ადამიანის განვითარების ობიექტური შესწავლა და მეთოდები
განვითარების ფსიქოლოგია შეისწავლის იმ ცვლილებებს, რომლებიც აღმოცენდება სხეულის აღნაგობაში, აზროვნებაში და ქცევაში ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესებისა და გარემოს ზეგავლენის შედეგად. განვითარება მოიცავს პეიოდს ადამიანის ჩასახვიდან მის გარდაცვალებამდე. განვითარების ფსიქოლოგია მოიცავს:
1. ფიზიკურ განვითარებას – სხეულში მიმდინარე ცვლილებები;
2. კოგნიტურ განვითარებას – აზროვნება, მეტყველება, წარმოსახვა, მეხსიერება და ა.შ;
3. ფსიქო-სოციალურ განვითარებას – მოიცავს ცვლილებებს ქცევაში, პიროვნულ თავისებურებებსა და სოციალურ ჩვევებს.
გარემოს სინამდვილის შემეცნება ხდება კოგნიციით. გარემო განვითარებაზე ზეგავლენას ახდერნს ორი პროცესით:
1. დასწავლა;
2. სოციალიზაცია;
დასწავლა – როდესაც ხდება რაიმეს დასწავლა სოციალური გარემოდან. დასწავლა შეიძლება მოხდეს ერთხელობრივი მოვლენის შედეგად (ძაღლის კბენა და მისგან გამოწვეული ზაღლის შიში) და მრავალჯერადი განმეორების შედეგად;
სოციალიზაცია – მოიცავს იმ სოციალურ ნორმებს, რომელიც მიღებულია ამა თუ იმ სოციალურ გარემოში და რომლის ღირებულებების მიღება ხდება პიროვნების მიერ. ეს პროცესი მუდმივად მიმდინარეობს;
კრიტიკული პერიოდი – დროის ის პერიოდი, როდესაც გარკვეულმა ფაქტორმა შეიძლება მოგვცეს ნეგატიური ეფექტი (2 თვის ორსულ ქალს თუ დაემართება წითელა, მაშინ ნაყოფი დაიღუპება);
ოპტიმალური პერიოდი – დროის ის მონაკვეთი, როდესაც სოციალური გარემოს ზეგავლენის შედეგად მივიღებთ ოპტიმალურ შედეგს (მაგალითად ბავშვი ლაპარაკს სწავლობს 2 წლის ასაკში, ანუ ლაპარაკის დასაწყებად 2 წლის ასაკი არის ოპტიმალური პერიოდი).
ბალტერის მიხედვით განვითარებაზე გავლენას ახდენს ფაქტორების სამი ტიპი:
1. ნორმატიული-ასაკობრივი ფაქტორები – ეს არის ის ნორმა, რომელიც ხდება კონკრეტულ ასაკში, ანუ
რაც ნორმაშია მოსალოდნელი;
2. ნორმატიული-ისტორიული ფაქტორები – ის რაც კონკრეტული თაობისათვის არის დამახასიათებელი;
3. არა ნორმატიული ფაქტორები – ის რაც მხოლოდ მე შემიძლია.
განვითარების ობიექტური შესწავლის 7 პრინციპი არსებობს:
1. შეკითხვების დასმის ხელოვნება – რაც გულისხმობს კითხვის ინფორმაციულად დასმას. პიაჟე იყო ცნობილი თავისი კითხვების დასმის ხელოვნებით. იგი იყენებდა კლინიკურ მეთოდს. ადამიანი რომ შევისწავლოთ, თუ როგორ მიდის განვითარების ციკლი, აუცილებელია ბავშვობის პერიოდის შესწავლა;
2. მეცნიერული მეთოდის გამოყენება – სადაც ხდება პრობლემის დასმა, ჰიპოთეზის შემუშავება და ჰიპოთეზის შემოწმება;
3. კვლევის პირობების შერჩევა – რაც გულისხმობს ექსპერიმენტს ან დაკვირვებას. დაკვირვების მინუსი არის გარემო ფაქტორების ზემოქმედება, ხოლო ექსპერიმენტის მინუსი – ხელოვნური პირობები;
4. ექსპერიმენტული გეგმის შერჩევა – რაც თავის მხრივ გულისხმობს სამ მეთოდს:
4.1.ლონგვიტიდური მეთოდი- დაკვირვება დიდი ხნის მანძილზე ხორციელდება და იძლევა კარგ შედეგს. მისი მინუსი არის დიდი დროის საჭიროება, დიდი ფინანსები, დამოკიდებულია გულწრფელობაზე და ა.შ;
4.2.ჩაჭრების მეთოდი – დაკვირვება მიმდინარეობს რაღაც პერიოდი;
4.3.კომბინირებული მეთოდი – მოიცავს ზემოთ მოყვანილ ორივე მეთოდს;
5. შესატყვისი მეთოდის გამოყენება – ეს მეთოდი მოიცავს ორ პირობას: 5.1.ვალიდობა – მეთოდი უნდა სწავლობდეს ჩვენ მიზანს;
5.2.სანდოობა – კვლევის სხვადასხვა სიტუაციაში ჩატარებით ერთსა და იმავე შედეგს უნდა ვიღებდეთ;
6. მიღებული შედეგების ინტერპრეტირება – სადაც ხდება შედეგების ანალიზი;
7. დასკვნების ფორმულირება – მიღებული შედეგები რა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა.
კვლევის მეთოდების ეთიკური ნორმებია: არ ავნო, უნდა იყოს ნებაყოფლობითი, კონფიდენციალური, უნდა მიეწოდოს რესპოდენტს შედეგები.
წყარო: “განვითარების ფსიქოლოგია”