რას გვაძლებს მადლიერების განცდა
ჩვენ მადლიერებას უმეტესად გამოვხატავთ მაშინ როდესაც ვიღებთ დახმარებას, ასევე როდესაც საკუთარი გრძნობების გამოხატვა გვინდა.
ზოგჯერ მადლიერების გამოხატვა აუცილებელი და მოსალოდნელია, მაგრამ დამერწმუნებით მოულოდნელი „მადლობის“ ძალა რაოდენ დიდ გავლენას ახდენს როგორც ჩვენზე ასევე სხვა ადამიანზე, მთელი დღის განწყობასაც კი ცვლის. მაგრამ ხანდახან მადლიერების გამოხატვის მიზეზი არის ის რომ იგივე გრძნობები დაგვიბრუნდეს უკან.
კვლევების შედეგები კი აჩვენებს რომ მადლიერებას შეუძლია:
დაგეხმაროს მეგობრული ურთიერთობების შექმნაში. კვლევების თანახმად ურთიერთობაში სადაც ხშირადაა „მადლობა“, ეს ხელს უწყობს ხანგძლივ და ძლიერ ურთიერთობებს.
აუმჯობესებს ფიზიკურ ჯანმრთელობას. ადამიანები რომლებსაც შეუძლიათ მადლიერების განცდა და გამოხატვა ნაკლებად განიცდიან ფიზიკურ ტკივილებს, სართო ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი აქვთ, ფიზიკურად მეტად აქტიურები არიან და საკუთარ თავს ჯანმთელობის მხრივ უფრო უვლიან.
აუმჯობესებს ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას. მადლიერი ადამიანები სიამუვნებას განიცდიან ყოველდღიური კეთილდღეობით, არიან უფრო ბედნიერები და ეს კი ამცირებს დეპრესიის სიმპტომებს.
აქვთ ძლიერი ემპათიისა და ნაკლები აგრესიის განცდა. ვინც მადლიერებას გამოხატავს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეეცადოს შურისძიებას სხვების მიმართ და უფრო მეტად მოიქცეს პროსოციალური გზით, მგრძნობიარობითა და თანაგრძნობით.

აუმჯობესებს ძილის ხარისხს. რეგულარული მადლიერების პრაქტიკები ეხმარება ადამიანს ხანგძლივ და ხარისხიან ძილში.
ამაღლებს თვითშეფასებას. ისინი ვინც ხშირად და გულრწფელად განიცდიან სიხარულს სხვების მიღწევების მიმართ არიან უფრო მეტად თავდაჯერებულები.
აძლიერებს მენტალურ შესაძლებლობებს. ადამიანებს მადლიერების განცდით , უფრო მარტივად შეუძლიათ გაუმკლავდნენ ტრავმას, არიან ემოციების გამტარები და ეს ეხმარებთ სტრესულ სიტუაციების მარტივად გადალახვაში.
აძლიერებს მენტალურ შესაძლებლობებს. ადამიანებს მადლიერების განცდით , უფრო მარტივად შეუძლიათ გაუმკლავდნენ ტრავმას, არიან ემოციების გამტარები და ეს ეხმარებთ სტრესულ სიტუაციების მარტივად გადალახვაში.
ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ რა ვქნათ მაშინ თუ ყოველდღიური რუტინის გამო ხშირად გვავიწყდება მადლიერების განცდა? ამისთვის რამდენიმე პრაქტიკულ გზასა და ხერხებს გიზიარებთ, რომელიც დაგეხმარებათ იმაში რომ მადლიერებამ დიდი ადგილი დაიკავოს თქვენში და თქვენს ცხოვრებასა და ყოველდღიურობაში.
ამისთვის იხილეთ ვიდეო: https://www.facebook.com/ana.bulbulashvili/videos/2665851140142217/
სიყვარულით ანა ბულბულაშვილი