როდის გამოჩნდა მაბ-ით მუშაობის მეთოდიკა?
-პირველი ბარათები დახატული იყო მხოლოდ 45 წლის წინ, რაც ფსიქოლოგიისთვის ნიშნავს ,, სულ ახლახანს ” კანადელი მხატვარი ელი რამანი ეძებდა თვითგამოხატვის ისეთ ფორმას, რომელიც მიეხმარებოდა მას შემოქმედებით და პირად განვითარებაში. ამასთან მას სურდა, რომ ,,ახალი ფორმა” ყოფილიყო ამავდროულად ცვალებადიც და უნიკალურიც ყველა ადამიანისთვის. თავის ძიებაში მან ყურადღება შეაჩერა ბარათებზე, რომლითაც იგი გატაცებული იყო. ასე გამოჩნდა პირველი ნაკრები მაგრამ მისი მიზანი არ ყოფილა ფსიქოლოგიური.
ელი რამანს სურდა შეემცირებინა მანძილი მაყურებელსა და ფერწერას შორის. უხეშად, რომ ვთქვათ-შესაძლებელი ყოფილიყო ,,ამოგვეღო ჯიბიდან ხელოვნება” როცა კი ამისი სურვილი გაგვიჩნდებოდა. მოგვიანებით მხატვარმა გაიგო, რომ თავის ნამუშევრებზე დაკვირვებისას სხვადასხვანაირი სულიერი მდგომარეობებისას იგი სურათებში ყოველ ჯერზე ახალ აზრს პოულობდა.
ასე იხილა დღის სინათლე ბარათმა სახელწოდებით ,,ო!” (,,О!”). ზუსტად ასეთი გაოცებული რეაქცია ქონდათ ინსაიტში მათ ვინც ამ ბარათს იღებდა. *1983წ შედგა მხატვრისა და ფსიქოთერაპევტმორიტც ემეტმეიერის იღბლიანი შეხვედრა, რომელმაც დასაბამი დაუდო „მაბ“-ის განვითარებას.
ემ ტმეიერმა რამანის ,, ჯიბის მუზეუმში” დაინახა ის ფსიქოლოგიური ინსტრუმენტი, რომელსაც ის დიდი ხანია ეძებდა. „მაბ“-ი ადამიანის ჭეშმარიტი თვითგამოხატვის და მისი სულიერების გახსნის ინსტრუმენტს წარმოადგენდა.
*1985 წ-დან ,,ო“ ბარათების მასიური გამოშვება სპეციალურ ღია „გამომცემლობებში ხდებოდა”, სხვა გამომცემლები არ თანხმდებოდნენ მათ წარმოებაზე, რადგან ეჭვი ეპარებოდათ უჩვეულო ნაწარმის მოთხოვნადობასა და ფინანსურ მოგებაში.
მოგვიანებით ,,ო-გამომცემლობაში” სხვა მხატვრებთან თანამშრომლობით გამოიცა სხვა თემატური კომპლექტებიც. *დღესდღეობით მეტაფორული ბარათების თემატიკის დათვლა რთულია ისინი ათასობითაა ამოცანების მიხედვით და ბევრი პრაქტიკოსი ფსიქოლოგი ქმნის თავის საკუთარ თემებს.
,,ბარათი ეკუთვნის მომზირალს”
გსურთ სრულიად უფასოდ ჩაიტაროთ მაბ სესია? დააწირე ღილაკს ↓
აიბიელ აკადემიაში შესაძლებელია გახდეთ სულ რაღაც ორ თვეში მაბ კონსულტანტი და თავისუფლად ჩაატაროთ სრულყოფილი მაბ სესიები
გსურთ ინფორმაციის მიღება მაბ კონსულტანტის კურსის შესახებ? დააწირე ღილაკს ↓