აწარმოეთ მადლიერების სია
ზაფხულის მშვიდ ღამეს, შუაგულ ეზოში დამჯდარი, ჯერ კიდევ ცოცხალი ბაბუა შევნიშნე, რომელსაც სახე ცისკენ ჰქონდა აპყრობილი. გამიკვირდა მისი ქმედება. მივუახლოვდი და ჩუმად ვკითხე: ბაბუ რას აკეთებ? მიპასუხა: “ცხოვრებით ვტკბები”. მაშინ, ამ სიტყვების მნიშვნელობას ვერ ჩავწვდი, მაგრამ ახლა, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, რა გამოწვევის წინაშეც არ უნდა ვიდგე, კითხვაზე როგორ ხარ და რას აკეთებ?- ვპასუხობ: “ცხოვრებით ვტკბები” მივხვდი, რომ გუშინდელი დღე წარსულია, ვერაფერს შევცვლით. ხვალინდელი ჯერ არ დამდგარა და არ ღირს შფოთვად, ერთადერთი, რაც გამაჩნია ეს არის დღევანდელი დღე და წამი, როცა გული ფეთქავს საგულეში. წამი, რომელიც შემიძლია ახლა თქვენთან ერთად განვიცადო, მადლიერების შეგრძნება. მაშ დავიწყეთ…
ჩამოვწეროთ:
1. ჩვენი ფიზიკური მდგომარეობის 5 ფაქტი რისთვისაც მადლიერი ვართ
2. მატერიალური მდგომარეობის 5 ფაქტი, რისთვისაც მადლიერი ვართ
3. 5 ადამიანის სახელი, რომელთა მადლიერიც ვართ
4. 5 გარდაცვლილი ადამიანის სახელი, ვისი მადლიერი ვართ
6. დღევანდელი დღის 5 ფაქტი, რისთვისაც მადლიერი ვართ
7. დედამიწაზე არსებული 5 ადგილი, რისთვისაც მადლიერი ვართ
8. 5 თანამედროვე გამოგონება, რისთვისაც მადლიერი ვართ
9. კვების 5 ნაირსახეობა, რისთვისაც მადლიერი ვარ
10. 5 რამ სახარებიდან, რისთღვისაც მადლიერი ვართ
და ამდენი გააზრების მერე, ნუთუ ვიქნებით უმადურები? ბოლოს ჰკითხეთ თქვენს თავს
რა შეგიძლიათ გააკეთოთ სხვისთვის – მადლიანი და სასარგებლო. შემდეგ კი გადადით მოქმედებაზე.
ყველამ რომ ასე ვიმოქმედოთ, წარმოიდგინეთ, სამყარო როგორი იქნება.
მადლობა თქვენ რომ ჩემს პოსტს კითხულობთ და ჩემთან ერთად იზიარებთ მადლიერებას დღეს.
ნუ გააბამთ თქვენს ცხოვრებას ხაფანგში, რომელსაც ჰქვია “სინანული წარსულის გამო”, “შფოთვა მომავალზე” და “უმადურობა აწმყოთი”
და აბა, თუ გახსოვთ კითხვაზე რას აკეთებ? რა არის თქვენი პასუხი?????
სოფო კურტანიძე