ბედნიერების ფორმულა
ერთხელ ერთი მოხუცი ბრძენკაცი გზად მიდიოდა, ბუნებას აკვირდებოდა და გაზაფხულის ხასხასა ფერებით ტკბებოდა. მან მამაკაცი დაინახა , რომელსაც ზურგზე მძიმე ტვირთი ჰქონდა აკიდებული, ტვირტი იმდენად მძიმე იყო, რომ კაცს ფეხები ეკვეთებოდა.
_ რატომ იტანჯავ თავს ასეთი მძიმე ტვირთის დარებით?_ ჰკითხა მას ბერიკაცმა
_ მე ვიტანჯები იმისთვის, რომ ჩემი შვილები და შვილიშვილები იყვნებ ბედნიერები, _ უპასუხან მან ბერიკაცს_ჩემი პაპა ბაბუაჩემის ბედნიერებისთვის ეზიდებოდა მძიმე ტვირთს, ბაბუა მამაჩემის გამო, მამაჩემი ჩემიგულისთვის, მე კი ჩემი შვილებისთვის.
_ და თქვენ ოჯახში ვინმე თუ იყო ბედნიერი? _ დაინტერესდა ბერიკაცი.
_ჯერ არა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩემი შვილიშვილები იქნებიან ჭეშმარიტად ბედნიერები!-იმედიანად წარმოთქვა კაცმა.
_სამწუხაროდ, გაუნათლებელ ადამაინს არ ძალუძს ასწავლოს ვინმეს წერა-კითხვა, და თხუნელა ვერასოდეს შეძლებს არწივის აღზრდას!- ჩაილაპარაკა ბერიკაცმა._ პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა ასწავლო, თუ როგორ გახდე ბედნიერი, მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია შვილებს ასწავლო, თუ როგორ იყვნენ ბენიერები- და სწორედ ეს იქნება შენი საუკეთესო საჩუქარი.
წყარო: http://4motivi.com