ცხოვრებით ტკბობა 50 წლის მერე იწყება.
ასაკის მატება საშიში არ არის. მას ვერსად გავექცევით. ამიტომ უნდა მივიღოთ ეს პროცესი მშვიდად.
იმათ, ვინც ჩემს უკან დგას და ეშინიათ წლების მატების ვეტყვი ,არც ერთ ასაკში, ისეთ ჰარმონიაში არ ვყოფილვარ საკუთარ თავთან, როგორც ახლა.
ახლა მჯერა, რომ ყველა სიტუაციაში არსებობს გამოსავალი. შემიძლია გავაკეთო არჩევანი და მიუხედავად მიღებული შედეგისა, აღარ ვიწუწუნო.
50 + ისეთი ასაკია,როცა თავისუფლდები ყოველგვარი კომპლექსებიდან და იწყებ რეალური ცხოვრებით ტკბობას.
50+ ამჩნევთ ცხოვრების იმ დეტალებს,რაც აქამდე შეუმჩნეველი იყო.ამიტომ დააფასეთ ეს ასაკი და იყავით ბედნიერი.
მოიშორეთ საკუთარ მხრებზე მთელი სამყაროს ტვირთის ტარება.გამუდმებით სირცხვილისა და სინანულის შეგრძნება 50 წლის მერე მძიმეა და არ ღირს.
არ იფიქროთ წარსულის დაბრუნებაზე ან გამოსწორებაზე.იმაზე იფიქრეთ,ხვალინდელი დღე რომ არ გაიფუჭოთ.
50 + არ არის აუცილებელი გამოიყურებოდე როგორც პატარა გოგო.შენ უკვე იცი,რომ მომხიბვლელობისთვის საჭიროა პროპორციები და არა წონა.
50 + ქალი თავისებურად მიმზიდველია. ცოტა ნაოჭები და ცოტა ცელულიტი არ გაკლებთ სილამაზეს. პირიქით ამტკიცებს რომ იცხოვრეთ ამ ცხოვრებაში და არა სილამაზის სალონებში.
ძალიან ცოტა ადამიანი იბადება ბედნიერი,დანარჩენებმა უნდა ვისწავლოთ ბედნიერად ყოფნის ჩვევა. ვისაც უნდა იპოვის შესაძლებლობებს,ვისაც არა-მიზეზებს.ამიტომაც ავირჩიე”ქოუჩინგის საერთაშორისო ონლაინ აკადემია”.
50 + შესანიშნავი ასაკია პრიფესიის შესაცვლელად და ოცნებების ასასრულებლად.
მოდით ერთად ვიოცნებოთ მშვენიერო ქალბატონებო.
ვიოცნებოთ და გვჯეროდეს წინ უ ლ ა მ ა ზ ე ს ი წ ლ ე ბ ი გ ვ ე ლ ო დ ე ბ ა .
ქეთი ზალკალიანი.