რწმენის ძალის გამოყენება
მოგესალმები ძვირფასო მკითხველო, მიხარია, რომ ამ სტატიას კითხულობ, რადგან მას შენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია.
ამ სტატიაში მინდა გესაუბრო რწმენის ძალის შესახებ, რომელიც შენს სურვილებს აასრულებს. პირველ რიგში, როგორც უკვე გითხარი, რწმენის ძალაზე ვისაუბრებ, მაგრამ მანამდე განვმარტავ, თუ რას ნიშნავს რწმენა. რწმენა, მარტივად, რომ ვთქვათ, არის რაღაცის დაჯერება და სწორედ ეს დაჯერება ხდება ათასი სიკეთის და ათასი უბედურების მიზეზი. მინდა ორი ექსპერიმენტის შესახებ მოგახსენოთ, რაც კარგად გვიჩვენებს რწმენის, რაღაცის დაჯერების ძალას.
მეცნიერებმა შეარჩიეს ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც იყვნენ ავად; მათ გადასცეს „წამლები“ და უთხრეს, რომ ეს იყო საუკეთესო წამალი და მათ განკურნავდა, თუმცა ეს ასე არ იყო. მაგრამ ადამიანებმა დაიჯერეს ექიმების და მართლაც, მომჯობინდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ რეალური მედიკამენტი არ მიუღიათ.
მეორე ექსპერიმენტი იყო ის, რომ ექიმებმა პაციენტები, რომლებსაც ოპერაცია სჭირდებოდათ, გაჭრეს და გაკერეს ისე, რომ არავითარი ცვლილება არ შეუტანიათ მათ ორგანიზმში, უბრალოდ, გაჭრეს, შემდეგ კი გაჭრილი ადგილი გაკერეს. გამოღვიძებისას პაციენტებს უთხრეს, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. პაციენტები ახლაც ენდნენ ექიმებს და მართლაც მომჯობინდნენ. ალბათ ხედავთ, რამხელა ძალა აქვს რწმენას რაღაცის, თუნდაც ტყუილის დაჯერებას.
ახლა კი მინდა გითხრათ, თუ როგორ გამოიყენოთ რწმენის ძალა სასურველი ცვლილებების მისაღებად; ამისთვის აზროვნება, ლაპარაკი, წერა და წარმოსახვა დაგვჭირდება. სანამ მათ გამოყენებაზე გადავიდოდეთ, მინდა დაფიქრდეთ იმაზე, თუ რა გსურთ, რა გინდათ სინამდვილეში.
როცა გადაწყვეტთ, რა გინდათ, (რაც უფრო ნათელი და კონკრეტული იქნება თქვენი სურვილი, მით უკეთესი,) ამის შემდეგ, მე მინდა, რომ ყოველდღე, ხაზს ვუსვამ, ყოველდღე იფიქროთ იმაზე, რომ თქვენ გაქვთ უკვე ის, რაც გინდათ, ყოველდღე წერეთ ის, ყოველდღე ილაპარაკეთ, რომ გაქვთ ის (თუმცა, ჯობია განმარტოვდეთ ამ დროს; ყველა ვერ გაიგებს, რას აკეთებთ და რატომ..) მინდა ასევე ყოველდღიურად წარმოიდგინოთ თქვენი თავი იმის მფლობელად, რაც გინდათ რომ გქონდეთ.
10-15 წუთი შეიგრძენით ბოლომდე, დაინახეთ ბოლომდე ყველაფერი, რაც მოყვება თქვენი სურვილის ასრულებას. თქვენ შეიძლება მითხრათ, ლევან, რასაც შენ მეუბნები, ტყუილია, მე არ მაქვს ის, რაც მინდა, ზუსტად ვიცი, რომ არ გაქვთ. მაგიტომაც უნდა თქვათ, რომ გაქვთ, რათა მიიღოთ. არც იმ პაციენტებს ჰქონდათ რეალური წამლები, მაგრამ მომჯობინდნენ; არც იმ პაცინტებმა ჩაიტარეს რეალური ოპერაცია, მაგრამ მომჯობინდნენ. თუ თავიდან არ გჯერათ, ამას არ აქვს მნიშვნელობა, გამეორება თავისას იზავს. ნებისმიერ ტყუილს, თუ საკმარისად ხშირად გაიმეორებთ, დაიჯერებთ.
თუ თქვენ ამ ყველაფერს სისტემატურად გააკეთებთ, აი ნახავთ, კარები აუცილებლად გაიხსნება, შესაძლებლობები და საშუალებები აუცილებლად გამოჩნდებიან.. მოთხოვნას მიწოდება მოჰყვება, როცა თქვენ იმ ყველაფერს აკეთებთ, რაც გითხარით, თქვენ ითხოვთ და ყველა ვინც ითხოვს, მას მიეცემა.. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ იდარდოთ იმაზე, თუ თავიდან არ გჯერათ იმის, რასაც ფიქრობთ, წერთ, ლაპარაკობთ ან წარმოიდგენთ.
რწმენა თანდათან მოვა და როცა ის მოვა, ყველა გზა გაიხსნება და თქვენ მხოლოდ ის დაგჭირდებათ, რომ იმოქმედოთ, რათა მიიღოთ სასურველი. თუ შეინარჩუნებთ შეუპოვრობას და არ დანებდებით, გამოგივათ ყველაფერი..
სცადეთ!
ლევან გვასალია