რატომ გაქვთ ის რაც გაქვთ დღეს – დილტსის პირამიდის მიხედვით
ჩვენ ყველას განსხვავებული ცხოვრება გვაქვს: ვიღაც წარმატებულია, ვიღაც კი წარუმატებლად იბრძვის. ცხოვრების ქოუჩები სპეციალურ სქემებს იყენებენ თქვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად. დილტსის პირამიდის მოდელი პიროვნულ ზრდას ემსახურება, რომ ადამიანი ერთი დონიდან მეორეზე გადაიყვანოს. მაღალ დონეზე გადანაცვლება აუცილებლად გააუმჯობესებს ქვედა დონეებს. დილტსის პირამიდის სწორად გაგების შემთხვევაში, მას შეუძლია თქვენი ცხოვრების შეცვლა უკეთესობისკენ.
დილტსის პირამიდის მნიშვნელობა
დილტსის პირამიდის ლოგიკური დონეები წარმოადგენს კონცეპტს,რომელიც ყველამ უნდა იცოდეს. ამისთვის სულ მცირე ორი მიზეზი არსებობს:
• შესაძლებლობა რომ გაანალიზოთ თქვენი ცხოვრება – ანალიზი ხდება პირამიდაზე არსებული კითხვების დახმარებით, რომელსაც შეუძლია დაგეხმაროთ კონკრეტული აღმოჩენების გაკეთებაში, რაც თავისთავად გავლენას მოახდენს თქვენს გადაწყვეტილებებზე.
• თქვენს ცხოვრებაზე გავლენა – როგორც კი აღმოაჩენთ რა არის თქვენი მთავარი პრობლემა, ნათლად დაინახავთ თუ რა უნდა შეცვალოთ ცხოვრებაში იმისთვის, რომ უკეთესი შედეგი გქონდეთ.
პირამიდის დონეები
ვიდრე გავაგრძელებდეთ პირამიდის დონეების ახსნას და პასუხების ძებნას, თქვენ უნდა იცოდეთ მთავარი ხრიკი: ყველა დონის კითხვაზე პასუხი შეგიძლით იპოვოთ ზედა დონეზე.
პირველი დონე: რა მაქვს?
ამ დონის კითხვა პირდაპირაა კავშირში ყოველდღიურ რუტინასთან,ფინანსებთან, ოჯახთან, ყველაფერთან რაც თქვენს გარემოსთანაა კავშირში. კითხვის გონივრული განმარმატება კი შემდეგში მდგომარეობს: რატომ გვაქვს ყველაფერი, რაც გვაქვს? და ამ კითხვაზე პასუხის გაცემით თქვენ გადაინაცვლებთ შემდეგ ეტაპზე.
მეორე დონე: რას ვაკეთებ?
ამ დონეზე პასუხი აშკარად დაკავშირებულია კონკრეტულ ქმედებებთან.ლოგიკურია, რომ ქმედებები საბოლოო ჯამში ყველაფერზე ახდენს გავლენას. შესაბამისად, ჭკვიანურია იმაზე დაფიქრება თუ რა არის იმის მიზეზი რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ამ კითხვაზე პასუხი კი შესაძლოა შემდეგ დონეზე ვიპოვოთ.
მესამე დონე: როგორ ვირჩევ?
რა საკვირველია, ჩვენი არჩევანი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენს ცხოვრებაში. თუმცა სხვადასხვა ფაქტორებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს არჩევანზე: მიზნები, ჯანმრთელობის მდგომარეობა,მისწრაფებების დონე და ა.შ. მაგრამ აქვე უნდა ვუპასუხოთ შემდეგ კითხვას: რატომ ვირჩევთ იმას, რასაც ვირჩევთ? ტრადიციულად ამ კითხვაზე პასუხს შემდეგ დონეზე იპოვით.
მეოთხე დონე: რისი მწამს?
აქ უკვე მნიშვნელობა ენიჭება კონკრეტული ადამიანის რწმენას.მაგალითად თუ გჯერათ, რომ ყველაფრის მიღწევა ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი, თქვენ არ დახარჯავთ ბევრ ენერგიას სასურველის მისაღებად. თუმცა თუ გჯერათ რომ ყველაფერი დაუღალავი შრომით მიიღწევა, თქვენ თავს არ დაზოგავთ სასურველის მისაღებად. მაგრამ რატომ გვჯერა იმის, რისიც გვჯერა?
მეხუთე დონე: ვინ ვარ მე?
როგორც დონის სახელი გვეუბნება ეს დონე განსაზღვრავს თვითშეგნებასა და თვითაღქმას (რაც თავისთავად გულისხმობს რწმენას). ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეალურად განვსაჯოთ საკუთარი თავი და თავიდან ავიცილოთ ძლიერი მხარეების შემცირება და სუსტი მხარეებისთვის თავის არიდება.
მეექვსე დონე: რატომ ვცოცხლობ?
საბოლოო დონეს უნმიშვნელოვანესი კონცეპტი აქვს – ცხოვრების აზრი და მნიშვნელობა. ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ჰქონდესცხოვრების მისიაა. ეს რა თქმა უნდა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს თქვენს რწმნებს, შეხედულებებსა თუ ქმედებებს. თუმცა თუ თქვენ იპოვით პასუხებს ამ კითხვებზე, თქვენ აღმოჩენთ თქვენი ცხოვრების ყველა გარღვევას. როგორც მოგეხსენებათ ბევრად მარტივია გააუმჯობესო საკუთარი თავი, როდესაც იცი შენი სუსტი წერტილები.დილტსის პირამიდის კითხვებზე სწორი პასუხები დაგეხმარებათ საგრძნობლად გააუმჯობესოთ თქვენი ცხოვრება. შეეცადეთ აღმოაჩინოთ რა მდგომარეობა გაქვთ ცხოვრებაში და უპასუხეთ კითხვებს თანმიმდევრობით.
კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები და შედეგები.