ფსიქო-სოციალური განვითარება ადრეულ ბავშვობაში
ამ პერიოდში ადგილი აქვს კრიზისს ინიციატივა/დანაშაულის გრძნობა. ინიციატივა უნდა წახალისდეს თავისუფლების მინიჭებით.
არსებობს რამდენიმე მიდგომა:
1. ფსიქოდინამიკური მიდგომა – აქცენს აკეთებს აღმოცენებულ ემოციებსა და მათ რეგულაციაზე.
ფსიქოდინამიკური მიდგომა განიხილავს ორ ემოციას. ადრეულ ბავშვობაში შიში აღმოცენდება ადრეულ ასაკში, რომელსაც აქვს თავისი ობიექტი, ყოველთვის კონრეტულია. 2-3 წლისთვის კონკრეტულია, 4-5- წლისთვის-აბსტრაქტული (მაგალითად სიბნელე). ფსიქოდინამიკური განვითარების მიზანი არის გარემოსთან ადაპტაცია. ნეგატიური ემოციებისგან თავის დაღწევა ხდება თავდაცვის მექანიზმებით:
A. განრიდება – საშიში სიტუაციიდან წასვლა;
B. იდენტიფიკაცია – მოზრდილ ადამიანთან თავის გაიგივება (მამას არ ეშინია, მეც არ მეშინია); C. პროექცია – საკუთარი შიშის სხვაზე მიწერა;
D. ჩანაცვლება – ყურადღების სხვა რაიმეზე გადატანა; E. უარყოფა – მომხდარი ფაქტის უარყოფა;
F. განდევნა – ცნობიერიდან განდევნა;
G. რეგრესია – საშიშ სიტუაციაში მყოფი ბავშვი იწყებს თითის წოვას, ტირილს;
H. რეაქტიული წარმონაქმნი – რაც რეალურად უნდა, იქცევა ამის საპირისპიროდ.
შფოთვას ობიექტი არ ყავს. მას იწვევს გარკვეული სიტუაცია. დაცვის მექანიზმების საშუალებით ხდება ემოციების რეგულირება. ამ დროს თავს იჩენს პრობლემა დაემორჩილოს უფროსს(ავტორიტეტს) თუ შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა.
2. კოგნიტური მიდგომა – აქცენტს აკეთებს კოგნიტურ განვითარებაზე, რის შედეგადაც ბავშვი ეუფლება სხვადასხვა ცნებას, არეგულირებს თავის ქცევებს. ყალიბდება მე-კონცეფცია (2-6 წელი). შეუძლია ხტომა, ველოსიპედზე ჯდომა. მშობლების შეფასება გავლენას ახდენს. ვითარდება გენდერული სქემები (ვარ გოგო/ბიჭი). სქესის იდენტობა ხდება 2-5 წლამდე, მუდმივობა ყალიბდება 5-7 წლამდე.
3. ბიჰევიორალური მიდგომა – აქცენტს აკეთებს გარემოს გავლენაზე. ბანდურა აქცენტს აკეთებს აგრესიული და პროსოციალური ქცევის ფორმირებაზე. მილერი და დოლარდის აზრით კი აგრესიულ ქცევას იწვევს ფრუსტრაცია.
3. ბიჰევიორალური მიდგომა – აქცენტს აკეთებს გარემოს გავლენაზე. ბანდურა აქცენტს აკეთებს აგრესიული და პროსოციალური ქცევის ფორმირებაზე. მილერი და დოლარდის აზრით კი აგრესიულ ქცევას იწვევს ფრუსტრაცია.
წყარო: “განვითარების ფსიქოლოგია”