დოფამინი – მიღწევების ჰორმონი
დოფამინი ზეგავლენას ახდენს ჩვენს განწყობაზე. ის გამოიყოფა, როცა ჩვენ წარმატებას ვაღწევთ და თვითონ ვაღიარებთ ამას. როცა ჩვენ ვაშენებთ, ვიყენებთ, მიღებთ რაღაც ახალს. ახალი შთაბეჭდილებები, ნაცნობობა, მოგზაურობა, გართობა. მუდმივი სიახლეები. რაღაც შთამბეჭდავი. დოფამინს მოაქვს სიამოვნება, ენერგია, კარგი განწყობა.
მაგრამ თუ რამე ხდება ჩვეული დოფამინი იკლებს. ამიტომაა რთული გადასატანი ყოველდღიურობა. ეს გვიბიძგებს ახალი შთაბეჭდილებებისკენ და ახალი ხალხისკენ. ზოგიერთს კი – მუდმივი ახალი მიღწევებისაკენ. იმიტომ ,რომ მიღწეულს ეჩვევი, დოფამინი იკლებს და მორჩა, მოსაწყენი ხდება.
თუ დოფამინი ერთი წყაროდან გამოდის, თქვენ ხდებით დამოკიდებული მასზე. რაც უფრო ძლიერია სტიმულატორი, მით მეტია მასზე დამოკიდებულება. რაც ნაკლებია ძალისხმევა, მით მეტია დამოკიდებულება.
ნარკოტიკებს მოაქვს ადვილი დოფამინი. დოზა ძლიერია, შთაბეჭდილებები ძლიერია, მაგრამ ეს ცარიელი დოფამინია. ეს არ არის მიღწევები, რომლისთვისაც თქვენ შეგაქებდნენ, თქვენ მიითვისეთ შედეგი და მიიღეთ დოფამინის დოზა.
სხვისი ფული, ადვილი ფული (ლატარეა, მოგება) – ასევე მარტივი, მაგრამ ცარიელი დოფამინია.
დოფამინი გამოიმუშავება, როცა თქვენ შეგწევთ უნარი დაინახოთ თქვენი მიღწევება და მიითვისოთ ისინი. დოფამინისთვის არა აქვს მნიშვნელობა დიდია მიღწევა თუ პატარა. ის ნებისმიერ შემთავევაში გამოიყოფა. მაგრამ ჩვენ ვერ ვამჩვევთ ხოლმე პატარა მიღწევებს, დიდი კი რთულად მისაღწევია, ამიტომ ვრჩებით მშივრები და დაუკმაყოფილები.
თუ გინდათ დოფამინის დონის რეგულირება, გირჩევთ:
1 ახალი მიღწევები – დოფამინი. რომ არ ვიყოთ დამოკიდებული მუდმივ წყაროზე, მოიძიეთ ახალი, დაე იყოს რამდენიმე წყარო. ამ დროს ისინი მოსაწყენი არც ისე ჩქარა ხდებიან. ძველ გატაცებებზე შემოიღეთ მრავალფეროვნება, გააღრმავეთ ისინი.
2 ჩაატარეთ თქვენი მიღწევების 3 დღის ანალიზი. ამოიწერეთ ისინი. ნახეთ, რას თვით თქვენ მიღწერებად. დოფამინისთვის მნიშვნელოვანია არა ზომა, არამედ შედეგი. თქვენ დარეცხეთ ჭურჭელი, გაიტანეთ ნაგავი, დაალაგეთ საწოლი – შეამჩნიეთ ეს, ჩაიწერეთ თქვენთვის შედეგი, შეაქეთ საკუთარი თავი, აი თქვენ დოფამინიც. მიიღეთ პორცია.
3 მცირე ნაბიჯების ხელოვნება – თქვენ გაქვთ დიდი საქმე, ერთბაშად მას ვერ დაძლევთ. თქვენ უყურებთ მას და ხვდებით, რომ ეს შეუძლებელია, ხელები გეშვებათ და აპატია გეუფლებათ. რა არის აქ მნიშვნელოვანი: დაყავით ერთი დიდი მიზანი პატარა ნათელ, მიღწევად, კონკრეტულ ნაბიჯებზე. გააკეთეთ ერთი ნაბიჯი და შეაქეთ საკუთარი თავი. თუ არ გამოვა – ესე იგი თქვენ რაღაცით აბრკოლებთ საკუთარ თავს. სავარაუდოდ აუფასურებთ შედეგს. აქ მთავარია გავიგოთ როგორ მუშაობს დოფამინი და გააზრებულად ხელოვნურად სტიმულირება გაკაკეთოთ. პატარა ნაბიჯი შევამჩნიოთ, მივითვისოთ, შევაქოთ საკუთარი თავი.
4 თუ თქვენ გაყავით საქმე პატარა ნაბიჯებად, მაგრამ ისინი თქვენში მაინც სტრესს იწვევენ, ესე იგი საჭიროა უფრო მცირე ნაბიჯები. გადადგით ნაბიჯები, რომლებიც არ იწვევენ სტრესს თქვენში. სტრესისას გამოიყოფა კორტიზოლი და თქვენთვის ძნელი იქნება საქმის კეთება კმაყოფილებით. მაგალითად, გადავწყვიტე სტატიის დაწერა. გავხსენი წიგნი. 1-ჯერ, 2-ჯერ, 3-ჯერ. როცა წიგნის გახსნა აღარ იწვევს ჩემში სტრესს, მაშინ ვიწყებ მასალის კითხვას. 1 გვერდი დღეში და შეჩერება. 1 გვერდი მეორე დღეს და გაჩერება, სანაც სტრესი არ წავა ახალი გვერდს არ ვიწყებ.
5 უსიამოვნო საქმეებიც ასევე დაყავით ძალიან მცირე ნაბიჯებად. ორგანიზმი ნაკლებ სტრესს განიცდის. ნაკლები სტრესი – ნაკლები კორტიზოლი – ნაკლები წინაღობა საქმეს – მეტი დაჯერება საკუთარი შესაძლებლობების!
წარმატებას გისურვებთ დოფამინთან მეგობრობაში.
ნატალია კოშულკო ფსიქოლოგი-ფსიქოტერაპევტი
თარგმნა:
© IBEL ACADEMY