ნუ განსჯი
სანამ პასუხების გაცემას დაიწყებთ, პატარა მინიშნებას შემოგთავაზებთ. გახსოვდეთ: ვიდრე ვინმეს განსჯიდეთ, მანამდე ისწავლეთ რაღაცის ან ვიღაცის დაფასება.
1 . თუ თქვენ შეხვდით ფეხმძიმე ქალს, რომელსაც უკვე ჰყავს 8 შვილი, რომელთაგანც სამი არის ყრუ, ერთი გონებაჩამორჩენილი, ხოლო თავად ქალი დაავადებულია სიფილისით, ეტყოდით ამ ფონზე, რომ აბორტი გაეკეთებინა?
ვიდრე ამ კითხვას გასცემდეთ პასუხს, მომდევნო წაიკითხეთ:
2 . საჭიროა აირჩეს ახალი მსოფლიო ლიდერი – თქვენი აზრი გადამწყვეტია, ვის მისცემთ ამ სამი კანდიდატიდან ხმას:
– ბინძურ პოლიტიკოსებთან იჭერს საქმეს, ასტროლოგებისგან იღებს რჩევებს, ჰყავს ორი ცოლი, ეწვა გაუჩერებლად და სვამს დღესი 8-10 ჭიქა ვისკის.
– მეორე კანდიდატი – ორჯერ იქნა განთავისუფლებული მაღალი თანამდებობებიდან, შუადღემდე სძინვს, ახალგაზრდობაში ერთობოდა ოპიუმით, ბევრს ეწევა და ყოველ საღამოს სვამს ერთ ლიტრამდე ვისკის.
– მესამე კანდიდატი – მიღებული აქვს საბრძოლო ჯილდოები, ვეგეტარიანელია, არ ეწვა, იშვიათად მხოლოდ ლუდს სვამს და არასოდეს უღალატია ცოლისთვის.
რომელს მისცემთ ხმას?
მაშ ასე:
პირველ კანდიდატი – ფრანკლინ დ. რუზველტი
მეორე კანდიდატი – უინსტონ ჩერჩილი
მესამე კანდიდატი – ადოლფ ჰიტლერი
ხო, მართლა, თუ თქვენ იმ ქალს ურჩიეთ აბორტის გაკეთება, თქვენ ამ წუთას ბეთჰოვენი მოკალით!