ადამიანის კარმა
ადამიანთა უმეტესობა, ერთხელ მაინც დაფიქრებულა, თუ რატომ აქვთ ეს კონკრეტული რეალობა, რატომ აქვს ის ცხოვრება, რომელიც აქვს და რა განაპირობებს ასეთი რეალობის არსებობას მათ ცხოვრებაში.
ჩვენ ვიბადებით კონკრეტულ ადამიანებად, კონკრეტულ ქვეყანაში, ოჯახში, კონკრეტული უნარებით და შესაძლებლობებით და არავინ არავის არ ჰგავს. ყველა ადამიანი ამ მიწიერ სამყაროში განსხვავებული და უნიკალურია. ყველას თავისი განსხვავებული ცხოვრება აქვს და ბუნებრივია, რომ მათი ცხოვრების არსებული რეალობის გამომწვევი მიზეზებიც ყველას თავისი აქვს.
გიკითხავთ ოდესმე საკუთარი თავისთვის – რისთვის დაიბადეთ? რა არის ამ მიწიერ სამყაროში თქვენი არსებობის მიზანი? რა არის იმ ცხოვრების მიზეზი, როგორიც გაქვთ? ვინ ხართ?
ცხოვრება ძალიან მარტივი ხდება, როდესაც ჩვენ ამ კითხვებზე პასუხებს ვღებულობთ და ეს პასუხები ყველას საკუთარი გვაქვს.
ყველაფერი, რასაც ადამიანი ფიქრით, სიტყვით, ემოციით ან ქცევით ახორციელებს ცხოვრებაში, მოაქვს კონკრეტული შედეგი. ყველა შედეგის წინაპირობაა გარკვეული მიზეზი. შედეგი უმიზეზოდ არ დგება, შესაბამისად, ადამიანის ფიქრი, სიტყვა, ემოცია ან ქცევა წარმოადგენს მიზეზს იმ რეალობისა, რა შედეგიც ახლა აქვს ადამიანს თავის ცხოვრებაში.
ამას ეწოდება კარმა, იგივე მიზეზ-შედეგობრივი კანონზომიერება. კარმა შეიძლება იყოს როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიურიც. კარმის პოზიტიურობა და ნეგატიურობა დამოკიდებულია იმ ქმედებაზე, რომელსაც ადამიანი ახორციელებს ფიქრით, სიტყვით, ემოციით ან ქცევით. მეორენაირად, პოზიტიურ და ნეგატიურ კარმას შეიძლება ვუწოდოთ ცოდვა და მადლი.
მიზეზ-შედეგობრივი კანონზომიერება ქმნის ერთვარ ჯაჭვს, სადაც თითოეული რგოლი ჩვენი ფიქრი, სიტყვა, ემოცია ან ქცევაა, რომელიც შედეგად მის მსგავსს და შესაბამის რგოლს ბადებს. ეს ხდება ყოველწამიერად და ხშირ შემთხვევაში მას ვქმნით გაუცნობიერებლად იმ პროგრამების საშუალებით, რომელიც ჩვენშია.
ჩვენი ცხოვრება სწორედ რომ კარმული ჯაჭვის მოცემულობაა და ცხოვრების სხვადასხვა სფეროებზე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ სხვადასხვა ჯაჭვია. თუმცა ყველა ერთმანეთთან კვეთაშია.
ჩვენი ფიქრები, ემოციები, სიტყვები და ქცევები არის კარმული მარცვალი, რომელიც აუცილებლად აღმოცენდება და შესაბამის ნაყოფს მოისხამს შედეგად. ჩვენი ცხოვრება სწორედ ამ კარმული მარცვლებისგან მიღებული ნაყოფებისგან შედგება.
ჩვენს ცხოვრებაში არსებული ნეგატიური მოცემულობა ნიშნავს, რომ კარმული მარცვალი იყო ნეგატიური, არღვევდა კარმულ კანონებს და არ იყო ეკოლოგიური.
თუმცა, სად არის ამ კარმული ჯაჭვის საწყისი და სად მთავრდება ის?
როგორც ვიცით, სული არის უკვდავი და ის მიწიერ სამყაროში მოდის გარკვეული მოცემულობით. ეს მოცემულობა განსაზღვრავს, თუ სად დაიბადოს, რომელ ოჯახში, როგორი ფიზიკური მონაცემი ჰქონდეს და აშ.
კარმული ჯაჭვის საწყისი სწორედ სულის მოცემულობაა, და ეს მოცემულობა შედგება წინა ცხოვრებებში დაგროვილი ნეგატიური თუ პოზიტიური კარმის ერთობლიობისგან.
წინა ცხოვრებაში დაგროვილი ნეგატიური კარმა ამ ცხოვრებაში კარმული ვალის სახით ეძლევა ადამიანს და მისი ცხოვრებაც შესაბამისი რეალობით ვითარდება, ადამიანს უწევს ამ კა
რმული ვალის გადახდა. კარმული ვალი კი თითქმის არასდროსაა მარტივი.
ხოლო, წინა ცხოვრების პოზიტიური კარმა ადამიანს ამ ცხოვრებაში აძლევს სიკეთეებს და წარმატებებს სხვადასხვა სახით.
შესაბამისად, კარმული ჯაჭვის საწყისი შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის წინა ცხოვრებები.
ნეგატიური კარმული მოცემულობის დასრულების საშუალება ადამიანს ეძლევა ამ ცხოვრებაში.
კარმული ვალები არ გვაძლევს უკეთესი ცხოვრების საშუალებას, და თუ ადამიანი შეძლებს მისგან გათავისუფლებას, მისი ცხოვრება იცვლება უკეთესობისკენ. თუმცა, იმისთვის, რომ ადამიანმა გაცნობიერებულად შეძლოს მისგან გათავისუფლება, ჯერ უნდა გაიგოს რა კარმული ვალები აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ვალს ვალი დაემატოს და ადამიანმა ისე დაასრულოს ამ მიწიერ სამყაროში ცხოვრება, რომ ვერ შეასრულოს თავისი დანიშნულება და პირიქით, უფრო დამძიმებული სულით გაემგზავროს მარადიულ სასუფეველში.
სწორედ ამიტომ, ამ ცოვრების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება ადამიანის არის სულიერი ზრდა და განვითარება, რომელიც მას დაეხმარება საკუთარი კარმული ვალების გადახდაში და იმ დანიშნულების შესრულებაში, რისთვისაც მოვიდა.
სტატია მოამზადა აიბიელ აკადემიის მკითხველთათვის ხათუნა აბაშიძემ
აიბიელ აკადემია “კარმის” საკითხით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ონლაინ პროგრამას “კარმული ვალისგან გათავისუფლება”
დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქზე