კოგნიტური განვითარება ადრეულ ბავშვობაში
ადრეული ბავშვობა
ლატერალიზაცია – თავის ტვინის ჰემისფეროებს შორის ფუნქციების გადანაწილება. მარცხენაშია მოთავსებული მეტყველების, სმენის, ლოგიკის, მათემატიკის ცენტრი, ხოლო მარჯვენაშია – შემოქმედების, ფანტაზიისა და აღქმის ცენტრი. ლატერალიზაცის 2 წლის ასაკისთვის აქვს ადგილი. ამ პერიოდში გამოყოფენ მემარცხენე-მემარჯვენეობას. მემარცხენეობის დროს ორივე სფერო აქტიურია, ხოლო მემარჯვენეობის დროს – მხოლოდ მარცხენა. ბავშვთან მოტორულ განვითარებას განსაზღვრავს 4 ფაქტორი:
1. მზაობა – გარკვეული მოტორული სტრუქტურა მომწიფებულია რაიმე აქტივობისთვის; 2. აქტივობა – ბავშვმა თავად უნდა იაქტიუროს, თორემ ვერ განვითარდება;
3. ყურადღება – რამდენად შეუძლია ყურადღების წარმართვა იმ აქტივობისკენ, რომელიც უნდა ისწავლოს;
4. უკუ-კავშირი – მოიაზრებს შინაგან და გარეგან მოტივაციას. როდესაც ბავშვი აქტივობს, სიამოვნებს.
კოგნიტური განვითარება ადრეულ ბავშვობაში
ოპერაციანდელ სტადიაში (2-7 წელი) გამოიყოფა ორი ქვე-პერიოდი: ცნებამდელი პერიოდი (2-4 წელი) და ინტუიტური პერიოდი (4/5-7 წელი). ცნებამდელი პერიოდისთვის
დამახასიათებელია ანიმიზმი და ეგოცენტრიზმი. ამ ასაკის ბავშვი ვერ არჩევს სოციალურ, ფიზიკურ და მენტალურ სინამდვილეს.
ეგოცენტრიზმი – იგი სამყაროს საკუთარი პოზიციიდან ხედავს;
ანიმიზმი – მას გონია, რომ უსულო საგნებიც ემორჩილებიან სოციალურ გარემოს.
ინტუიტური პერიოდისთვის ბავშვს უკვე შეუძლია გაარკვიოს სოციალური, ფიზიკური და მენტალური სინამდვილე. თუმცა შეიძლება ერთმანეთში აერიოს. ამ ასაკის ბავშვებს სჯერავთ, რომ თოვლის პაპა არსებობს.
ოპერაციანდელ პერიოდში ადგილი აქვს სიმბოლური რეპრეზენტაციის განვითარებას, ანუ მოქმედებებისა
და ნახატების საშუალებით საკუთარი განცდების გადმოცემა. ოპერაციანდელი სტადიისთვის 5 თავისებურებაა დამახასიათებელი:
1. კონკრეტულობა – ბავშვის აზროვნება პიაჟეს მიხედვით კონკრეტულია. მას შეუძლია პრობლემის
გადაწყვეტა მხოლოდ კონკრეტული ობიექტების საშუალებით;
2. შეუქცევადობა – ბავშვს არ ესმის, რომ ობიექტი შეიძლება გადავიდეს ერთიდან მეორე მდგომარეობაში ( – გყავს და? – კი. მყავს. – შენ დას ყავს და? – არა!);
3. ეგოცენტრიზმი – საკუთარი პოზიციიდან ხედვა, რაც 4 წლამდეა გაბატონებული;
4. ბავშვი ცენტრირებულია ობიექტის რომელიმე ერთ ასპექტზე და სხვა ნაწილებს აიგნორებს;
5. რეალიზმის პრინციპი – ბავშვი ყურადღებას აქცევს მიმდინარე მდგომარეობას და არა -ცვლილებებს. ერთნაირი მოცულობის სინჯარაში, სადაც ერთი დაბალი და მსუქანი იყო, მეორე კი მაღალი და გამხდარი, გადაასხეს წყალი დაბლიდან მაღალში. ბავშვები ამბობდნენ, რომ მაღალში უფრო მეტი იყო.
გოგონები ბიჭებზე ადრე სწავლობენ მეტყველებას. როდესაც ბავშვი 2 ენას ერთდროულად სწავლობს, ეს კოგნიტურ განვითარებას უწყობს ხელს.
სამეტყველო განვითარებაში ბრაუნი გამოჰყოფს 5 სტადიას. ეს სტადიები უნივერსალურია, მაგრამ დროში ცვალებადი.
1. ორსიტყვიანი წინადადებები;
2. ფლექსიების გამოყენება;
3. უარყოფითი და ბრძანებითი წინადადებები;
4. თანწყობილი წინადადებები;
5. ქვეეწყობილი წინადადებები.
ამ პერიოდის თამაშის სახეებია:
1. სენსორული თამაშები – დათვალიერება, სენსორული ორგანოების გავარჯიშება ხდება;
2. მოტორული – დახტის, დარბის;
3. თამაში ჩხუბი – ჭიდაობენ, სინჯავენ ძალებს; 4. როლური თამაში – მაგალითად „სახლობანა“; 5. ენით თამაში – იგონებს სხვადასხვა სიტყვებს; 6. წერებანა თამაში – მაგალითად „დახუჭობანა“.
პიაჟეს საწინააღდეგო მოსაზრება თქვა ვიგოსკიმ, რომლის აზრითაც სწავლება უნდა დაეყრდნოს არა აქტუალური განვითარების დონეს, არამედ უახლესი განვითარების ზონას, ანუ იმ კოგნიტურ სტრუქტურებს, რომლებიც მომწიფებულია ამ პერიოდში. რასაც ბავშვი აკეთებს ჩვენი დახმარების გარეშე, ეს არის აქტუალური განვითარების დონე, ხოლო რასაც ჩვენი დახმარებით აკეთებს – უახლესი განვითარების ზონა. უახლესი განვითარების ზონა მუდმივი არ არის. დღეს თუ რაიმე უნარი არ არის კარგად ჩამოყალიბებული, ხვალ გაუმჯობესდება ან გაუარესდება (ცუდად სწავლობდა, ეხლა კარგად სწავლობს).
წყარო: “განვითარების ფსიქოლოგია”