გაცნობიერება ტვინის განსაკუთრებული უნარია
“შესაძლოა ისე მოკვდე რომ ვერ აღმოაჩინო რა იყო შენი გრძნობა,ის შენი იყო,მაგრამ შენ ის ვერ იგრძენი,ფიქრი შენი იყო,მაგრამ ვერ იფიქრე,გამოცდილება შენი იყო,მაგრამ ამ გამოცდილებიდან აზრი ვერ გამოიტანე”-მერაბ მამარდაშვილი.
გაცნობიერება ტვინის განსაკუთრებული უნარია,რომლის რეალიზება მხოლოდ საკუთარ თავშია შესაძლებელი.ეს არის ადამიანის შინაგანი განვითარება,მისი სულიერი გამოღვიძების მდგომარეობა,ამ დროს ადამიანი არღვევს საზღვარს ცნობიერსა და არაცნობიერს შორის,იჭრება არაცნობიერში რაღაც დოზით და პოულობს საკუთარ “მე” -ს.რა თქმა უნდა ეს ურთულესი პროცესია და ყველა ადამიანი ამას ვერ ახერხებს,მაგრამ შესაძლებელია. დაიწყეთ საკუთარ თავზე დაკვირვება,დაუსვით თქვენს თავს კითხვები,დააკვირდით თქვენს ფიქრებს,გაიაზრეთ და პასუხიც არ დააყოვნებს.
შესაძლოა გაცნობიერების პროცესი ძალზე მტკივნეულიც აღმოჩნდეს,იმიტომ რომ ადამიანებს უჭირთ თავიანთი არასრულფასოვნების აღიარება. გააცნობიერო ნიშნავს განთავისუფლდე საკუთარი პროექციებისგან,ჩრდილებისგან,დამოკიდებულებებისგან ,სტერეოტიპებისგან და ყველა იმ პროგრამებისგან რაც ბავშვობიდანვე ჩაიბეჭდა თქვენს ქვეცნობიერში. ხშირად ადამიანები უკმაყოფილონი არიან სამყაროს კანონებით,თავიანთ წარუმატებლობას ბედისწერას აბრალებენ,მაგრამ სინამდვილეში სამყარო არც კარგია და არც ცუდი,ის ისეთია როგორსაც შენ ხედავ,როდესაც ამას გააცნობიერებ დაიწყება შენი ტრანსფორმაცია.
შეგიძლია შენივე ფიქრებით შეცვალო საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ.გამოხატეთ მადლიერება ყველაფრის მიმართ,შეიყვარეთ საკუთარი თავი,შეიგრძენით ის სიხარული რასაც გარშემომყოფნი გთავაზობენ,იყავით პოზიტიურები და თქვენ აუცილებლად აღივსებით დადებითი ენერგიებით.უხვად გაეცით სითბო და სიყვარული,უბრალოდ გაიღიმეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით და მიიღეთ მისგან ყველაფერი საუკეთესო.
გაბუნია ლია
© IBEL ACADEMY