როგორ გახადო ცხოვრება საინტერესო
ყოველდღიურ ცხოვრებაში, ძალიან ადვილია დაგავიწყდეს რომ, ყველაფერი რაც შენს გარშემოა შენი ცხოვრებაა. როგორ გახდე უფრო შეგნებული, შეავსო შენი ცხოვრება იმით რაც მართლა გინდა და არ უღალატო შენს ღირებულებებს?
ფიქრები და საუბრები, ადამიანები და გარემო-ყველაფერი რაც ხდება შენს გარშემო მთელი დღის განმავლობაში არის შენი ცხოვრება. აირჩიე ის, რაც ავსებს შენს ცხოვრებას.
თანმიმდევრული ყოველდღიური ქმედებები არის გასაღები მდგრადი ცვლილების. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია შეცვალო გარემო და ჩვევები, ასევე განზრახვა სწრაფად ცვლილებების და ცეცხლოვანი მოტივაცია.
აქ ჩამოთვლილია რამდენიმე ჩვევა რომელიც დაგეხმარება განუწვეტლივ ესწრაფვო კიდევ უფრო სრულსა და სრულყოფილ ცხოვრებას. მაგრამ, სანამ ცხოვრების შეცვლას დაიწყებ გახსოვდეს: ეს არ არის სწრაფი გზა რომ მიაღწიო მდგრად ცვლილებას, ამიტომ ისიამუვნე პროცესით. ეს არის ძალიან, ძალიან გრძელი ცხოვრება.
შეამოწმე! ჰკითხე შენს თავს რატომ გადაწყვიტე ასე და არა სხვაგვარად? მკითხე რატომ აკეთებ რაღაცას მანამ , სანამ მე გავაკეთებ. ძნელია გაარჩიო შინაგანი ხმა სხვა ადამიანების აზრებიდან, მაგრამ როდესაც შენ ამას შეძლებ, შენ დაიწყებ შენი მიზნების და იდეებსაკენ სვლას. და ყოველთვის იქნები დარწმუნებული რო ეს გადაწყვეტილება შენი შინაგანი ხმისაა.
როდის შენიშნე ბოლოს, რომ უარყოფითი აზრით იყო შენი გონება დაკავებული? შეიძლება ამ წუთასაც. ისწავლე როგორ მოიშორო უარყოფითი აზრები და ყურადღება გადაიტანო სხვა რამეზე. მიეცი გონებას საშუალება, ფოკუსირება გააკეთოს იმაზე რაც მართლა მნიშვნელოვანია, თუ შენ ხშირად გრძნობ თავს გამოწურულად, შესაძლებელია იმიტომ, რომ შენ არ შეგიძლია აკონტოლო შენი ფიქრები. შენი გონება გარეულ მხეცს ჰგავს. დაიჭირე ის!
აღმოაჩინე დრო, როდესაც ხარ ყველაზე მეტად ფუნქციონირებადი, გამოიკვლიე რა გარემოება გიწყობს ხელს ამ მდგომარეობის მიღწევაში და ეცადე შეიქმნა ეს აუცილებელი მდგომარეობა დღის განმავლობაში. შენ მუშაობ შენივე ენერგიის ნაკადით, მთლიანად ხარ შენს საყვარელ საქმეში? ძალიან კარგი, განსაზღვრე შენი ხელშეუხებელი ადგილი, დააფასე და დაიცავი ეს დრო, ისე როგორც შენს სურვილს სჭირდება, იმიტომ რომ ეს სწორედ ის არის.
და გახსოვდეს, შენი ქმედებები მნიშვნელოვანია.
გასაოცარია როგორ ცვლის დილის მედიტაციები მთლიან დღეს. სუნთქვაზე ყურადღების გადატანა დაგეხმარება მთლიან განწმენდაში ადვილად ფიქრში: საუბრისაც მნიშვნელოვან შეხვედრაზე ან თუნდაც უბრალოდ სეირნობისას.
გაახსენე შენს თავს დაუბუნდე მშვიდ ფიქრებს და ყურადღება გაამახვილო სუნთქვაზე- ეს ძალიან დაგეხმარება. ეს არის არა მარტო ცუდი ფიქრებისგან თავის დაღწევაა, არამედ, შენი გონება დარჩება სიმშვიდეში, და ეს ძალიან დიდი ძალაა
ჰკითხე შენს თავს როგორია შენი ღირებულება პირად, პროფესიულ და სოციალურ დონეებზე. იყავი კეთილი საკუთარი თავის მიმართ. ის თუ რას აკეთებ დღის განმავლობაში არაა სათანადოდ დაფასებული შენგან, ე.ი. არასწორ გზას ადგახარ. გახსოვდეს, როგორც ხარჯავ თითოეულ დღეს, ისე ხარჯავ ცხოვრებას.
ახორციელებ შენს მისიას ცხოვრებაში და ხედავ განვითარებას თუ არა? ადვილი არაა გაუძღვე ცხოვრბას შენივე მიმართულებით, ყოველდღიურად ჩაუღრმავდი შენს თავს, აკეთე ის რაც გსიამუვნებ და მიაღწიე დანიშნულების ადგილებს.
აკეთებ რაიმე მნიშვნელვანს? შეგიძლია ჩამოწერო რამდენიმე აბზაცი, რითიც ამაყობ? აკეთებ მედიტაციებს? მშვენიერია! ჩაიხედე სარკეში, მიულოცე შენს თავს შენი არსებობა და გაიხსენე რითიც მადლიერი ხარ, აღნიშნე მნიშვნელოვანი საქმეები რასაც აკეთებ.
მომართე შენი გონება: გეგმებზე და ოცნებებზე.
შეიქმენი აქტიური გარემოცვა, მიზანმიმართული, კეთილი ადამიანების, ლაღი ურთიერთობებითა და ნათელი ფიქრებით.
აკეთე ის რაც შენია, სხვაგვარად დიდხანს წესების დაცვა გაგიჭირდება. ადვილი და შენთვის სასიამუვნო საქმეები აკეთე, მაგალითად თუ გსიამუვნებს დღიურის წერა დილით, გააკეთე და ისიამუვნე პროცესით.
თუ შენ დიდ ყურადღებას აქცევ უარყოფითს შენს ცხოვრებაში, მოიზიდავ მას. ჩვენ ვხედავთ იმას რისი დანახვაც გვინდა, თუ შენ ხედავ ძალიან ბევრ უარყოფითს, მას დაინახავ ყველგან და ყველაფერში, მნიშვნელობა არ აქვს რას აკეთებენ ადამიანები. თუ შენი ცხოვრებაც ასეთია უბრალოდ აღნიშნე, იპოვე ნამდვილი მიზეზი და აღმოფხვერი ის.