რა არის ფობია?
ფობიას ეძახიან რაიმეს მიმართ ძლიერ შიშს. ეს შეიძლება იყოს საგანი, არსება სიტუაცია ან მოვლენა. სხვანაირად ფობიას აკვიატებული შიშიც ეწოდება. ის განსაკუთრებით მწვავდება კონკრეტულ სიტუაციებში და არანაირ ახსნას არ ექვემდებარება. ასეთი მდგომარეობა საგრძნობლად ართულებს ადამიანის ცხოვრებას, იწვევს დისკომფორტს და ცვლის ადამიანის ხასიათს.
ფობია (წარმოიშვა ბერძნული სიტყვიდან «ფობოს», რაც ნიშნავს «შიშს») – ძლიერი, დაჟინებული, აკვიატებული შიშია. ადამიანს უჩნდება ძლიერი ღელვა ისეთ სიტუაციებში, რომლებმაც ამგვარი მდგომარეობაარ უნდა გამოიწვიოს. ეს განცდა არ ექვემდებარება ლოგიკურ ახსნას. ეს არ არის ის შიში, რომელსაც ადამიანი განიცდის მართლაც საშიშ სიტუაციაში (მაგალითად, როდესაც მას ავტომატს უმიზნებენ). ადამიანი ხვდება, რომ მისი შიში სისულელეა, მაგრამ ვერაფერს ვერ უხერხებს საკუთარ თავს.
ფობია ყველაზე ხშირად ემართებათ მდიდარი წარმოსახვის მქონე, ემოციურ ადამიანებს. როდესაც ასეთი ადამიანი ხვდება გარკვეულ სიტუაციაში, მის თავში ჩნდება ერთი მეორეზე უარესი სურათები.
ამ წარმოსახვითი სიტუაციებს ისე განიცდის, თითქოს ისინი მართლა ხდებოდეს. ადამიანი ვერ პოულობს ახსნას, თუ რატომ ჩნდება მასში ეს შიში.