ახლა უკვე შემიძლია უმნიშვნელოსგან მივიღო მნიშვნელოვანი
ფსიქოლოგიის შესწავლას, ისევე, როგორც სხვებმა მეც 4 წელი დავუთმე და მივიღე საკმაოდ ღრმა თეორია, მაგრამ ეს არ იყო ჩემთვის საკმარისი. ვეძებდი გზებს შემესწავლა უფრო საფუძვლიანად და ხარისხიანად ეს მეცნიერება. ონლაინში ვათვალიერებდი ტესტეებს და ინფორმაციებს ამის შესახებ. ერთ დღესაც აღმოვაჩინე ინგა ბლესსი სადაც საუბრობდა სწორედ იმ თემაზე რასაც აქტიურად და გულმოდგინედ ვეძებდი თითქმის ყოველდღიურად. მოვისმინე ინფორმაცია მის მიერ დაარსებული ქოუჩინგის ააკადემიაზე, მივხვდი რომ ეს იყო ჩემი დაინტერესების სფერო, კიდევ მეტად გამიჩნდა სურვილი სწავლის და შევაბიჯე ამ ჯადოსნურ სკოლაში როგორც ვეძახით ყველა კურს დამთავრებული ამ აკადემიას.
ქოუჩინგის აკადემიამდე და შემდეგ, რა შეიცვალა შენში?
ეს კითხვა, რომ აკადემიამდე დაგესვათ ვიტყოდი, ჩემი ცხოვრება ჩვეულებრივად კარგია მაგრამ სწორედ ქოუჩინგის აკადემიამ მასწავლა რა არის კარგი და მშვენიერი. ვისწავლე სიტუაციის და ემოციების მართვა, ვისწავლე პრობლემური საკითხების სხვა კუთხით დანახვა, ვისწავლე მადლიერება, მიზნების მიღწევა, გავხდი მეტად თავდაჯერებული და დავინახე ჩემი შესაძლებლობები რომლებიც მეგონა არ მქონდა და თურმე აქამდე უბრალოდ ეძინათ ჩემში. მე დღეს შემიძლია თამამად ვთქვა ამ სკოლამ მომცა ყველა ძვირფასი ის ინსტრუმენტი რომელსაც მე ვიყენებ სხვების დასახმარებლად ვინც საჭიროებს ამას. მათი მადლიერება კი ჩემთვის ყველაზე ძვირფაასი და მამოტივირებელი რესურსია დღეს ჩემს ცხოვრებაში.
ავიმაღლე თვითდაჯერებულობა რაც მეტი რწმენა მომცა საკუთარი თავის, ვიპოვე ჩემი მიზანი და გააზრებულად ვიცი რა მინდა, რატო მინდ, როდის მინდა და რისთვის მინდა, შევიგრძნობ ჩემს მთლიანობას და მივყვები ჩემს სურვილებს პოზიტიურად. მე ვიცი რა არის ჩემი მისია
ახლა უკვე შემიძლია უმნიშვნელოსგან მივიღო მნიშვნელოვანი, უსარგებლოდან- სასარგებლო, შავთეთრიდან- ფერადი, შევიგრძნო სამყარო ისეთი როგორიც მხოლოდ მე მინდა იყოს, დავტკბე მისით და ვისიამოვნო ცხოვრებით.
ყოველთვის ვზრუნავ თვითგანვითარებისთვის…
ქოუჩინგის აკადემიაში მიღებული ცოდნით პირველ რიგში ოჯახში შემოვიტანე ჰარმონია. შეიცვალა მეგობრებთან და გარშემომყოფებთან ურთიერთობებიი. მაქვს ჩემი საყვარელი პროფესია ვმუშაობ ფსიქ.ცენტრში და ვარ ბედნიერი იმით რომ ვემსახურები ჩემს საყვარელ საქმანობას.
ადამიანებს ჰგონიათ, რომ იცნობენ საკუთარ თავს, მაგრამ ეს ასე არ არის… მე მათ ვურჩევდი სცადონ და გაიარონ აკადემია, რათა გაიგონ ვინ არიან ამ ცხოვრებაში და რა მისიით მოსულნი.
აკადემიას ვუსურვებ დიდ გამძლეობას, ენერგიასა და რესურს, რათა დააყენოს ბევრი „შემდგარი ფსიქოლოგი“ სწორ გზაზე, რადგან მხოლოდ უნივერსიტეტში მიღებული თეორიული სწავლება არ არის საკმარისი გაუყვე შენს პროფესიას ისე როგორც ამას ფსიქოლოგია მოითხოვს. ქოუჩინგის, ფსიქოლოგიის და ფსიქოთერაპიის პრაქტიკული შერწყმა რაც აკადემიაში გავიარე ეს იყო ის რამაც თავი ნამდვილად პროფესიონალად მაგრძნობინა…
მე ყოველთვიის მაქვს გრძნობა იმისა რომ რაღაც მაქვს სათქმელი თუმცა, ვერასოდეს ვერ ვუყრი თავს იმ მძიმე წონის სიტყვებს რაც თქვენ მადლიერებას გამოხატავს.. მადლობა სამყაროს რომ არსებობთ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები და უძლიერესნი. გისურვებთ მწვერვალებზე სიარულს.
სოფო კურტანიძე