როდის აქვს აზრი ფსიქოლოგის დახმარებას?
როგორ უნდა გავიგოთ, რომ უკვე დროა ფსიქოლოგს მივმართოთ?
ცხოვრებაში ნებისმიერ ჩვენთაგანს უჩნდება ისეთი მომენტები, როცა ხელები ეშვება და ეჩვენება რომ დამოუკიდებლად გამკლავება შექმნილ სიძნელეებზე არ ძალუძს. ამ დროს ფსიქოლოგის დახმარება ძალიან დროულია! განსაკუთრებით აქტუალურია ეს მასიური თვითიზოლაციის პერიოდში, ეხლა ხომ ბევრი ადამიანია დეპრესიულ მდგომარეობაში, განიცდიან სტრესს, არ იციან, მომავალში რა გააკეთონ, და ნერვები თანდათან უსუსტდებათ. მაინც როგორ გავიგოთ, რომ დადგა ის მომენტი, როცა ფსიქოლოგიური დახმარება ნამდვილად აუცილებელია, და კონტრეტულად რითი შეიძლება დაგვეხმაროს ფსიქოლოგი?
როდის აქვს აზრი ფსიქოლოგის დახმარებას?
არსებობს მთელი რიგი კრიტერიუმების, რომლებიც ნათლად მიუთითებს, რომ ადამიანი იმყოფება კრიზისულ მდგომარეობაში და ნამდვილად საჭიროებს ფსიქოლოგის დახმარებას. ალბათ, ეს კრიტერიუმები უნივერსალურია, როგორც ნებისმიერი ასაკისთვის, ასევე ნებისმიერი სქესისათვის. და თუ საკუთარ თავს აღმოუჩინეთ თუნდაც ორი მათგანი, ესე იგი დადგა დაფიქრების დრო, რომ პროფესიონალის დახმარებას მიმართოთ.
პროდუქტიულობის მკვეთრი გაუარესება. თუ არც ისე დიდი ხნის წინ თქვენ იყავით მხნედ და აქტიურად, გატაცებით მუშაობდით ან კმაყოფილებით უთმობდით დროს საყვარელ ჰობის, არ ამბობდით უარს საინტერესო ხალხთან ურთიერთობაზე, და ახლა უეცრად მკვეთრად და სრუალიად მოულოდნელად შეიცვალეთ – ეს საგანგაშო ზარია. დადგა დრო დაფიქრდეთ, რა შეიცვალა, რატომ შეგიპყროთ აპათიამ, განსაკუთრებით, თუ მას ხანგრძლივი ხასიათი აქვს.
ორგანიზმის დაქვეითებული სასიცოცხლო ფუნქციები. უმეტეს შემთხვევაში ამგვარი დაქვეითება არის სტრესისა და, რაც უფრო უარესია, დეპრესიის შედეგი. ჭამის მადისა და ძილის, ან ორგანიზმის სტანდარტული ბიორითმების (მაგალითად, ძილად მიგდება დღის საათებში ან უძილობა ღამე) დარღვევები, თვალშისაცემი სამედიცინო მიზეზების უქონლობის პირობებში, მეტყველებს იმაზე, რომ ყველაფერი არც თუ ისე კარგადაა.
კრიტიკულობის დარღვევა. როგორც წესი, ის ვლინდება იმაში, რომ ოჯახის წევრები ან მეგობრები ნათლად იწყებენ ადამიანში ცვლილებების შემჩნებას (მაგალითად, ის გახდა ძალიან გაღიზიანებული, მელანქოლიური, აგრესიული და გულჩვილი), მაგრამ თვითონ კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულ ცვლილებებს და, პირიქით, იჯინებს, რომ ყველაფერი წესრიგშია. თუ თქვენი გარემოცვიდან 2-3 ადამიანი მაინც მიგითითებთ, რომ თქვენში სრულიად მოულოდნელი თვისება შეამჩნიეს, შეიძლება, ღირს დაფიქრდეთ იმაზე, რომ ყველაფერი არც ისე კარგადაა და რომ ეს გვერდიდან უფრო კარგად ჩანს.
არაადეკვატური რეაქცია. ერთჯერადი ეპიზოდული დარღვევები შეიძლება გამოუვლინდეს ყველა ადამიანს, ეს გარკვეულ წილად ნორმალურიცაა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ისინი განსაკუთრებით გახშირდნენ და თანდათან გადავიდნენ ჩვეულებრივი მოვლენების რანგში, ცალსახად უნდა დაფიქრდეთ.
გახშირებული ჩივილები. თუ თქვენ შეამჩნევთ, რომ გარშემომყოფებს ხშირად ელაპარაკებით, რომ თქვენ მოწყენილად, მარტოდ, მშფოთვარედ და ცუდად გრძნობთ თავს, თუ ცხოვრებაში უკვე არაფერი გახარებთ, ეს კიდევ ერთი საბაბია სერიოზეულად დაფიქრდეთ თქვენს ფსიქოლოგიურ მდგომარებაზე.
