ნიშნები გზაზე- რატომ უნდა მივსდიოთ მას
ნათელი მიზნების მნიშვნელობა ადვილად გასაგებია. წარმოიდგინეთ დიდ ქალაქში ჩახვედით და რომელიმე სახლში ან ოფისში უნდა მიხვიდეთ, მაგრამ ერთი დიდი პრობლემაა. გზაზე არ არსებობს ნიშნები და არც ქალაქის რუკა გაქვთ. თქვენ მხოლოდ ძალიან ზოგადი ინფორმაცია გაქვთ იმ ადგილის შესახებ, სადაც უნდა მიხვიდეთ.
ისმის კითხვა: „რამდენი ხანი დაგჭირდებათ იმისათვის, რომ მიხვიდეთ დანიშნულ ადგილას, რუკისა და ნიშნების გარეშე?“შესაძლოა მთელი ცხოვრება… და თუ ოდესმე იპოვნით ოფისს ან სახლს, ეს მხოლოდ იღბლის დამსახურება იქნება. ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანთა უმეტესობა ასე ცხოვრობს.საშუალოდ ადამიანები იწყებენ ცხოვრებისეულ მოგზაურობას ნიშნებისა და რუკის გარეშე – ეს არის ცხოვრება მიზნებისა და გეგმების გარეშე.
ისინი უბრალოდ ცხოვრების დინებას მიყვებიან, შემდეგ კი ხშირად 10–20 წლის მუშაობის შემდეგ აღმოაჩენენ, რომ ბედნიერები არ არიან ან არ მოსწონთ თავიანთი სამუშაო, უკმაყოფილონი არიან ქორწინებით და მცირე პროგრესს განიცდიან. და კვლავ ისინი ღამით ბრუნდებიან სახლში და ტელევიზორს უყურებენ, თანაც იმედი აქვთ რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.. მაგრამ ეს იშვიათად ხდება და რასაკვირველია თავისით არა.
ბრაიან თრაისი