მე ჩემი შვილისთვის მაგალითი ვარ!
რა მნიშვნელონა აქვს რა ერისა და რჯულის ხარ!
რა მნიშვნელობააქ რას გეუბნება ტრადიციები, სადაც დედა და ქალი მხოლოდ არსებაა!
სადც ქალს, გოგოს, დას, შვილს იმას მიათხოვებენ ვინც, უფროსების სიმპატიას დაიმსახურებს!.
მე ვარ იეზიდი და მსხვერპლი ამ კანონების. არ მქონდა სიტყვის თავისუფლება, არ მქონდა არჩევანის უფლება, არ მქონდა აზრის დაფიქსირების უფლება, საბედნიეროდ ამას აწ უკვე წარსულში ვწერ.
მე მივხვდი, რომ ასე გაგრძელებით ტრადიციებს განვაგრძობ და მომავალი მსხვერპლი ჩემი შვილი იქნება.
დავიწყე ბრძოლა წინსვლისკენ, გადავლახე უამრავი ბარიერი, გამოვიარე რთული გზა მაგრამ დღეს მე თამამად შემიძლია ვთქვა მე ბედნიერი, წარმატებული, პოზიტიური ქალი ვარ.
თუ როგორ?
დიახ, დავისახე მიზანი და ვიბრძოლე, ვიბრძოლე ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად.
მე არ ვჩერდები ერთ ადგილზე, მე ვაგრძელებ თვითგანვითარებას, მეტის მიღებას სამყაროსგან, მეტი ახალი ინფორმაციის მიღებას, მე ახლაც ვსწავლობ და მე ჩემი შვილისთვის მაგალითი ვარ.
მთავარია გააცნობიეროთ და საკუთარ თავში იპოვოთ ძალა, ეს ძალა კი ყველა თქვენთაგანშია!
გადადგით ნაბიჯი, დაისახეთ მიზანი ნუ შეუშინდებით წინააღმდეგობებს.
მე ეს შევძელი და ამას შესძლებთ თქვენც!.
სვეტა ტაიროვი