ქართველები არარეალიზებული ხალხი ვართ და ამისგან არის გამოწვეული უამრავი პრობლემა…
ადამიანი ცხოველისგან რამდენიმე ძირითადი თვისებით განსხვავდება: მეტყველებით, იუმორის გრძნობით, შემოქმედების და წარმოსახვის ნიჭით, საიდუმლოებებით და კიდევ რაც მთავარია ,ადამიანს ცხოველისგან განსხვავებით ბედნიერებისთვის მხოლოდ ჭამა და ძილი არ ჰყოფნის.
ქართველები არარეალიზებული ხალხი ვართ და ამისგან არის გამოწვეული უამრავი პრობლემა… არ უნდა გაჩერდე, რაღაც სულ უნდა აკეთო,თუნდაც ამას ეკონომიური შემოსავალი და დივიდენდები არ მოჰქონდეს. ენერგიის დახარჯვაა აუცილებელი,რომ მიიღო ისევ,თუნდაც სახეცვლილი ენერგია. რათა ამუშავდეს ” ენერგიათა მიმოცვლის” კანონი.
აუცილებელია კეთება თუნდაც გადარჩენისთვის (და ეს მატერიალურ შემოსავალზე ძვირფასია) ის რისი კეთებაც სიამოვნებას განიჭებთ დაუმატეთ შრომა,ფანტაზია,ძალისხმევა და აუცილებლად მოგიტანთ მატერიალურსაც…
გაიხსენეთ ის პატარა,რომელსაც ერთ დღეს დედამ “პიპია” უყიდა,მან კი დაშალა და ნაწილებად აქცია, შემდეგ, წინა დღეს დაშლილი მანქანის ნაწილები მოარგო და დღეს ძვირადღირებული ნანქანების ახალ მოდელებს იგონებს… ის ჟღალთმიანი გოგონა კი თოჯინების ახალ-ახალი ტანსაცმლით შემოსვას რომ ცდილობდა ჭირვეულად,დღეს განთქმული დიზაინერია…ყველა პილოტიც ხომ ბავშვობაში დაწყებული ოცნების და თამაშის რეალიზებული შედეგია…
ყველაფერი ბავშვობიდან იწყება.დაიწყეთ ბავშვობიდან თამაშ-თამაშით,იქნებ ერთ მშვენიერ დღეს სათამაშოების მაღაზიაც კი გახსნათ და თქვენ,ზრდასრულები უკვე გააზრებულ ცხოვრებაში ოცნებების მწვერვალზე აღმოჩნდებით. შენ თავად ხარ აზრი,იდეა და ბედნიერების შემოქმედი შენი ცხოვრებისა
პერსონალური ქოუჩი ნონა გვაზავა