7 მეთოდი თუ როგორ ვისაუბროთ საკუთარ თავთან სწორად
ყველა ადამიანს მიყავს შინაგანი დიალოგი თავის თავთან. ეს ნათლად უნდა გვესმოდეს: თუ არ ჩავთვლით ძილს, მაშინ დანაჩენი დრო ასე თუ ისე მიძღვნილია შინაგანი დიალოგისთვის. ის ვინც ამას სწორად აკეთებს, ახდენს ზეგავლენას სტრესის დონეზე, უფრო მალე აღწევს მიზნებს და ვითარდება როგორც ადამიანი.
ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენი მოქმედებები ფიქრების შედეგს წარმოადგენენ. თუ ჩვენ შევცვლით ფიქრის მეთოდს, მაშინ შევცვლით არამარტო ქცევას, არამედ ემოციებს, შეგრძნებებს, მსოფლმხედველობას.
გათვითცნობიერებულად მოექეცით შინაგან დიალოგს. თავს არ მისცეთ უფლება იყოთ სტრესული და აპათეტური აზრების გავლენის ქვეშ. წარმოგიდგენთ 7 მეთოდს, რომლის საშუალებითაც თქვენ შეძლებთ თქვენი თავის შეცვლას უკეთესობისაკენ.
1.მოიშორეთ შინაგანი ნეგატიური ვიბრაცია
დასაწყისისთვის უნდა ისწავლოთ თქვენს თავში ნეგატიური ხმის ამოცნობა, თანაც ყოველთვის, როდესაც არ უნდა გამოჩნდეს. ძნელია იყო ბედნიერი, როცა თქვენს შიგნითაა პატარა კაცუნა, რომელიც უსიამოვნო რაღაცეებს გიჩურჩულებთ.
ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური აზრი ადამიანის თავში: «არ შემიძლია». თანაც, თუ თქვენ გათვითცნობიერებულად არ უშვებთ ამაზე ფიქრს, ის ისევ უკან ბრუნდება სხვა ფორმებით («ეს ძნელია», «აუტანელი იქნება»).
ნეგატიური აზრების აღმოჩენის ყველაზე ეფექტური მეთოდია — თქვენ თავს უთხრათ «გაჩერდი!». გასაოცარია, მაგრამ ეს საკმარისია, რათაშეწყვიტოთ ნეგატიური მსჯელობების ჯაჭვი.
2. გამოიყენეთ პოზიტიური აფირმაცია
აფირმაციები უნდა იყოს მოკლე და დამაჯერებელი. ისევ და ისევ მათი გამეორებით, თქვენ ახსენებთ თქვენს ქვეცნობიერს და ხსნით შესაძლებლობებს, რომ მთელი გულით დაიჯეროთ მათი რეალობა.
ყველაზე კარგია თუ წარმოთქვამთ აფირმაციებს მათზე რწმენით, და არა ავტომატურად. ქვეცნობიერი იღებს იმ ბრძანებებს, რომლების წარმოთქმის თქვენ თვითონ გჯერათ.
3. შეიმუშავე პოზიტიური სცენარი
თქვენ შეამჩნევდით თუ როგორ ცვლის ერთი ნეგატიური აზრი მეორეს, და საბოლოოდ ქმნის კატასტროფულ სცენარს. ამიტომ თქვენ არამარტო უნდა შეცვალოთ ნეგატიური აზრები პოზიტიურით, არამედ ბოლომდეც მიიყვანოთ ისინი, ანუ შექმნატ სცენარი. ამ ყველაფერს დაუმატეთ ვიზუალიზაციაც.
გახსოვდეთ მარტივი პრინციპი: რით უფრო გრძელია და უწყვეტია ისტორია, მით უკეთესია. თუ ის თავიდან ბოლომდე დაფუძნებულია თქვენს მიზნებზე და ღირებულებებზე, მაშინ შედეგი იქნება იდეალური.
