აქ ვიპოვე სიმშვიდე, ჰობი,თავდაჯერებულობა და პროფესია-რომელიც მიყვარს
მე ვარ მანანა გოგიშვილი პერონალური ქოუჩი.
იყო ჩემს ცხოვრებაშიც მძიმე პერიოდი, მახსოვს ის დღე, მიუხედავად წლებია გასული იმ მტკივნეული მომენტებიდან…, ჩაბნელებულ ოთახში ვზივარ….,
ფიქრებში უფალს ვთხოვ დახმარებას და თან პარალელურად იუთუბზე ვიდეოებს ვათვალიერებ, უცებ დავინახე ლამაზი მომხიბლელი ქალბატონი სასიამოვნოდ საუბრობს, ვუსმენდი და თითქოს ენერგიით ვივსებოდი, ეს ქალბატონი იყო ინგა ბლესსი., ზუსტად იმ დღიდან დაიწყო ჩემი ტრანფორმაცია……….
ქოუჩინგის საერთაშორისო აკადემიაში შინაგანი სიმშვიდის საპოვნელად მივედი, აქ შევისწავლე უძლიერესი ეფექტური ტექნიკები, რომელსაც ვიყენებ როგორც ჩემს მსმენელებთან მუშაობის პროცესში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში…..აკადემიაში სწავლების დროს ვიყავი კურატორი, ასევე პროგრამა “მიღწევატორის” კაპიტანი, რის შედეგად მივიღე საუკეთესო გამოცდილება.
ქოუჩინგის აკადემიამ მომცა თავდაჯერებულობა, ცხოვრებისეულ გამოწვევებთან ადვილად გამკლავების გზები და ჩემთვის ყველაზე უმნიშვნელოვანესი , რითაც მადლიერი ვარ ამ აკადემიიის, აქ აღმოვაჩინე ”მიძინებული” შესაძლებლობები…ვიპოვე ჩემი პროფესიული გზა.
ქოუჩინგის აკადემიაში სწავლას ურჩევ ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს წარსული ტრავმები და არ იცის რა უნდა, ასევე ურჩევ სწავლას აქ, ვისაც სურს იპოვოს ჰობი.
ზუსტად აქ ვიპოვე ჩემი ჰობი, რომელიც ჩემი პროფესიაც არის, სადაც მუშაობის პროცესი ენერგიით მავსებს.
ქოუჩინგის საერთაშორისო აკადემია ჩემთვის ასოცირდება სიყვარულთან, სიმშვიდესთან , რწმენასთან.