რა თქმა უნდა, არ შეიძლება ერთჯერადი გამოვლინება ზემოთხსენებული „სიმპტომებისა“ მაშინვე მივაწეროთ სასწრაფო ფსიქოლოგიური დახმარების საჭიროებას – თუ ისინი მხოლოდ ერთხელ აღინიშნა, არ ღირს საერთოდ რამე მნიშვნელობა მივანიჭოთ მათ, მეორეჯერ აზრი აქვს მოცემულ „სიმპტომებს“ ყურადღებით მოვეპყროთ და დავაკვირდეთ, მესამე და მომდევნო შემთხვევები ნამდვილად შეიძლება იყოს ბიძგი, სპეციალისტს რომ მივმართოთ.
რითი შეუძლია დაგვეხმაროს ფსიქოლოგმა?
კომპეტენტური მიდგომის პირობები ფსიქოლოგის დახმარების მოცულობა შეიძლება საკმაოდ შთამბეჭდავი და ქმედითი იყოს, მითუმეტეს რომ ასეთი დახმარება შეიძლება აღმოჩენილი იყოს როგორც უშუალოდ, ასევე ტელეფონით ან ონლაინ რეჟიმში. მაშასადამე, როგორია გაწეული დახმარების ძირითადი მომენტები, საკუთრივ რითი შეიძლება იყოს სასარგებლო ფსიქოლოგი და რას გააკეთებს უმეტეს შემთხვევებში?
მოგისმენთ. დაინტერესებული მსმენელის არსებობა და საუბრის შესაძლებლობა – წარმატების მიღწევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. კვლევები ცხადყოფს, რომ მხოლოდ ერთი კონფიდენციალური საუბარიც, მათ შორის ტელეფონითაც, შესაძლებლობას აძლევს ფსიქოლოგიური დახმარებისათვის მიღების მსურველმა საგრძნობლად შეამციროს დაგროვილი ემოციური დაძაბულობა! ამასთან ასეთი საუბრის საშუალო ხანგრძლივობა ოციდან ორმოცდაათ წუთამდეა.
საკუთარ ემოციებზე საუბრის საშუალებას მოგვცემს. კარგ ფსიქოლოგთან ამის გაკეთება შეიძლება ღიად, შელამაზების გარეშე, რასაც ვერ ვიტყვით ახლობლებთან დიალოგზე. ახმიანებს რა თავის ემოციებს და ჰყვება მათ შესახებ, ადამიანი ერთდროულად მათზე უფრო დიდ კონტროლს იძენს! გაცილებით რთული იქნება დაწყნარება იმ შემთხვევებში, რომ ემოციები არ არის აღნიშნული და სულში სრული ქაოსი სუფევს.
გვირჩევს, უკეთესად როგორ მოვაწყოთ საკუთარი ცხოვრება. როცა ადამიანს აქვს ნათელი მიზანი და მოქმედების გეგმა, მისი შფოთვის გრადუსი რამდენჯერმე იკლებს, და ეს ეხება პრაქტიკურად ყველა ცხოვრებისეულ სიტუაციას. პროფესიული ფსიქოლოგი აუცილებლად დაგეხმარებათ ასეთი მიზნების და გეგმების ფორმულირებაში, ზოგჯერ გვერდიდან გაცილებით უკეთესად ჩანს, როგორ მოვიქცეთ ამა თუ იმ სიტუაციაში. მაგრამ ამ ეტაპზე გადასვლა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა ყველა პირადი ემოცია განსაკუთრებული სახით იქნება გამოთქმული და „დამუშავებული“!
დაგვეხმარება შინაგანი რესურსების გამონახვაში. მოცემულ შემთხვევაში ფსიქოლოგი დაეხმარება კლიენტს გაიხსენოს, როგორ უმკლავდებოდა ის სხვადასხვა ცხოვრებისეულ სირთულეებს ადრე – ასეთი მიდგომა საშუალებას მოგვცემს გამოვავლინოთ მოქმედების თანმიმდევრობა, რომელიც იქნება ეფექტური ამ შემთხვევაში, ასევე დაგვეხმარება თავი ავარიდოთ შესაძლო და უკიდურესად არასასუველ ემოციურ გადატვირთვებს.
თუ ყველა შინაგანი რესურსი ამოწურულია, უსიამოვნებებთან გამკვლავება კი დამოუკიდებლად ვერ ხერხდება, ნუ მოგერიდებათ, მიმართეთ კვალიფიციური დახმარებისათვის სპეციალისტს – ამაში სასირცხვილო არაფერია. იმათთვის კი, ვისაც არ სურს ესაუბროს ფსიქოლოგს უშუალოდ, ყოველთვის შეიძლება ეს ონლაინ რეჟიმში ან ტელეფონით განხორციელდეს – საბედნიეროდ, პროგრესი არ დგას ერთ ადგილას, და ამჟამად კლინტთა ყურადღებისათვის წარმოდგენილია ურთიერთობის მრავალნაირი ვარიანტი, მათ შორის ანონიმურიც. ყველაზე მთავარია – რაც შეიძლება სწრაფად მოიძებნოს წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრის გზები, და თუ ვერ ხერხდება ამის დამოუკიდებლად გაკეთება, უნდა მიმართოთ დახმარებისათვის კომპეტენტურ სპეციალისტს!
ავტორი: ოლგა გრომი
წყარო: www.myjane.ru
თარგმნა: © IBEL ACADEMY