ვიყოთ მადლიერი იმისთვის, რაც გვაქვს
ვიყოთ მადლიერი იმისთვის, რაც გვაქვს და რაც არ გვაქვს იმასაც მოგვცემს უფალი
მადლიერების სიტყვები იმ ადამიანების მიმართ ,ვინც არსებობენ ჩემს ცხოვრებაში:
მადლიერი ვარ ჩემი მშობლების,რომლებმაც მომავლინეს ამ ქვეყანაზე,ყოველთვის მხარში მიდგანან და მეხმარებიან.
მადლიერი ვარ ჩემი ძმის,რომელიც ყოველთვის ზრუნავს ჩემზე ,მეიმედება.
მადლიერი ვარ უფლის და სამყაროსი ,რომ მხვდა წილად ბედნიერების განცდა ,რასაც ნათლიაობა ქვია.
მადლიერი ვარ ჩემი ნათლულების მშობლების,რომლებმაც არჩევანი ჩემზე გააკეთეს.
მადლიერი ვარ ჩემი ბრჭყვიალა გოგოების,რომლებიც შევიძინე ბაირონ ქეითის სამუშაო პროგრამის ფარგლებში,ყოველთვის მხარში მიდგანან და მეხმარებიან ცხოვრებისეული საკითხების გადაჭრაში.
მადლიერი ვარ ქოუჩინგის აკადემიის ფარგლებში შეძენილი მეგობრების,რომლებიც ყოველთვის მეხმარებიან საკითხების გადაჭრაში.
ბედნიერი ვარ და მიხარია ასე საჯაროდ რომ მომეცა საშუალება ,ვუთხრა ბებოს მადლობა.რომელიც ყოველთვის მხარში მიდგას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში.
მადლიერი ვარ ჩემი მეგობრების,რომლებიც არსებობენ ჩემს ცხოვრებაში,მახარებს მათი არსებობა.
მადლიერი ვარ ჩემი კურატორების ,რომლებიც ყოველთვის მეხმარებოდნენ ,თავის ცოდნას და გამოცდილებას მიზიარებდნენ.
მადლიერი ვარ ჩემი თანამშრომლების,რომლებიც სიყვარულს,მზრუნველობას,სითბოს გამოხატავდნენ ჩემს მიმართ.
მადლიერი ვარ უფლის და სამყაროსი,რომ მაქვს ჰარმონიული პირადი ურთიერთობა.მადლობა მინდა ვუთხრა მას იმ სითბოსთვის,სიყვარულისთვის, მზრუნველობისთვის,რასაც ჩემს მიმართ გამოხატავს,მაბედნიერებს მისი არსებობა.
ქვემოთ გიზიარებთ მადლიერების ტექნიკას
ძილის წინ გააკეთეთ ეს ტექნიკა.
წარმოიდგინეთ რომ სამი მიზანი მიღწეულია,დეტალურად წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი.ამ ყველაფრით რომ დატკბებით,თქვი მადლობა ღმერთო,რომ ეს ყველაფერი მე მაქვს.რომ მომეცი აი ეს ბედნიერება,საშუალება ამის მიღებისა,ამის ახდენისა.მადლობა რომ ვარ ჯანმრთელი და ბედნიერი და ასევე ჩემი ოჯახის წევრები,რომ არიან ჯანმრთელები და ბედნიერები.
სიყვარულით ქეთი ქოქაშვილიფსიქოლოგი,ქოუჩი,ბაირონ ქეითის სამუშაოს კონსულტანტი.