რატომ შურთ თქვენი?
ვფიქრობ შურის ემოცია ყველა ადამიანს აქვს გამოცდილი. ფსიქოლოგიურად დადასტურებულია რომ ეს ემოციას მეტნაკლებად ყველა ადამიანი განიცდის, ზოგი აღიარებს, თუმცა უმრავლესობა ამას საკუთარ თავთან კი არ აღიარებს,არამც თუ სხვასთან. გაინტერესებთ რა არის შური? გეტყვით რომ ეს არი რეაქცია გამღიზიანებელზე,როდესაც სხვისი კარგი გწყინს და სხვისი ცუდი გიხარია. შურის ემოცია ადამიან გადაეცემა როგორც მემკვიდრეობით, ასევე აღზრდიდან გამომდინარე. ძალიან მომწონს სულხან-საბასეული განმარტება შურის: „მწუხარება სხვისა კეთილსა ზედა“ (სულხან-საბა ორბელიანი, სიტყვის კონა)
შური გარკვეულწილად აგრესიული იმპულსია, ამიტომაც ის აღიარებას და გამოხატვას საჭიროებს, არსებობს კონსტრუქციული და დესტრუქციული გზით გამოვლენა.
კონსტრუქციულია როდესაც გაიგე სხვისი კარგი- წინსვლის, წარმატების ამბავი, შეგშურდა და მოგინდა იგივე რაიმის მიღწევა, ამ დროს შენ იცი რომ ამას შენც მიაღწევ.
ხოლო დესტრუქციულია როდესაც მოვიდა ინმფორმაცია სხვისი წინსვლის შესახებ, შეგშურდა მაგრამ ფიქრობ რომ ამ ყველაფერს შენ ვერ მიაღწევ , ან ფიქრობ რომ
შენ ამას არ იმსახურებ, არ ხარ ამის ღირსი, თუ ეს მომენტი დაიჭირეთ თქვენში აქ ჩარევა საჭიროებს სპეციალისტის თუ ვერ უმკლავდებით მარტო ამას.
მე ბედნიერი ვიქნები რომ შურის გამოხატვა კონსტრუქციული გზით ყველას შეეძლოს ისიც იცით უკვე როგორ უნდა მოიქცეთ, ეს არა არც დასამალი და არც სირცხვილია.
რატომ შურთ თქვენი? ადამიანი რომელსაც სურს რომ ყველას გააგებინოს ყოველი დეტალი თუნდაც ეს არ იყოს ძალიან მნიშვნელოვანი რამ, შესაძლოა გადაჭარბებული ინფორმაციაც კი თავის ცხოვრებაზე დიდი ალბათობით შურის ობიექტი გახდებით, ასევე ტრაბახი თავის შესაძლებლობებზე ამ დროსაც შესაძლოა გახდეთ შურის ობიექტი, თუმცა არსებობენ ადამიანი რომელთაც არანაირ პრობლემას არ უქმნის რომ მისი შურთ და სიამოვნებთ ანუ დადებით იმპულსებს იღებენ ამ დროს. დაფიქრდით და გააანალიზეთ რომელია თქვენთვის დადებითი იმპულსის მომტანი,რა გსურთ თქვენ? შურდეთ თუ არ შურდეთ ადამიანებს თქვენი? არჩევანი თქვენთვის მომინდვია!
ნათია ფარემუზოვი