რა არის ცხოვრების ქოუჩინგი? რას უნდა ველოდე სესიის შედეგად?
რა არის ცხოვრების ქოუჩინგი?
ცხოვრების ქოუჩინგი არის ინტერაქტიული ურთიერთობა კლიენტსა და ცხოვრების ქოუჩს შორის, იმისათვის, რომ წარმოაჩინოს თქვენი სრული პოტენციალი. ისევე როგორ სპორტსმენებს სჭირდებათ მწვრთნელი, დღესდღეობით ბევრი წარმატებული ბიზნესმენი, პროფესიონალი თუ კომპანია იყენებს ცხოვრების ქოუჩების მომსახურებას, რომ გაიმჯუბესონ მათი ცხოვრება, კარიერა თუ ბიზნესი.
ქოუჩებს შეუძლიათ დახმარება გაგიწიონ, როგორც პირად ისე პროფესიონალურ ცხოვრებაში.
ქოუჩინგი ხელს უწყობს საზღვრებისა და შეზღუდვების მოშორებას, რომელიც გაბრკოლებთ ცხოვრებაში. ამის შედეგად კი თქვენ ხდებით უფრო მეტად შემოქმედებითი, აქტიური და მოტივირებული, რასაც მიჰყავხართ წარმატებამდე. საბოლოო ჯამში ქოუჩინგი გეხმარებათ ცხორიბისეული ბალანსის აღდგენაში, რომ იცხოვროთ უფრო ჯანმრთელად, ბედნიერად და სრულყოფილი ცხოვრებით.
რას უნდა ველოდე სესიის შედეგად?
ქოუჩი განიხილავს თქვენს საბოლოო მიზნებს, დაგეხმარებათ გეგმის ჩამოყალიბებაში უფრო მეტი პროდუქტიულობის მისაღწევად პირად თუ პროფესიულ ცხოვრებაში. ცხოვრების ქოუჩი მოგცემთ მოტივაციას, გაგამხნვებთ თქვენი მიზნების მისაღწევად. მათ შორის კარგი კომუნიკაციის უნარით, საფუძვლიანი გამოკითხვით, კარგად მოსმენით, ინტერპრეტაციითა და შეფასებით დაგეხმარებათ, შემოგთავაზებთ ისეთ ინსტრუმენტებსა და ტექნიკებს რომლებიც უკეთესობისკენ შეცვლის თქვენს ახლანდელ მდგომარეობას.
ფიგურალურად რომ ვთქვათ, თქვენ შეგიძლიათ მოკლე დროში მიაღწიოთ გაცილებით მეტს აკრედიტირებულ ცხოვრების ქოუჩთან ერთად , ვიდრე ამას დამოუკიდებლად შეძლებდით.
ცხოვრების ქოუჩის როლი იმაში მდგომარეობს, რომ დაგეხმაროთ შეაფასოთ თქვენი ამჟამინდელი ცხოვრებისეული მდგომარეობა, აღმოაჩინოთ თქვენი მიზნები და შემდეგ იპოვოთ საუკეთესო გზები მათ მისაღწევად. ქოუჩი შესაძლოა ნაწილობრივ აღქმული იყოს, როგორც კონსულტანტი, მოტივაციური სპიკერი, თერაპევტი, ან თუნდაც დაქირავებული მეგობარი. ქოუჩები მუშაობენ როგორც მენეჯერებთან, მეწარმეებთან და უბრალოდ ჩვეულებრივ ადამიანებთან. , ეხმარებიან მათ მიაღწიონ საკუთარ კარიერულ, პირად, ან თუნდაც ორივე სფეროს მიზნებს.
რამდენ ხანს გრძლედება სესია ცხოვრების ქოუჩთან?
როგორც წესი ქოუჩინგი ეფექტურად მუშაობს როდესაც კლიენტი ყოველკვირეულ ზარს ანხორციელებს ქოუჩთან. ეს საშუალებას აძლევს კლიენტს ერთი კვირის მანძილზე ჩამოუყალიბდეს ახლებური აზროვნების სტილი თავის მიზნებთან მიმართებაში. სესიის ხანგრძლივობა ერთ საათს შეადგენს. ძირითადად ქოუჩები სამ-ოთხ ზარს ახორციელებენ კლიენტებთან თვის განმავლობაში. ისინი ეხმარებიან მათ უკეთესად იმოქმედონ, დაისახონ დიადი მიზნები და იფიქრონ მასშტაბურად.
მჭირდება თუ არა ცხოვრების ქოუჩი?
თუ არ ხართ დარწმუნებული და კიდევ ვერ გადაგიწყვეტიათ გჭირდებათ თუ არა ცხოვრების ქოუჩთან სესია, მოგვწერეთ, გაიგეთ კიდევ უფრო მეტი ქოუჩინგის შესახებ.
ქოუჩინგი არ ფოკუსირდება თქვენი წარსულის ტრავმებზე, ის ფოკუსირებულია მოვალზე, სწორედ ეს განასხვავებს მას თერაპიისგან. ქოუჩინგი გეხმარებათ აღმოაჩინოთ საკუთარი თავი, ახალი ინტერესები, მისწრაფებები და ახალი შესაძლებლობები. ცხოვრების თუნდაც ერთი სფეროს გაუმჯობესება გავლენას მოახდენს სხვა სფეროების გაუმჯობესებასაც.
თქვენი შინაგანი რწმენის მოდიფიცირებით შეძლებთ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება.
დაეუფლე ქოუჩის პროფესიას ქოუჩინგის საერთაშორისო ონლაინ აკადემიაში!
გახდი საკუთარი და სხვისი ცხოვრების შემოქმედი!