4. შეცვალეთ ნეგატური ზეგავლენა პოზიტიურით
მთავარია, გაარკვიოთ რა არის თქვენი ცხოვრების ნეგატიური ფაქტორები, რომლებსაც თქვენი აზრები ტყვედ ყავთ აყვანილი. მაგალითად, ნეგატიურ ადამიანებთან ურთიერთობით თქვენთც შეიძლება გახდეთ ტოქსიკური ადამიანი. თუ არ იქნებით საკმაოდ ფხიზლად, შეიძლება მათი აზრები თქვენ საკუთარ აზრებად ჩათვალოთ. აქედან გამომდინარე, ყოველთვის გაიაზრეთ თუ რა გავლენას ახდენს თქვენზე ესა თუ ეს მოვლენა. თავი შეიკავეთ თქვენი მიზნების განხილვა ისეთ ადამიანებთან რომლებიც მხარს არ უჭერენ თქვენს გეგმებს და ოცნებებს.
გარს შემოიხვიეთ ისეთი ადამიანები, რომლებიც ძალას მოგცემენ, რომლებიც მარტო თქვენს გვერდით ყოფნითაც დაგმუხტავენ ენერგიით და პოზიტიური აზრებით. თქვენ უფრო მაღალ საფეხურზე იგრძნობთ საკუთარ თავს და დაიწყებთ უკეტესობისაკენ სწრაფვას.
5. გამოიყენეთ აწმყო დრო
თქვენ შეიძლება აღშფოთდეთ იმყველაფრის რაოდენობით, რაც უნდა გააკეთოთ მიზნის მისაღწევად. შეიძლება დაიღალოთ მარტო მომავალში გასაკეთებეი სამუშაოს გააზრებით. თქვენი გონება შეიძლება ნერვიულობის უსასრულო ნაკადში აღმოჩნდეს.
საჭიროა კონცენტრაცია მოახდინოთ ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმაც შეგიძლიათ ახლა. თუ გაიჭედეთ, გაჩერდით და კითხეთ თქვენ თავს: «რისი გაკეთება შემიძლია ამ წუთას?». თქვე არ შეგიძლიათ კონტროლქვეშ აიღოთ ის რაც მოხდება მომავალსი, მაგრამ იმაზე ხართ პასუხისმგებელი რაც ხდება მიმდინარე მომენტში.
სრული პასუხისმგებლობა აიღეთ თქვენს თავზე, იმაზე, რაც დღეს მოხდება.
6. დაუპირისპირდით თქვენს შიშებს
ცხოვრებაში არანაირი პროგრესი არ იქნება, სანამ არ გამოიძახებთ თქვენს შიშებს ორთაბრძოლაში. გეყოთ თავის ქვიშაში დამალვა. ხომ არ ცდილობთ დაარწმუნოთ თქვენი თავი, რომ ბედნიერი ხართ არსებული ვითარებით, მაშინ როცა სინამდვილეში ეს ასე არ არის?
რა უშლის ხელს თქვენს წარმატებას? რა თქმა უნდა შიშები. თქვენ მხოლოდ უნდა გაარკვიოთ რა სახისა ისინი, სადაა მათი ფესვები და როგორ ამოგლიჯოთ ისინი.
რისი გეშინიათ? რომ უარესი შეიძლება მოხდეს? გამოიყენეთ ნაბიჯ-ნაბიჯის მეთოდი, რომ დაანგრიოთ თქვენი შიშები და ნახავთ, შეიძლება თუ არა მათ პოზიტიურად შეხედოთ. როცა თქვენ შეხვალთ ორთაბრძოლაში, აღმოჩნდება, რომ ყველაზე ცუდი სცენარებიც კი არც ისეთი ცუდია. ამის შემდეგ შინაგანი დიალოგი იწყებს შეცვლას.
7. გააკეთეთ კონცენტრაცია სასიამოვნო მომენტებზე
ამის გარეშე შეუძლებელია. დამეთანხმებით, ეს საოცარია: ჩვენ შესანიშნავად ვგრძნობთ თავს, მაგრამ ამასთან უფრო ხშირად ვფიქრობთ ცუდზე. მოდით დავამსხვრიოთ ეს დამღუპველი ჩვევა.
თუ კარგად გრძნობთ თავს, იყავით ბედნიერი. თუ ცუდად, გახსოვდეთ: კარგი დრო იქმნება ცუდისგან
წარმატებებს გისურვებთ!
წყარო: 4brain.ru
თარგმანი: © ინგა ბლესსის ფსიქოლოგიური ცენტრი