სავარჯიშო მადლიერების გასაცნობიერებლად
პატარა და ნაყოფიერი სავარჯიშოშეიძინეთ დღიური და ყოველ დღე 1 კვირის მანძილზე დანომრეთ და მიუწერეთ “მე შემიძლია…” ჩამოწერეთ ყველაფერი რა ქმედებებსაც გააკეთებთ დილიდან. უნდა ახვიდეთ 100მდე და მეტი. მაგ:
1. მე შემიძლია დავინახო
2.მე შემიძლია ჩემით ჭამა
3. მე შემიძლია დამოუკიდებლად გადავაადგილდე
4. მე შემიძლია მოფერება
5. მე შემიძლია თანაგრძნობა
6 მე შემძლია სიყვარული
7. მე შემიძლია დახმარება
და ა.შ
ეს სავარჯიშო, მკაფიოდ და ნათლად დაგანახებთ თქვენს შესაძლებლობებს. მერწმუნეთ, სია იქნება დიდი და საინტერესო. ამის აღმოჩენა, შეგაყვარებთ საკუთარ თავს, საკუთარი თავის სიყვარული აგიმაღლებთ თვითშეფასებას, თვითშეფასება ცხოვრებას მსუბუქს და ლაღს ხდის. ასეთი ცხოვრება კი აჩენს მადლიერების შეგრძნებას. ეს მოვლენა, ღვთის საჩუქარია, რომელიც ყველაზე მეტად აკეთილშობილებს ადამიანს.
გისურვებთ მადლიან, მსუბუქ ცხოვრებას
ფსიქოლოგი და ქოუჩი სოფო კურტანიძე