შეეცადეთ არ დაყაროთ ფარხმალი, ცხოვრება ბევრ კარგ დღეებს გვიმზადებს
ცხოვრებაში გვიწევს ბევრი რამის დათმობა.გვგონია,რომ რაღაც ან ვიღაც ყოველთვის ჩვენთან იქნება,მაგრამ არის ისეთი რაღაცეები რაც ჩვენ ძალებს აღემატება ან ვხვდებით რომ ჩვენი ძალითაც აზრი არ აქვს მათ შენარჩუნებას.
ყველაზე დიდ ტკივილად მიჩნეულია სულიერი ტკივილი ადამიანის შინაგანი ტკვილი,რომელსაც მარტო ან სხვების დახმარებით ებრძვის.
ყველა ჩვენთაგანს განგვიცდია ასეთი რამ ან ახლაც ვგრძნობთ,რადგან ადამიანი ემოციების და გრძნობების გარეშე უბრალოდ შეწყვეტს არსებობას და მის სიცოცხლეს ფასი არ ექნება.ჩემი პირადი რჩევაა,რომ არცერთი წამით არ იფიქროთ დანებებაზე,შეიძლება დააშავეთ და ამიტომ მოხდა ან სულაც მართლები ხართ,მაგრამ არასდროს არის გვიანი ფეხზე წამოდგეთ !
ამ ყველაფერს თუ დასაწყისი ჰქონდა ცუდი , დასასრული შესაძლებელია ჰქონდეს კარგი ანუ თქვენ თქვენივე ქცევით დაამთავროთ ისე,რომ არც საკუთარ თავთან დაგრჩეთ შეკითხვები და არც გაანაწყენოთ სხვა.არსებობს ისეთი საკითხები,რომელიც რა საკვირველია მოითხოვს სხვასზე ჯავრის ყრას ან ვალის გადახდას,რადგანაც ადამიანი მებრძოლია და ცხოველური ინსტიქტებიც მრავლად აქვს,უბრალოდ ამ ყველაფერმა შენი თავი არ უნდა დაგაკარგვინოს.
შეიძლება სხვას ვალში აღარ დარჩე და გაამწარო,მაგრამ ეს მაინც არ მოასვენებს თქვენს შიანგან სამყაროს,ამიტომ სწავლების შემდეგ დადგინდა, რომ ნებისმიერი განშორება 2 წელს გრძელდება ან მეტხანს გააჩნია ადამიანს. ამიტომაც სჯობს დაკავდეთ მრავალი საქმით,რომელსაც შეიყვარებთ,გადაიტანთ კონცენტრაციას მასზე,მეგობრებთან ურთიერთობით,ახალი ადამიანების გაცნობით და მათი დახმარებით ეს უფრო გაამრავალფეროვნებს და გაამდიდრებს თქვენს მომავალს ვიდრე ბრძოლა იმასთან ვისთანაც ოდესღაც რაღაც საერთო გაკავშირებდათ.რასაც ვფიქრობთ დღეს ჩვენ სწორედ ის პიროვნებები ვართ კარგი გამოთქმაა …
ამიტომ შეეცადეთ არ დაყაროთ ფარხმალი,ცხოვრება მრავალ კარგ დღეებს გვიმზადებს და როცა სახლში მჯდომიარეს გვგონია,რომ რა ცუდია ჩვენი ცხოვრება უბრალოდ გადით გარეთ ნებისმიერ ამინდში გაისეირნეთ,გაიმდიდრეთ ხედვის არეალი და დაინახავთ რომ სულაც არ ხართ მარტო,რადგანაც ძირითადად ყველა ადამიანს ერთნაირი პრობლემები აქვს,ეს მოგვარებადია თუ თქვენ შინაგან სამყაროს დაასვენებთ და კითხვებზე პასუხებს იპოვით ! ამისთვის საჭიროა შეიყვაროთ მრავალჯერ აზრიანად … ცდა ბედის მონახევრიაო.
ლევან ლეჟავა