პატარა სავარჯიშო მადლიერების განსავითარებლად
მინდა პატარა სავარჯიშო შემოგთავაზოთ.
აიღეთ ლამაზი ბლოკნოტი და დაწერეთ ყველაფერი, რისთვისაც მადლობელი ხართ ამ ცხოვრებაში.
დაწერეთ ყველა ადამიანის მიმართ მადლობა, რისთვის ხართ მათი მადლობელი და რა ისწავლეთ მათგან.
დაწერეთ რისთვის ხართ მადლობელი საკუთარი თავის.
ყოველ საღამოს დაუმატეთ მინიმუმ 5 რამ, ამ დღეს მომხდარი მოვლენები, რა მოხდა ისეთი, რისთვისაც შეგიძლიათ მადლობელი იყოთ, ღმერთის, ადამიანების და საკუთარი თავის მიმართ.
დაინახავთ უამრავ რამეს თქვენს ირგვლივ რის გამოც შეგვიძლია ბედნიერი იყოთ.
აქვე მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო.
მადლიერი ვარ თითეული ადამიანისთვის რომლებიც იყვნენ, არიან და იქნებიან ჩემს ცხოვრებაში.
მადლობა! ჩემს საუკეთესო ბებოებს, ბაბუას და ბიძას, რომლებიც იყვნენ და დღეს აღარ არიან, მათ მე ძალიან დიდი სიყვარული მაჩუქეს, მასწავლეს რა არის სიკეთე და წარუშლელი, სიყვარულით სავსე მოგონებები დამიტოვეს.
მადლობა! ჩემს დედას რომელმაც მომავლინა ამ ქვეყნად, მომცა ამ ბედნიერების შეგრძნების შესაძლებლობა. მასწავლა პაუხისმგებლობის აღება, შრომისმოყვარეობა და ყოველთვის მიმეორებდა, რომ განსაკუთრებული ვარ!
მადლობა! ჩემს მამას, რომელმაც მასწავლა ოცნება, მოთმინება და ის რომ ყოველთვის უკეთესი ვყოფილიყავი, ვიდრე ვიყავი.
მადლობა! ჩემს დებს, რომლებმაც მასწავლეს ლიდერობა, მეგობრობა, დახმარება და ზრუნვა ადამიანებზე.
მადლობა! ჩემს ბიძას და ბიცოლას რომლებმაც მასწავლეს, როგორი უნდა იყოს ოჯახი, სადაც ერთმანეთზე ზრუნავენ და უყვართ ერთმანეთი!
მადლობა! ჩემს საყვარელ ადამიანს, ჩემს ქმარს, რომელიც მაბედნიერებს და მაძლევს შეგრძნებას, რომ სამყარო უფრო დიდი და კეთილია ვიდრე მეგონა.
მადლობა! ჩემს შვილებს, რომელთა გამო ყოველი დღის გათენება მიხარია, მათ მასწავლეს, როგორ ვიყო მუდამ მობილიზებული, მეტი მოვასწრო და გავაკეთო.
მადლობა! ჩემი ქმრის დიდ ოჯახს, რომლებიც მუდამ გვერდში გვიდგანან და მათ მასწავლეს თანადგომა და ურთიერთ პატივისცემა!
მადლობა! ჩემს მეგობრებს, მათ ვინც ყოველთვის მაძლევს სტიმულს მეტი გავაკეთო, რადგან სჯერათ ჩემი, მათ გამო მაქ სურვილი, სულ წინ ვიარო
მადლობა! ჩემი ქმრის მეგობრებს, რომლებმაც მასწავლეს რა არის ჭეშმარიტი მეგობრობა.
მადლობა! თინის, ადამიანს რომელმაც აღმომაჩენინა ჩემი საყვარელი საქმე, მასწავლა ბაირონ ქეითის ,,სამუშაო”; როგორ მიყვარდეს ის რაც არის და მომცა შესაძლებლობა მისი ასისტენტი ვყოფილიყავი ონლაინ პროგრამებში.
მადლობა! ინგა ბლესის ფსიქოლოგიურ ცენტრს, რომ მასწავლეთ და მომეცით ჩემი საყვარელი საქმის კეთების შესაძლებლობა.
მადლობა! ყველა იმ ადამიანს, ვინც მენდობა და გამოთქვამს ჩემთან მუშაობის სურვილს, ეს ადამიანები მაძლევს, საყვარელი საქმის კეთებით, მიღებულ სიამოვნების განცდას და მეტი განვითარების სურვილს.
მადლობა! ჩემს თავს იმისთვის, რომ მუდამ სჯერა სიყვარული და სიკეთე ყველაფერზე იმარჯვებს.
მადლობა! ყველა ადამიანს, ვინც არსებობთ ჩემს ცხოვრებაში! მადლობა! რომ ხართ სწორედ ისეთი როგორიც ხართ! რადგან, როგოიც ხართ სწორედ ისეთი მიყვარხართ!
ბაირონ ქეითის ,,სამუშაოს” კონსულტანტი და ქოუჩი მაკა გორდელაძე