ნუ აქცევ თანამდროვე ტექნოლოგიებს შენს მტრად!
ყოველ ჩვენგანს დღე- ღამეში 24 საათი გვეძლევა , ხოლო ორ ადამიანს შორის განსხვავება მხოლოდ ისაა თუ როგორ იყენებენ ისინი ამ დროს .ადამიანები არ ვფიქრობთ იმაზე თუ რა ცოტა დრო გვაქვს წარმატების მისაღწევად.დრო ის რესურსია რომელსაც ვერასდროს ვერ დაიბრუნებ .
ბენჯამენ ფრანკლინი ამბობდა „ გიყვარს სიცოცხლე ? მაშინ დროს ამაოდ ნუ დახარჯავ , რადგან დრო ეს შენი ცხოვრებაა“.
თითოეული ჩვენგანი ყოველდღე ცხოვრებისგან იღებს 86400 წამს , რომელიც შეგვიძლია ჩვენი შეხედულებისამებრ გავხარჯოთ . დიახ, თუ ჩვენ ვერ გამოვიყენებთ ამ წამწბს ისინი სამუდამოდ დაიკარგებიან .
21 საუკუნეში რჩება შთაბეჭდილება , რომ ნაკლებ დროში უფრო მეტის მოსწრებაა შესაძლებელი , რადგან ამ საუკუნემ მოიტანა არაერთი ისეთი ტექნოლოგია რომელითაც ჩვენთან უწყვეტ რეჟიმში მოედინება ზღვა ინფორმაცია და ჩვენ ადამიანებიც მუდმივად ვცდილობთ ვიყოთ კონტაქტზე ეს პირადი იქნება თუ საქმიანი ურთიერთობა .
და ეს ყოველივე ადამიანს არ აძლევს მშვიდათ ყოფნის და განტვირთვის საშუალებას .თუმცა წარმატებულმა ადამიანებმა მშვენივრად იციან მისი ფასი და ახერხებენ დრო და საკომუნიკაციო საშუალებები თავის სასიკეთოდ გამოიყენოს , ისინი უფრთხილდებიან როგორც საკუთარ ისე სხვის დროს , მათ მშვენივრად იციან დრო ის რესურსია რომლის დაბრუნება შეუძლებელია .
თანამედროვე ტექნოლოგიები ემსახურება მიზანს ეფექტურად , სრაფად და ხარისხიანად შევძლოთ სხვებთან კომუნიკაცია და მათ გაგვიუმჯობესონ , თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიებმა სწრაფად იცის დამოკიდებულება .
ადამიანებს მუდმივად უნდათ ყველაფრის საქმის კურსში იყვნენ , უნდათ ყველა მეილზე და შეტყობინებაზე პასუხი სწრაფად დააბრუნონ მაგრამ ამ პროცესში უბრალოდ გაჩერდით და საკუთარ თავს კითხვა დაუსვით: რამდენად სწორად და პროდუქტიულად იყენებთ დროს და ის რასაც აკეთებთ იმდენად მნიშვნელოვანია რომ წარმატებამდე მიგიყვანთ? მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელეთ კითხვა , როგორც ბრაინ თრეისი თავის წიგნში მიზნებში წერს, მაგალითს იმის შესახებ როგორ დაიბრუნა მისმა კლიენტმა თავისი დრო „ ერთმა ჩემმა კლიენტმა , რომლის კომპანია 19 შტატში დისტრიბუტორებთან მუშაობდა , უეცრად აღმოაჩინა , რომ კომპიუტერთან იყო მიჯაჭვული და დღეში რამდენიმე საათს უთმობდა ელექტრონული ფოსტის მიღება – გაგზავნას , რაც უფრო მეტ ხანს ატარებდა კომპიუტერთან , მით უფრო ნაკლები დრო რჩებოდა მნიშვნელოვანი საქმეების შესასრულებლად , დაუსრულებელი საქმეებით გამოწვეული სტრესი დღითიდღე იზრდებოდა და მის პიროვნებას თრუგუნავდა , ჯანმრთელობა შეერყა , ძილი დაერღვია „ მან კლიენტს აღნიშნულ შემთხვევაში პარეტოს პრინციპი ასწავლა და არამარტო ამ სიტუაცაიში ნებისმიერი საქმის გაკეთებისას ეს პრინციპი იდეალურად მუშაობს .
მიდი დამფუძნებელია იტალიელი ეკონომისტი ვილფრედ პარეტო და სახელი მის საპატივსაცემოდ ჰქვია . ის აღნიშნავდა რომ ადამიანები სოციუმში იყოფოდნენ „გავლენიან უმცირესობად 20% ფულის და გავლენის მიხედვით , ხოლო სხვა დანარჩენი 80% „ ტრივიალურ უმრავლესობად „ მისი აღმოჩენა მდგომარეობდა შემდეგში , რომ ყველა ეკონომიკური საქმიანობაც ამ პრინციპით ხელმძღვანელობს , 20% – იანი ძალისხმევა იძლევა 80% -იან შედეგს , აქედან ნათლად ჩანს საქმის 10დან 2 პუნქტი ხუთჯერ და ათჯერ აღემატება თავისი მნიშვნელობით და ღირებულებით .
ამრიგად ყველა ის საქმე რასაც აკეთებთ მნიშვნელობის მიხედვით დაალაგეთ და დრო წვრილმანებზე არ დახარჯოთ ., პირველ რიგში ეს მნიშვნელოვანი საქმეები შეასრულეთ .სცადეთ გაღვიძებისთანავე თქვენი დღე დაგეგმეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენეთ საკომუნიკაციო საშუალებები , ნუ მოცდებით წვრილმან საქმეებზე , ნუ დაივიწყებთ თქვენს განკარგულებაში ყოველდღიურად მხოლოდ 86400 წამია და ის ყველა ადამიანს ერთნაირად ეძლევა ხოლო ვინ როგორ იყენებს მას მათი წარმატების ხარისხს განსაზღვრავს .
ეთო აბაზაშვილი
© IBEL ACADEMY