან, თუნდაც 3 წლისები ვიყოთ გვეკითხებიან:
_ მითხარი ვინ უნდა გამოხვიდე?
_ექიმი? მფრინავი? ადვოკატი?
ანუ მოლოდინი რომელსაც მშობლები(უფროსები) გვახვევენ თავიანთ შვილებს მეტ წილად არა რეალური და სულელურია. ეს ცუდია მათთვისაც და ბავშვისთვისაც. ვინაიდან ბევრი ჩვენგანი ადრეული ასაკიდან კულტივაციას ახდენს ამ ტენდენციისას.
ესეიგი ყალიბდება არასწორი განცდა, გაგება ბედნიერებისა. ეს კი ქმნის ძალიან დიდ პრობლემას. ხომ გვესმის ჩვენი მოლოდინი რატომ ახდენს ასეთ დიდი გავლენას ჩვენზე? იმიტომ რომ ბედნიერება უკავშირდება ხვალინდელ დღეს და არა დღევანდელს.
ჩვენ ვამბობთ “მე ვიქნები ბედნიერი მაშინ როცა” მოხდება ეს, ეს, ეს.
სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა შევეცადოთ ყველა ამ უკუღმართობის გამოსწორებას. დავივიწყოთ ის რა გვინდა ჩვენი თავისგან, ადამიანებისგან, სამყაროსგან.
გავუშვათ ის რაც ჩვენ გვინდა. პირველ რიგში მივაღწიოთ იმას რომ რაც ჩვენს შიგნით ხდება იმართებოდეს ჩვენს მიერ და არა ვინმეს ჩარევით. გავაკეთოთ ეს მხოლოდ ეს და რა თქმა უნდა ბუნებრივი გზით ჩვენი შეგრძნებები გახდება სასიამოვნო.
ამრიგად თუკი ჩვენ გვსურს ვმართოთ ავტომობილი ,ჯერ დავრწმუნდეთ იმაში ,რომ მასზე ოთხივე საბურავი სწორადაა მორგებული. თუ საბურავების ჭანჭიკები მოშვებულია ან თავად საბურავია დაშვებული და მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვცდილობთ წასვლას, მაშინ ფაქტია რომ ეს ყველაფერი ცუდი შედეგით დასრულდება.
მოდი დავფიქრდეთ! რისი შეცვლა უფრო მარტივია ჩვენი ფიქრების და შინაგანი სამყაროსი თუ სამყაროსი რომელშიც ვცხოვრობთ?
_პასუხი მარტივია .
ამრიგად ნუ შევეცდებით წასვლას გაუმართავი ავტომობილით. ნუ გავუკეთებთ საკუთარ თავს ამას.
სოფიო ციცვიძე