ოცნებები, რომლებიც უნდა დავივიწყოთ ? ! 📷
– დღეს მინდა ვისაუბრო ისეთი ოცნებების შესახებ, რომლებიც აუცილებლად უნდა დავივიწყოთ.
ალბათ არ დამეთანხმები, მართალია, ჩვენი ოცნებები უნდა დავიცვათ, მაგრამ როდემდე?– ზოგჯერ ადამიანებს აქვთ საინტერესო ოცნებები და ამ ოცნებებით ცოცხლობენ, ძილის წინ ამ ოცნებაზე ფიქრი იტაცებთ და ეს რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ თუ წლებია უბრალოდ ეფერები ამ ოცნებას და არ აპირებ რამე გააკეთო მისთვის, დროა დაივიწყო იგი.

– აუხდენელ ოცნებებზე ფიქრი და ამისგან სითბოსა და ენერგიის მიღება კომფორტის ზონაში ყოფნაა, რომელსაც სამომავლო პრესპექტივაში არ მოაქვს სარგებელი. გიყოლიებს ფუჭი იმედით, ვიმყოფებით სირაქლემას პოზაში და თავს ვაძლევთ იმედს,რომ ეს ოცნება ოდესმე აგვიხდება. როდის? რას აკეთებ ამ ოცნების განსახორციელებლად? მხოლოდ ოცნებობ?! არ იცი გზები, როგორ აიხდინო იგი, რადგან გაცვდა ეს ოცნება, მოძველდა,საუკუნეა უკვე ამ ოცნებით ცოცხლობ, მაგრამ არაფერს აკეთებ მისთვის.
-არ გეწყინოს. საჭიროა ახალი ოცნება წარმოიდგინო და დაუყონებლივ დაიწყო მისი ასრულება. ეს მოგცემს მოტივაციას, ახალ ძალას, ენერგიას და შენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება.
დადუნა ნადარაია
© IBEL ACADEMY