მადლიერება, როგორც სასიკეთო დადებითი ენერგია
რა არის მადლიერება
მადლიერება ვფიქრობ ეს არის უზარმაზარი სასიკეთო დადებითი ენერგია რაც შეიძლება ადამიანში არსებობდეს…
ყველას არ შეუძლია ამ ემოციის გამოხატვა ,ამ ენერგიის შეგრძნება …
უფრო მეტს გეტყვით არსებობენ ადამიანები რომელთა ნაწილიც არ არიან მადლიერნი საკუთარი ცხოვრებით და ვფიქრობ თუ შენ დღეს არ ხარ მადლიერი ,ხვალ აუცილებლად დადგები გარკვეული განსაცდელის წინაშე იმისთვის რომ დააფასო ის რაც გაქვს:იყო მადლიერი იმით რომ არსებობ , რომ ცოცხალი ხარ , რომ მზის სხივები გათბობს, რომ შეჰყურებ შენს საყვარელ ადამიანებს და ტკბები თითოეული წამით …
პირადად ჩემთვის მადლიერება ეს არის მოტივაციის ამაღლება უფრო ძლიერი შემდგომი ქმედებებისკენ…
მოტივაცია.. სწრაფვა ცვლილებებისკენ შენი თუ სხვისი ცხოვრების …
გეტყვით რომ ჩემი გამოცდილებით არაფერია იმაზე მეტი დადებითი გრძნობა როდესაც ცდილობ შენი ცოდნა მაქსიმალურად გადასცე სხვებს,ასწავლო განავითარო და შემდგომ მათი შედეგი და მადლიერება კიდევ უფრო მეტ სტიმულს გაძლევს , უფრო მეტად გმუხტავს დადებითი ენერგიებით ,უფრო მეტი ენთუზიაზმით და შემართებით ცდილობ მოახდინო რაც შეიძლება მეტი ადამიანების ტრანსფორმირება…
რომ ირგვლივ სრულიად სამყარო გახადო ბედნიერი ,ყველას ჰქონდეს შეგრძნება და განცდა ამ უზარმაზარი ემოციის …
ყველას გინდა უთხრა გაუზიარო საწყისზე საწყისი:
მადლიერება იწყება უბრალო სიტყვით:- მადლობა მაგრამ მას უნდა ვგრძნობდეთ მთელი სულით და გულით …
მადლობა იმისთვის რომ არსებობთ თქვენ ჩემს ცხოვრებაში
ქოუჩი: ირმა ჩიტაშვილი