რა ძალა აქვს აფირმაციას?
რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი მიზნები რეალობად გადაიქცეს და სასურველი შედეგი მივიღოთ? ალბათ ყველას დაგვისვამს ეს კითხვა საკუთარი თავისათვის ფიქრებთან მარტო დარჩენილებს, მეც დამისვამს, მაგრამ არასოდეს მომსვლია აზრად, რომ მიზნის პოზიტიურად ჩამოყალიბებას და ფურცელზე დაწერას, ამხელა ძალა და მნიშვნელობა ქონდა.
ჩვენ ადამიანები, რატომღაც ჩვენს ცხვირწინ არსებულ მარტივ გამოსავალს ვერ ვამჩნევთ და საკუთარ თავთან , ქვეცნობიერთან ბრძოლაში ვატარებთ ცხოვრებას. ამ დროს კი ჩვენს ქვეცნობიერს სჭირდება „ გამოკვება“ პოზოტიური აზრით , რომელიც აღწერს ამ პიროვნების სასურველ მდგომარეობას. ამას ეწოდება „ აფირმაცია“ . აფირმაცია მოიცავს მიზნის სწორად დაწერას, აზრის პოზიტიურად ჩამოყალიბებას იმის შესახებ თუ რისკენ ვისწრაფვით, რა მდგომარეობას გვინდა მივაღწიოთ და როდის გვინდა რომ ეს იყოს ასრულებული (თარიღის მითითება). აფირმაცია ასევე გულისხმობს სასურველი მდგომარეობის გაგრძელებადობას. მაგ: მდგომარეობა “ სიმდიდრე” იყოს გაგრძელებადი: რომ ყოველთვიური შემოსავალი მაქვს… დღითიდღე ვმდიდრდები.
ვისაც ფსიქოლოგიასთან შეხება არ აქვს შეიძლება ამ საკითხს ცოტა სკეპტიკურად შეხედოს და დასვას კითხვა: რა ძალა აქვს აფირმაციას? დაუსრულებლად შეიძლება ამ საკითხზე საუბარი, მაგრამ ვეცდები მოკლედ და გასაგებად ჩამოვაყალიბო. სწორედ ჩვენს თავში ყალიბდება წარმატების პარამეტრები და ვერაფერს ვერ შევცვლით, თუ არ შევცვლით საკუთარ ფიქრებს. თუ რაიმე კარგზე ვოცნებობთ, პორველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ ისაა, რომ ვისწავლოთ დადებითად აზროვნება და მოვიშოროთ ყველა ნეგატიური ფიქრი. თუ ჩვენ მიზანს ჩამოვწერთ იმ პარამეტრების მიხედვით, რაც ზემოთ ვახსენე და ყოველდრურად წავიკითხვათ ამას მთელი ემოციებით, ქვეცნობიერს გადავიყვანთ დადებით რელსებზე და სამყაროსაც გავუჟღერებთ ჩვენს სურვილს, რომელიც აუცილებლად იქნება შედეგიანი. სოკრატე ამბობდა: ილაპარაკეთ, რათა თქვენი დანახვა შევძლო! ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული აზრები გვიჩვენებს როგორ არის მოდელირებული სამყარო ჩვენს ცნობიერებაში და როგორ გადმოედინება სიტყვების მეშვეობით.
აფირმაციის მოდელის შემოქმედი არის ფრანგი ფსიქოლოგი და ფარმაცევტი ემილ კუე. როდესაც იგი ფარმაცევტად მუშაობდა და წამლებს ჰყიდდა, პაციენტებს ყოველთვის ეუბნებოდა: „მალე თქვენ თავს უკეთ იგრძნობთ”. ამ სიტყვების მაგიური ძალა ემილ კუემ მალე აღმოაჩინა, პაციენტთა უმრავლესობა თავს მალე მართლა ძალიან კარგად გრძნობდა.
აფირმაციების ხშირად წარმოთქმა განამტკიცებს თქვენს აზრებს და აზრი ცნობიერიდან გადადის ქვეცნობიერში, სადაც უარყოფით რწმუნებულებებს ანაცვლებს პოზიტიური რწმუნებულელბი , ა ამის წყალობით უკვე აზრი ავტომატურ რეჟიმში თავად იწყებს მოქმედებას და პოზიტიური შედეგები ძალიან ჰგავს ჯადოქრობას…
მოამზადა: ლია ჭელიძემ
© IBEL ACADEMY
მოდი IBEL აკადემიაში, შეისწავლე ქოუჩინგის მთავარი ტექნიკები და პარალელურად დაეუფლე პრაქტიკული ფსიქოლოგიის უძლიერეს და სწრაფ შედეგის მომცემ ტექნიკებსა და მეთოდებს!
სწავლა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან