რა უნდა ვიცოდეთ ბავშვთან ურთიერთობის დროს და როგორ შევარჩიოთ მათთან სწორი მიმართულებები…
დამეთანხმებით ალბათ, რომ ერთგვარი რთული პროცესია განსხვავებული ჩვევების, ქცევების, შესაძლებლობების მქონე აღსაზრდელებთან კომუნიკაციის დამყარება ისე, რომ ნაყოფიერი გამოდგეს ყოველი გადადგმული ნაბიჯი და ამავდროულად იყოს სასიამოვნო პროცესის დასაწყისი, რაც განაპირობებს ზემოთ ჩამოთვლილი თვისებების სრულ მართვას პოზიტიურ ჭრილში.
ხშირად ჩვენი დამოკიდებულება და ქმედებები ხდება ბავშვის ქცევის უმართავ რელსებზე გადაყვანის ერთერთი მიზეზი , რაც სრულ ქაოსს და დისკომფორტს გვიქმნის ნებისმიერ გარემოში.
ამისათვის საჭიროა გვესმოდეს ბავშვის (ბავშვების) ენა და შეგვეძლოს მათ როლში შესვლა როცა აქვთ კონკრეტული მოთხოვნილებები.
რა უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში?
შევარჩიოთ ალტერნატიული შეთავაზება და მივცეთ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა , რაც უდაოდ დაგეხმარებათ სიტუაციის მოგვარებაში. სწორი და მკაფიო ქმედება, დაკვირვების საფუძველზე ბავშვის უსაფრთხოდ აღზრდის შესაძლებლობას მოგცემთ და დაგეხმარებათ ამოიცნოთ მათი თვისებები.
შეეცადეთ, ყოველთვის წაახალისოთ კარგი ქცევა, სწრაფად და ხშირად – ღიმილით, შესაბამისი კომენტარით, სიტყვით, ხელის ალერსიანი შეხებით, ჩახუტებით.
ჩვენ ვასრულებთ მთავარ როლს და ვაძლევთ მაგალითს, თუ როგორი უნდა იყოს მათი ქმედებები, როგორი უნდა იყოს თანამშრომლობა და ჯანსაღი ურთიერთობები.
სალომე შამუგია
გსურთ მედი ინფორმაცია ბავშვთა ფსიქოლოგიის შესახებ?