შეცვალე ცნობიერება დღეს და შექმენი სასურველი მომავალი
სწორი აზროვნება ეფუძნება სიცოცხლის კანონებს და ემსახურება ადამიანს მოიყვანოს საკუთარი ცხოვრება ჰარმონიაში სიცოცხლის კანონებთან. და სწორედ ამ სწორი აზროვნების ჩამოყალიბებაში ძალიან წარმატებული აღმოჩნდა დადებითი შინაარსის მქონე მოკლე წინადადებების, აფირმაციების, გამოყენება.
აფირმაცია – affirmare(ლათ.) ითარგმნება როგორც დამტკიცება, დადასტურება.
ადამიანი ყოველთვის ფიქრობს. სამწუხაროდ, მისი აზრები ხშირად ქაოტურია და ამ ქაოტური აზროვნების გამო მისი ცხოვრებაც სავსეა მოულოდნელობებით. მას მუდმივად უწევს ფიქრი უკვე მიღებული მისთვის არასასურველი შედეგების ლიკვიდაციაზე, შეცდომების გამოსწორებაზე.აფირმაცია გეხმარებათ თქვენ გადაიტანოთ თქვენი ყურადღება ფიქრის კონკრეტულ ობიექტზე, იქნება ეს მატერიალური თუ სულიერი ობიექტი.
აფირმაცია გასწავლით ყურადღების კონცენტრაციას კონკრეტულ ყურადღების ობიექტზე.
შესაბამისად აფირმაცია წარმოადგენს ყურადღების კონცენტრაციის სახალისო და ამავდროულად საინტერესო სავარჯიშოს.
აფირმაციის მრავალჯერადი გამეორებით თქვენ იცვლით აზროვნების ჩვევას. თქვენ ეჩვევით სხვა აზროვნებას.
მნიშვნელოვანია, რომ აფირმაცია სწორად იყოს შერჩეული.
მას უნდა ჰქონდეს მხოლოდ პოზიტიური და თქვენთვის მისაღები შინაარსი.
სწორად შერჩეული აფირმაციით თქვენ შეცვლით თქვენს ცნობიერებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თქვენ დღეს ხართ ისეთი, რა ცნობიერებაც გქონდათ გუშინ, და თქვენ გახდებით ხვალ ისეთი, რა ცნობიერებაც გაქვთ დღეს.
ამიტომ ჩვენი ამოცანაა გააზრებული ზეგავლენა მოვახდინოთ ჩვენს ცნობიერებაზე დღეს, რომ ხვალ გავხდეთ ისეთი, როგორიც გვინდა, რომ გავხდეთ.
უმჯობესი ქალებმა გააკეთოთ -29 დღე, ან თუ მეტის ხართ ასაკით რამდენი წლისაც ხართ ახლა
ხოლო მამაკაცებმა კი -31 დღე , ან თუ მეტის ხართ ასაკით რამდენი წლისაც ხართ.
უმნიშვნელოვანესია ტექსტის ფორმულირება და დღეში ორჯერ გაკეთება- დილით და საღამოს.
ტექსტი ასე ჟღერს: მაგ: მე ვარ ჯანმრთელი.
მე დღთიდღე უფრო ჯანმრთელი ვხდები.
მე სრულიად ჯანმრთელი ვარ 8.06.2020წელს.
ეს უძლირესი სიტყვები ესმის სამყარო და უკან გვიბრუნდება.
მოამზადა: ნათია ფამერუზოვმა
© IBEL ACADEMY
მოდი IBEL აკადემიაში, შეისწავლე ქოუჩინგის მთავარი ტექნიკები და პარალელურად დაეუფლე პრაქტიკული ფსიქოლოგიის უძლიერეს და სწრაფ შედეგის მომცემ ტექნიკებსა და მეთოდებს!
სწავლა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან