წყვილის ჯანსაღი ურთიერთობების შესახებ.
ჯანსაღი ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი რამ არის იყო პარტნიორი და არ ვინმე სხვა. როცა ვამბობ “სხვას” ვგულისხმობ შემდეგს:
1. მეტოქეობა. როცა კაცი ამბობს: „ მე ხომ ისედაც ნორმალური შემოსავალი მაქვს და მოდი რა შენ, სახლში იყავი“ და არ სურს მოისმინოს არანაირი არგუმენტები. მას მიუფურთხებია, რომ ქალს უყვარს თავისი სამსახური და უნდა იყოს დამოუკიდებელი. ეს ნიშნავს, რომ მას ეშინია ქალთან კონკურენციის. ეშინია, რომ ის წააგებს, რომ ქალი იპოვნის სხვას, და ასე შემდეგ. ეს არ არის პარტნიორობა, ეს არის ბრძოლა. ჯანმრთელ ურთიერთობებში ასეთი ჯანდაბის ადგილი არ უნდა იყოს.
2. ინცესტუოზურობა. კერძოდ – თამაში „ დედა – შვილი”, როცა ქალი თავად წყვეტს, რას ჩაიცმევს კაცი, როგორ შეიჭრის თმას ან სად წავა სამუშაოდ , ეს არის არა ორი თანასწორი პარტნიორის ურთიერთობა, არამედ დედა შვილის ურთიერთობაა. აქედან მოდის მუდმივი კრიტიკა, შენიშვნები, კონტროლი და ბევრი სხვა „ბედნიერება“ ჩემო მეგობრებო. ეს არ არის ჯანსაღი სიყვარული.
3. საკუთარი კომპლექსების პროექცია. აქ იხსნება არეალი წარმოსახვისთვის. მაგალითად, თქვენ გამუდმებით ამოწმებთ, უყვარხართ თუ არა პარტნიორს. უწყობს ტესტებს სერიიდან – როგორი რეაქცია ექნება, თუ მის საუკეთესო მეგობართად დაიწყებთ კეკლუცობას. ანდაც თქვენ კითხულობთ მის ყველა მიმოწერას, იჩხრიკებით მის ტელეფონში, უწყობთ დაკითხვებს. ანდაც, თქვენ თავს არარეალიზირებულად გრძნობთ და ცდილობთ ამის კომპენსაციას ურთიერთობების ხარჯზე. უსასრულობამდე შეიძლება მაგალითების ჩამოთვლა.
ავტორი: მიხაილ ლაბკოვსი
თარგმნა: ნუცა სპარსიაშვილმა