მინდა გაგახაროთ დეპრესია განკურნებადია…
დეპრესია ერთხელ მაინც ყველას უგრძვნია,რაღაცა დოზით ან თუნდაც მცირედი ხანგრძლივობით.
დეპრესიას ყოველთვის ვიღაცის ან რაღაცის დაკარგვა იწვევს. დადგენილია, რომ დეპრესია ყოველ მერვე ქალს აღენიშნება. მინდა გითხრათ , რომ ის, რასაც სიხარული არ მოაქვს, სტრესია:
- სამსახური, სადაც მხოლოდ ფულის გამო მუშაობ;
- ოჯახი ან სისტემა, სადაც ვიღაცის ან რაღაცის გამო ხარ შერჩენილი
სტრესული სიტუაციები კი როგორც მაგნიტი იზიდავს თავისნაირ სტრესულ სიტუაციებს.
გამუდმებული სტრესული სიტუაციების ერთობლიობა ქმნის ჯაჭვს და სწორედ ეს ჯაჭვია დეპრესია, რომლისგანაც თავი უნდა დაიხსნას ადამიანმა, წინააღმდეგ შემთხვევაში გაისრისება. დეპრესია ტრავმებისგან გამოწვეული დაავადებაა და შეიძლება დაემართოს ნებისმიერი სქესის, ფერის, ზომის და წონის ადამიანს.
ეს ის პერიოდია, როდესაც იკეტები საკუთარ თავში, როდესაც სიცოცხლე აღარ გიხარია, როდესაც სიცარიელე და იმედგაცრუების განცდა ჩვეული ყოველდღიურობა ხდება. დეპრესიაა როცა სიცოცხლით ტკბობის უნარი გეკარგება. ნეგატიური ფიქრები, გაღიზიანებადობა, ბრაზი, ინტერესის დაკარგვა ქრონიკული დაღლილობა, ანუ დილით იღვიძებ და უკვე დაღლილი ხარ.
უმწეობის, უსუსურობის, უსარგებლობის, ბრალეულობის განცდა. მადის ან უმადობის გამოვლინება. ძილიანობის დარღვევა მუდმივი დანაშაულის შეგრძნება დეპრესიული ადამიანი ეგოცენტრულია. მას არავინ და არაფერი არ სჭირდება მოწყვეტილია სამყაროს.
ადამიანს ეცვლება ცხოვრების რეჟიმი და რიტმი. იცვლება ურთიერთობები და ნორმიდან გადადის ტოქსიკურ ურთიერთობებში, და ყველაზე უარეს შემთხევაში ადამიანი იწყებს სიკვდილზე ან თვითმკვლელობაზე ფიქრს… მინდა გაგახაროთ დეპრესია განკურნებადია.
თუმცა დეპრესიას ადამიანი დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება. ასეთ დროს ნათქვამი”ჩემი თავის ფსიქოლოგი მე თვითონ ვარ”…”მე უფრო კარგად ვიცი მე რა მჭირდება და რა მიშველის” ყველაზე უსარგებლო სიტყვებია… რთულ სიტუაციებში აუცულებელია მედიკამენტოზური მკურნალობა.
ფსიქოთერაპია კი დეპრესიის არამედიკამენტოზური ალტერნატივაა. მკურნალობა შესაძლებელია კომბინირებული თერაპიითაც…. ფსიქოლოგის და ქოუჩის დახმარებით კი საკუთარ თავზე მუშაობით, ნელნელა თავისუფლდები შინაგანი, ხილული თუ უხილავი პრობლემებისგან.შეგიძლია იპოვო ალტერნატიული ვარიანტი შენი ცხოვრებისა.
დაემშვიდობო შენს დეპრესიისგან გარდაცვლილ ნაწილებს, შენს არასასურველ წარსულს, ნეგატიურ ფიქრებს თუ ემოციებს და თამამად დაადგე გაჯანსაღების გზას, რომელიც მიგიყვანს სრულ გამოჯანმრთელებამდე.
შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობა ეს არის ადამიანის სრული ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა. ეს არის სულის და ხორცის ზეიმი. სულისა და ხორცის თანხვედრა და ჰარმონია.
ნონა გვაზავა