მადლიერების აფირმაცია
ბევრ სიკარგესთან ერთად მადლიერება ერთ-ერთი საუკეთესო ტექნიკა არის პოზიტიური აზროვნების შესაქმნელად.
მისი არსიც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ კონცენტრირდებით დადებითსა და პოზიტიურზე, მადლიერებას გამოხატავთ იმისთვის რაც გაქვთ ან არ გაქვთ.
აფირმაციის საშუალებით თქვენ პოზიტიურ შეგრძნებებსა და ფიქრებს აღიძრავთ თქვენს სხეულსა და გონებაში.
დაიწყებთ ამ ყველაფრის ვიზუალიზაციას და მიზიდულობის კანონის თანახმად, იმაზე რაზეც ყოველდღიურად აქცენტირდებით დაიწყებთ მოზიდვას თქვენს ცხოვრებაში
აფირმაციების გამეორებამ სისტემატიურად აჩვენა პრაქტიკაში, რომ მას შეუძლია ცვლილებების მოხდენა ცხოვრებაში, როგორიცაა ჯანმრთელობა, ფინანსები, წინსვლა და ა.შ
ახლა კი გთავაზობთ მადლიერების აფირმაციას:
- მე მადლობელი ვარ ღმერთის, რომ მომცა სიცოცხლე
- მე მადლობელი ვარ ბიძაჩემის, რომლის გამოც გავჩნდი
- მე მადლობელი ვარ მშობლების, რომ გამაჩინეს
- მე მადლობელი ვარ ღმერთის ყველა იმ ბედნიერი წამისთვის, რაც ჩემს ცხოვრებაში არის
- მე მადლობელი ვარ, რომ დღეს ცოცხალმა გავიღვიძე
- მე მადლობელი ვარ, ჩემი ოჯახისთვის
- მე მადლობელი ვარ, რომ შემიძლია დამოუკიდებლად გადაადგილება
- მადლიერი ვარ, რომ მაქვს ჭერი თავზემადლიერი ვარ, რომ არ ვარ მშიერ-მწყურვალი
- მე მადლობელი ვარ, რომ შემიძლია წერა-კითხვა, აზროვნება
- მე მადლობელი ვარ, იმ ფინანსური კეთილდღეობისთვის რაც მაქვს
- მე მადლობელი ვარ, იმ ურთიერთობებისთვის და სიყვარულისთვის რაც ჩემა ცხოვრებაშია
- მე მადლობელი ვარ ჩემი სხეულისთვის
- მე მადლობელი ვარ ჩემი ჭკუის
- მე მადლობელი ვარ ჩემი ჯანმრთელობის
- მე მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, და ძმის და ახლობლების ჯანმრთელობისთვის
- მე მადლიერი ვარ შესაძლებლობებისთვის
- მე მადლობელი ვარ, რომ ამას კითხულობთ
ეს არის მადლოერების მცირედი აფირმაცია. მსგავსი აფირმაცია შეგიძლიათ გააკეთოთ ფინანსებისთვის, ჯანმრთელობისთვის, წონის დასაკლებ-მოსამატებლად, საკუთარი თავის შესაყვარებლად, თავდაჯერებულობისთვის, თვითშეფასებისთვის და ა.შ
ახლა კი ჩამოვაყალიბოთ ყველამ ჩვენი საკუთარი მადლოერების აფირმაცია და თამამად დაწერეთ კომენტარში (არ დაიზაროთ)
წაიკითხეთ ყოველ დღე
იყავით სამყაროს მადლიერი
აუცილებლად დავწეროთ კომენტარებში, რათა გავააქტიუროთ facebook-აქტიურობის პარალელურად სამყაროს მიმართ მადლიერების ენერგეტიკა
მადლობა და მადლიერება თქვენ
ქეთი გორდულავა